რესურსცენტრი წარმოადგენს სახელმძღვანელოების, დოკუმენტების ნიმუშებისა და შაბლონების ციფრულ ბიბლიოთეკას.

რესურსცენტრი წარმოადგენს სახელმძღვანელოების, დოკუმენტების ნიმუშებისა და შაბლონების ციფრულ ბიბლიოთეკას, რომელიც შექმნილია მოქალაქეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ვინც დაინტერესებულია მონაწილეობითი და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესით. ეს არის პრაქტიკული რესურსების ყველაზე ხშირად გამოყენებული კოლექცია, რომელიც შექმნილია მონაწილეობითი მექანიზმების და ფორმების შესამუშავებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

რესურსცენტრი გთავაზობთ უფასოდ ჩამოსატვირთ შაბლონებს, რომლებიც შემუშავებულია პრაქტიკოსების და ექსპერტების მიერ. შაბლონების გამოყენება შესაძლებელია (I) “სამოქალაქო ბიუჯეტის” (PB), (II) “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” (VSP), (III) “ადგილობრივი ინიციატივის” (LI), (IV) “თანამონაწილეობითი დაგეგმარების” (PP), და (V) “საქართველოში არსებული სხვა მონაწილეობითი ფორმებისთვის” (OPF), რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღებაზე ადგილობრივ დონეზე და მუნიციპალიტეტის განვითარების მიზნით, მისი მოსახლეობის სასარგებლოდ.

იხილეთ რესურსცენტრის შესახებ მოკლე ვიდეო, რათა გაიგოთ მისი გამოყენების პრინციპები და გქონდეთ მისით სარგებლობის საშუალება.

მოემზადეთ და დაიწყეთ პროცესი!

ამ სექციაში შეგიძლიათ იხილოთ სასარგებლო მასალები შემდეგი მონაწილეობითი მექანიზმისა და ფორმების ამოქმედებასა და განხორციელებისთვის: (I) “სამოქალაქო ბიუჯეტი” (PB), (II) “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” (VSP), (III) “თანამონაწილეობითი დაგეგმარება” (PP), (IV) “ადგილობრივი ინიციატივა” და (V) “სხვა მონაწილეობითი ფორმები საქართველოში” (OPF).

მასალები შემუშავებულია გამოცდილი ქართველი პრაქტიკოსების მიერ, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების დანერგვა საქართველოში, მათ შორის “სამოქალაქო ბიუჯეტის”.

საბაზისო დოკუმენტები (ანუ “სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები”) შემუშავებულია ქართველი აქტივისტების ჯგუფის მიერ, რომელსაც მხარს უჭერდნენ პოლონელი ექსპერტები. ეს გაკეთდა სოლიდარობის ფონდის PL-ის პროექტის ფარგლებში: ”სამოქალაქო ბიუჯეტი – საქართველოში თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტი”, რომელიც განხორციელდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების შერჩევაში წარმოდგენილია საქართველოს მუნიციპალიტეტების ფართო სპექტრის გამოცდილება და კარგი პრაქტიკა, რომლებმაც წარმატებით დანერგეს სხვადასხვა მონაწილეობითი მექანიზმები და ფორმები. განყოფილება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სახელმძღვანელოებით, ნიმუშებით, შაბლონებით და სხვა მასალებით, რომლებიც დაგეხმარებათ მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი მექანიზმების და ფორმების დანერგვაში.

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი მასალები: სახელმძღვანელოები; სამართლებრივი აქტები; საკრებულოს ნორმატიული აქტები (დადგენილებები, განკარგულებები); ე.წ. დრაფტები; მერის ბრძანებები; შესაბამისი ოქმების მაგალითები; საინფორმაციო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის ნიმუშები; მოქალაქეებთან შეხვედრის განრიგის ნიმუშები; პროექტის წინადადების ფორმების (განაცხადის ფორმის) ნიმუშები; ხარვეზის შესახებ წერილის ნიმუში; ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შემთხვევაში- მერის ბრძანების თანდართული ნიმუშები, შეხვედრების ჩატარების განრიგთან ერთად; ,,ადგილობრივი ინიციატივის’’ შემთხვევაში – განაცხადის ფორმა და ხელშეკრულების ფორმა; ,,მონაწილეობითი დაგეგმვის’’ შემთხვევაში – სქემა-მოდელი კვლევის პროცესის განხორციელებაში  მოქალაქეთა ჩართვის შესახებ და ა.შ.

სამოქალაქო ბიუჯეტი

მუნიციპალიტეტების ,,სამოქალაქო ბიუჯეტის’’ გზამკვლევი

სახელმძღვანელო – მიმოხილვა – რა არის ,,სამოქალაქო ბიუჯეტი’’? რისთვის გვინდა? ციკლის ეტაპობრივი აღწერა. პრაქტიკული დანართები.

ჩამოტვირთვა

“სამოქალაქო ბიუჯეტის” სტანდარტები საქართველოში

სახელმძღვანელო – “სამოქალაქო ბიუჯეტის” ძირითადი პრინციპები, რომლებიც დამუშავდა ქართველ პრაკტიკოსებთან ერთად, პრაქტიკული რეკომენდაციებით.

ჩამოტვირთვა 

სამოქალაქო ბიუჯეტის” სტანდარტების დანერგვის პრაქტიკული სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო – ქართულ, რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული სამწლიანი მუშაობის სტანდარტიზაცია სამოქალაქო ბიუჯეტში.

ჩამოტვირთვა

დოკუმენტების ნიმუში: ადგილობრივი რეგულაციები – “სამოქალაქო ბიუჯეტი” სიღნაღში (კონსენსუსი)

საპროექტო ინიციატივების შერჩევა კონსენსუსის წესით. 1) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სიღნაღის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტის” საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ; 2) სიღნაღის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტის” საბჭოს მუშაობის წესის (რეგულაციის) დამტკიცების შესახებ; 3) სიღნაღის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტის” საბჭოს მუშაობის წესი (რეგულაციები); 4) სააპლიკაციო ფორმა.

ჩამოტვირთვა

ადგილობრივი რეგულაციები – “სამოქალაქო ბიუჯეტი” ზუგდიდში (კენჭისყრა)

საპროექტო ინიციატივების შერჩევა არჩევნების წესით. 1) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის დადგენილება N24, “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე”; 2) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფორმირების წესი; 3) “სამოქალაქო ბიუჯეტის” საპროექტო ინიციატივის განაცხადის ფორმა.

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დანერგვის პრაქტიკის კვლევა 

კვლევა – რეგულაციები – “სამოქალაქო ბიუჯეტის” შესახებ საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დანერგვის პრაქტიკის კვლევა. პროგრამის საერთაშორისო ისტორია, ქართული რეგულაციები, ქართული პრაქტიკა და დანერგვის ასპექტები.

ჩამოტვირთვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ცენტრალური საკანონმდებლო რეგულაციები

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ცენტრალური რეგულაციები – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები. თანხის გამოყოფის შესახებ რეგულაციები.

ჩამოტვირთვა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” -,,თანხა მუნიციპალიტეტებისთვის’’ – დოკუმენტი 2020 – საქართველოს მთავრობის დადგენილება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” დაფინანსების ცენტრალური რეგულაცია – საქართველოს მთავრობის განკარგულება თანხების გადანაწილების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩამოტვირთვა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ზოგადი ინფორმაციის პრეზენტაცია

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”: საპროექტო წინადადებების შერჩევა. სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის

სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის – საპროექტო წინადადებების შერჩევა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში. პროექტების შერჩევა ეფუძნება პრინციპებს: მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამონაწილეობა, მოსახლეობის აქტიურობის მხარდაჭერა, პროცესის გამჭვირვალობა. სახელმძღვანელოში დეტალურადაა განხილული ყველა ეს პრინციპი.

ჩამოტვირთვა

დოკუმენტების ნიმუში: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ადგილობრივი რეგულაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ადგილობრივი რეგულაციები, პრაქტიკული ნაბიჯები კრებების შესახებ და პროექტის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ჩამოტვირთვა

დოკუმენტების ნიმუში: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ადგილობრივი რეგულაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ადგილობრივი რეგულაციები და პრაქტიკული გამოცდილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ჩამოტვირთვა

ადგილობრივი ინიციატივა

სახელმძღვანელო: “ადგილობრივი ინიციატივის” მოდელი საქართველოს მუნიციპალიტეტებში

კონკრეტული შემთხვევის შესწავლა: “დამოუკიდებელ ჟურნალისტთა  სახლი” და “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” (CIPDD).

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რეგიონული თუ მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების შექმნასა და განხორციელებაში უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია რეალური თვითმმართველობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ  ადგილობრივმა მოსახლეობამ მის მიერ დასახული პრიორიტეტები რეალურად შესრულებული საქმის სახით იხილოს. ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში არა მხოლოდ დაგეგმვის, არამედ განხორციელების ეტაპზეც და წარმოადგინონ ისეთი პროექტები, რომლებიც მათი რეგიონების, ქალაქებისა თუ სოფლების პრიორიტეტებს დაემთხვევა.

ჩამოტვირთვა

კონკრეტული შემთხვევის შესწავლა: “ადგილობრივი ინიციატივა” სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სიღნაღში განხორციელდა ადგილობრივი ინიციატივის თანადაფინანსება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელიც შეეხებოდა გარკვეული ორგანიზაციის მიერ ვალდებულების აღებას, გრანტის სახით სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაეფინანსებინა მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ფართის რემონტი და საოფისე ინვენტარით აღეჭურვა ის.

ჩამოტვირთვა

კონკრეტული შემთხვევის შესწავლა: “მწვანე ბიუჯეტი” – “ადგილობრივი ინიციატივა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

,,ადგილობრივი ინიციატივის’’ ახალი ფორმა – “მწვანე ბიუჯეტი” – ახალი დანერგილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ითვალისწინებს მოქალაქეთა ინიციატივების თანადაფინანსებას ქუჩების გამწვანების საკითხებში. ზუგდიდი ეკოლოგიის ავანგარდში.

ჩამოტვირთვა

სამართლებრივი აქტები: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა” – ცენტრალური საკანონმდებლო რეგულაციები

ცენტრალური რეგულაციები – საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, რომელიც არეგულირებს ადგილობრივი ინიციატივის გავრცელებულ პროგრამას. პროგრამა ხელს უწყობს საერთო ინიციატივებით ბინათმესაკუთრეების საერთო პრობლემების გადაჭრას ადგილობრივი ხელისუფლებიდან თანადაფინანსების მნიშვნელოვანი დოზით სხვადასხვა მონაწილეობითი მექანიზმის საშუალებით, 80-90%-ის ოდენობით.

ჩამოტვირთვა

სამართლებრივი აქტები: მთავრობის დადგენილება მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის შესახებ

ცენტრალური რეგულაცია – საქართველოს მთავრობის დადგენილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე. დადგენილება ეხმარება კორპუსების მაცხოვრებლებს, განახორციელონ ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი თანადაფინანსების პროგრამით მას შემდეგ, რაც ამ დადგენილებით დაადგენენ საერთო საცხოვრებელი ფართის კუთვნილი მიწის ფართს, ანუ წითელ ხაზებს.

ჩამოტვირთვა

დოკუმენტების ნიმუში: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა” – მუნიციპალური რეგულაცია თბილისში. მესაკუთრეთა საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

ადგილობრივი რეგულაციების ნიმუში, ქ. თბილისის მაგალითზე – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

ჩამოტვირთვა

თანამონაწილეობითი დაგეგმარება

თანამონაწილეობითი დაგეგმარების” მოდელი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის

როგორ ჩავრთოთ მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი “სამოქალაქო ბიუჯეტის” (PB) პროექტების განხორციელებაში?

როგორ ჩავრთოთ შერჩეული საპროექტო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში მოსახლეობა?

“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” შესახებ მოკლე მიმოხილვა. საზოგადოების ჩართულობის მიმართულებები დაგეგმვის ეტაპებში.

ჩამოტვირთვა

“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” მოდელი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის (ყველა პროექტისთვის)

როგორ ჩავრთოთ მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყველა პროექტისთვის პროექტების განხორციელებაში?

შერჩეული საპროექტო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.

თანამონაწილეობითი დაგეგმარების შესახებ მოკლე მიმოხილვა. დაგეგმვის ეტაპებში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებები.

ჩამოტვირთვა

სხვა მონაწილეობითი მექანიზმები

საქართველოს კანონში გაწერილი მონაწილეობის მექანიზმები (ფორმები)

ადგილობრივ თვითმმართველობებში განხილულია თანამონაწილეობის ყველა არსებული ფორმა და წარმოდგენილია კლასიფიკაციური სიის სახით. მათი პრაქტიკული მასალებიდან დახასიათებულია ყველა მათგანის ცენტრალური და ადგილობრივი რეგულაციები,  ამონარიდების სახით. ეს ერთგვარი უნივერსალური რეგულაციების სახელმძღვანელოა.

ჩამოტვირთვა

პეტიცია: სიღნაღის მაგალითის შესწავლა

პეტიციის განმარტება, ცენტრალური და ადგილობრივი რეგულაციები. საკრებულოს აქტივობები და პრაქტიკული მაგალითის განხილვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამოცდილებით.

პეტიციის ადგილობრივი რეგულაციები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრბულოს რეგლამენტიდან – ამონარიდები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტიდან საზოგადოების ჩართულობის, პეტიციის ფორმის რეგულაციებისთვის.

ჩამოტვირთვა

სამართლებრივი აქტები და კონკრეტული შემთხვევის შესწავლა: მრჩეველთა საბჭო სიღნაღში

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რეგულაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. განხილულია პრაქტიკული სხდომები და ოქმები. დახასიათებულია პროცესები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ჩამოტვირთვა

ადგილობრივი რეგულაციები, საგანმანათლებლო პროგრამის თანადაფინანსება; გორის მუნიციპალიტეტის მაგალითი

“ადგილობრივი ინიციატივების”,  ადგილობრივი მხარდაჭერის რეგულაციები, თანადაფინანსების ფორმით გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე განათლების სფეროს ხელშეწყობა და დაფინანსება.

ჩამოტვირთვა

კონკრეტული შემთხვევის შესწავლა და ადგილობრივი ნორმატიული აქტი: გორის მუნიციპალიტეტში სოციალური შეღავათების თანადაფინანსება

“ადგილობრივი ინიციატივების” ადგილობრივი მხარდაჭერის რეგულაციები თანადაფინანსების ფორმით გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე სოციალური ღონისძიებების სფეროს ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის.

ჩამოტვირთვა

კონკრეტული შემთხვევის შესწავლა და ადგილობრივი ნორმატიული აქტი: გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსება

“ადგილობრივი ინიციატივების” ადგილობრივი მხარდაჭერის რეგულაციები თანადაფინანსების ფორმით გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე; სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა და დაფინანსება.

თუ გაქვთ რაიმე იდეა, თუ როგორ გავხადოთ რესურს ცენტრი უკეთესი, გთხოვთ, მოგვწეროთ:

თქვენი იდეა შეფასებული იქნება Participatoryhub პლატფორმის გუნდის მიერ.


    File