სამოქალაქო ჩართულობას საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს. იცით, როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ და ეფექტურად მონაწილეობის ასეთი მასშტაბი გადაწყვეტილებების ერთობლივი მიღების გზით? საქართველოში სამოქალაქო ჩართულობა, როგორც ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების კომპონენტი, ჯერ მხოლოდ ახლა ვითარდება. დღემდე, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ხშირად სხვა დაინტერესებული მხარეები ხელმძღვანელობდნენ, მაგალითად, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. გსურთ, მეტი იცოდეთ და დაიწყოთ სამოქალაქო ჩართულობა თქვენს ქალაქში ან მუნიციპალიტეტში? ამ განყოფილებაში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში მონაწილეობითი მექანიზმებისა და ფორმების შესახებ, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო გზაა მოქალაქის ხმის გასათვალისწინებლად. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ მექანიზმებსა და ფორმებს, რითაც ცვლილებებს შეიტანთ ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების განვითარებაში და სასიკეთო გავლენას მოახდენთ თქვენს თემზე. მომზადებული მასალები მოიცავს საქართველოს მოქალაქეების პრაქტიკულ მაგალითებს და სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკის პერსპექტივებს.
მუნიციპალიტეტის აქტივობები
ამ განყოფილებაში წარმოდგენილია ჩვენ მიერ თავმოყრილი მონაცემები ჩართულობის მაჩვენებლებზე საქართველოს ყველა რეგიონში.
1) საქართველოს მუნიციპალიტეტები ციფრებში.
ძირითადი მონაცემები მუნიციპალიტეტების შესახებ, მათ შორის პრაქტიკოსთა, ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა ჩართულობის სფეროში.
2) მონაწილეობითი პროცესების ინტერაქტიული რუქა მუნიციპალურ დონეზე.
რუქა მოიცავს კანონმდებლობით რეგულირებული მონაწილეობის ფორმებს, როგორებიცაა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, პეტიცია, დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; და ასევე არარეგულირებული ჩართულობის ფორმებსაც, მაგალითად: სამოქალაქო ბიუჯეტი, ადგილობრივი ინიციატივა და თანამონაწილეობითი დაგეგმარება.
შეგროვებული მონაცემები დეკლარაციული ხასიათისაა და არ არის დადასტურებული. ჩვეულებისამებრ, ისინი აჩვენებენ თუ რა მეთოდებს იყენებენ მუნიციპალიტეტები და როგორ რთავენ ისინი მოქალაქეებს პროცესებში. პლატფორმის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მონაცემების გადამოწმებაში. როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ვებ-პლატფორმა, ჩვენ მოგიწოდებთ, შემოგვთავაზოთ თქვენი წინადადებები და გამოგვეხმაუროთ ჩვენი საკონტაქტო და მომხმარებელთა გამოკითხვის ფორმის საშუალებით.
3) საქართველოში მონაწილეობის სხვადასხვა მეთოდით მოქმედი ორგანიზაციების ჩამონათვალი
თუ გსურთ გაიგოთ, რომელი ორგანიზაციაა ჩართული მონაწილეობითი მექანიზმების სფეროში, ან ეძებთ თანამშრომლობას ამ ჩამონათვალში, თქვენ იხილავთ ყველა საჭირო ინფორმაციას: საკონტაქტო დეტალებს, გვერდებსა და FB-პროფილებს, ასევე საქმიანობის სფეროებს.
4) კონტაქტები ექსპერტებთან და მონაწილეობითი საკითხების პრაქტიკოსებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი ცოდნით, იკითხოთ მათი გამოცდილების შესახებ ან მოიწვიოთ ისინი სათანამშრომლოდ. სიაში ასევე ნახავთ ინფორმაციას თუ მონაწილეობის რომელ ფორმაში აქვთ მათ ყველაზე დიდი გამოცდილება. ექსპერტებს შორის შეგიძლიათ იპოვნოთ “მონაწილეობის აკადემიის” (AoP) კურსდამთავრებულები თქვენს მუნიციპალიტეტში ან რეგიონში. მათი საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ბლოგზე ან ვლოგზე (ბმულები მოცემულია პლატფორმის შესაბამის ნაწილში).
მონაცემთა ბაზა: ჩართულობის მექანიზმები მუნიციპალიტეტებში
გარე შესაძლებლობები – „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“-ს რესურსები
აქ წარმოდგენილია ინფორმაციები მოწოდებული ორგანიზაციის “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში” წყაროებიდან და ასახავს ყველაზე აქტუალურ მდგომარეობას. ინფორმაცია განახლდება, როგორც კი მივიღებთ მას გარე ორგანიზაციებიდან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სასწავლო კურსების მოძიებაში, კომპეტენციების გასაუმჯობესებლად.