იმოქმედე და მიიღე მონაწილეობა!

ციფრული ინსტრუმენტები მონაწილეობისთვის: საიდან დავიწყოთ?

სოციალური დისტანცირების ზომებთან ერთად, რაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული დროის მანძილზე, ჩვენ, ასევე, ვდგავართ რთული კითხვებისა და გადაწყვეტილებების წინაშე. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ციფრულ ჩართულობაზე ასეთი დიდი მოთხოვნილება არასოდეს ყოფილა.

ინტერნეტი მრავალ ინსტრუმენტს გვთავაზობს, რაც მონაწილეობის, თანამშრომლობისა და დისკუსიის საშუალებას იძლევა, მაგრამ შეიძლება ძნელი იყოს იმის გაგება, თუ საიდან უნდა დავიწყოთ და რა არის ყველაზე მოსახერხებელი ჩვენი ჩართულობისთვის. ამ გვერდის მიზანია, შემოგთავაზოთ სივრცე, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მონაწილეობის პროცესისთვის ციფრული ინსტრუმენტების შერჩევასა და მათ სათანადოდ გამოყენებაში. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ჩვენი საკუთარი გამოცდილების ერთობლიობას, სხვა პრაქტიკოსებთან მსჯელობას, ჩართულობის სანიმუშო პრინციპებსა და პრაქტიკის ცოდნას.

სანამ დაიწყებთ:

საუკეთესო (და ერთადერთი) ადგილი ციფრული ჩართულობის დასაწყებად – ისევე როგორც ნებისმიერი ფორმით ჩართვისას – თქვენი მიზნის განსაზღვრაა. რატომ გსურთ საზოგადოების ჩართვა? რაზე გსურთ მოახდინოთ გავლენა?

ქვემოთ გთავაზობთ ციფრულ ინსტრუმენტებს სხვადასხვა გამოყენებისა და ფუნქციის შესაბამისად. ზოგიერთი ინსტრუმენტი ასრულებს მრავალ (ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებულ) ფუნქციას, მაგრამ არც ერთ ინსტრუმენტს არ შეუძლია ყველაფრის შესრულება. ხანდახან, ისინი საუკეთესოდ გამოიყენებიან ერთმანეთთან კომბინაციაში სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად ჩართულობის პროცესების მსვლელობისას. თქვენი “პირადი დამგეგმავის ოფისი” დაგეხმარებათ შესაბამისი ზომების მიღებასა და მოქალაქეების ჩართვაში.

კომუნიკაცია

(ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ – ინფორმაცია)

გამოკითხვის ფორმის შემქმნელი

(კომენტარები / უკუკავშირი, იდეების განვითარება)

Google Forms არის ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებისგან ინფორმაციის შეგროვების საშუალებას იძლევა პერსონიფიცირებული გამოკითხვის ფორმების საშუალებით. შემდეგ ინფორმაცია გროვდება და ხდება მისი ავტომატურად დაკავშირება ცხრილთან. ცხრილშივე შეგვიძლია ვნახოთ გამოკითხვის შედეგები.

Google Forms-ის უპირატესობები

პასუხების სწრაფად მიღება, შეგიძლიათ დანიშნოთ მოქალაქეთა შეხვედრა ფორუმზე , მართოთ მონაწილეების რეგისტრაცია ტრენინგებზე, ჩაატაროთ სწრაფი გამოკითხვა, შეაგროვოთ ელექტრონული ფოსტის მისამართები საინფორმაციო ბიულეტენისთვის, მოამზადოთ ტესტი და ა.შ.

სასურველი კითხვები და პასუხები, შეგიძლიათ აირჩიოთ მრავალი კითხვის ტიპიდან ერთ-ერთი; მაგალითად, მრავალ-არჩევანიანი კითხვები, ჩამოსაშლელი სიები და წრფივი მასშტაბი; დაამატოთ ფოტოები და ვიდეოები YouTube–დან ან მისცეთ თქვენს წარმოსახვას გასაქანი და გამოიყენოთ კითხვების მფილტრავი.

დასვით კითხვა ან უპასუხეთ სადაც არ უნდა იყოთ, ფორმები მოქნილია, ისე რომ თქვენ შეძლოთ მარტივად (და ეფექტურად) შექმნათ, შეცვალოთ და შეავსოთ ნებისმიერი ზომის ეკრანზე.

წესრიგი და გამჭვირვალობა, გამოკითხვის პასუხები ავტომატურად და აკურატულად გროვდება ფორმებში, ხოლო ინფორმაცია პასუხებზე და გრაფიკები ყოველთვის განახლებულია. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ეს მონაცემი ცხრილებში.

განავითარეთ სხვებთან ერთად, დაამატეთ თანამშრომლები – შექმენით კითხვარები მეგობრებთან, მეზობლებთან, კლასელებთან ან კოლეგებთან ერთად. 

გამოკითხვები თქვენზე მორგებული სტილით, გამოიყენეთ თქვენი ფოტო ან ლოგო და Google ფორმა თავად შეარჩევს შესაბამის ფერებს, თქვენთვის უნიკალური ფორმის შესაქმნელად. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ წინასწარ გამზადებული თემა.

უფასო ვერსიები, კვლევების ან გამოკითხვების შექმნა მარტივია და სრულიად უფასო.

ჩვენ გირჩევთ: https://www.google.com/forms/about/

მონაწილეობითი ჰაბის დამგეგმავი და SMS სისტემა

(შეტყობინებების გაგზავნა მოქალაქეების სწრაფად ინფორმირების მიზნით)

მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, მიიღონ განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ თემებში. რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი ერთი ტექსტით, წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთდროულად გაუგზავნონ შეტყობინებები ასობით ადამიანს. ეს მოახდენს კომუნიკაციის სტანდარტიზაციას და შეამცირებს შეფერხებებს, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია მობილური ტელეფონებიდან. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს მოქალაქეების დაუყოვნებლივი ინფორმირება ქალაქთან დაკავშირებული გრაფიკის ცვლილებებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხების შესახებ. მუნიციპალიტეტებში არსებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, უზრუნველყონ მათი მოქალაქეების დროული ინფორმირება SMS ტექსტების დახმარებით.

დამგეგმავისა და SMS სისტემის უპირატესობები

ტექსტური შეტყობინება ეფექტური ალტერნატივაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავარღვიოთ საინფორმაციო ქაოსი;

მოქალაქეები ხდებიან VIP მომხმარებლები თქვენივე თემისთვის, ავტომატური შეტყობინებები ითვლება მომხმარებელთა მომსახურების ძირითად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად;

შეტყობინება მოქალაქეებთან ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი შესაძლებლობაა. აირჩიეთ სწორი ტონი და შექმენით დამაჯერებელი შინაარსი.

სწრაფად და ეფექტურად აცნობებთ მიღწეული პროგრესის შესახებ გადაწყვეტილებების ან საზოგადოებრივი მომსახურების განხორციელებაზე. გარდა ამისა, ინფორმაციის გამჭვირვალობა ამცირებს დაძაბულობასთან ან სხვა პრობლემებთან დაკავშირებულ სტრესს.

ავტომატიზირებული შეტყობინებები სასარგებლოა მოქალაქეების სწრაფი ინფორმირებისთვის პროცესის ყველა ეტაპზე.

სასარგებლოა შეხვედრებისა და მობილობის შეზღუდვისას. შეტყობინებაში შეიძლება მოცემული იყოს ინფორმაცია: ახალ რეგულაციებზე, დაგეგმილ საზოგადოებრივ კონსულტაციებზე, საგანგებო ინფორმაციაზე და ა.შ.

თვითმოქმედი შეტყობინებები, ჩამოაყალიბეთ თქვენი პირობები შეტყობინებების დაგზავნის შესახებ და შექმენით შაბლონები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მოარგოთ შინაარსი თქვენს თავზე.

დამოუკიდებლობა ინტერნეტისგან, რაც ხდის ტექსტურ შეტყობინებებს იდეალურ ინფორმაციულ არხად მყისიერი შეტყობინებებისთვის; რამდენადაც მომხმარებელი ფიჭური ქსელის გავრცელების ზონაშია, მას შეეძლება თქვენი შეტყობინების მიღება.

კონსულტაცია & თანამშრომლობა

ზუმი (ZOOM)

(ვიდეო და აუდიო კომუნიკაციის ინსტრუმენტი ყველასთვის)

ეს არის ინტუიციური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჩაატაროთ ონლაინ შეხვედრები, ვებინარები და ვიდეოკონფერენციები საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ZOOM-ით სარგებლობის უპირატესობები:

Zoom-ის შეხვედრებზე დასასწრებად მონაწილეს არ სჭირდება ანგარიშის შექმნა. მან მხოლოდ უნდა დააჭიროს მიღებული ვირტუალური ოთახის ბმულზე.

ეკრანის გაზიარების ფუნქცია – საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ეფექტური პრეზენტაციები.

ვებინარების / პრეზენტაციების / შეხვედრების ჩაწერის შესაძლებლობა.

უფასო ვერსია – ორ ადამიანს შეხვედრისთვის მინიჭებული აქვს შეუზღუდავი დრო. შეხვედრები 3-დან 100 კაცამდე ჯგუფებში შეიძლება ჩატარდეს მაქსიმუმ 40 წუთის განმავლობაში. მას ასევე აქვს დამატებითი ფუნქციები, მაგ. ფონის შეცვლის შესაძლებლობა.

სამი გაფართოებული ვერსია: Pro, Business და Enterprise. ისინი საშუალებას იძლევიან, ჩაატაროთ შეუზღუდავი შეხვედრები უფრო დიდ ჯგუფებში. მათ ასევე აქვთ დამატებითი ფუნქციები.

Zoom-ის მოხმარება თქვენი ნავიგატორიდან

Zoom-ი ძალზედ ინტუიციურია და აქვს მრავალი სასარგებლო ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ონლაინ შეხვედრები, ვებინარები, პრეზენტაციები და ვიდეო კონფერენციები. გამოსახულებისა და ხმის ხარისხი კარგია. რა თქმა უნდა, ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენ მიერ გამოყენებულ მოწყობილობაზე (ლეპტოპი, კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი) და ინტერნეტის ხარისხზე.

Zoom-ი ეხმარება ბიზნესებს, ორგანიზაციებსა და თემებს თავიანთი გუნდების გაერთიანებაში, რათა გააკეთონ უფრო მეტი მშვიდ გარემოში. ჩვენი მარტივი და საიმედო პლატფორმა ვიდეოს, ხმისა და შინაარსის გასაზიარებლად, და, ასევე, ჩათი მუშაობს მობილურ მოწყობილობებზე, კომპიუტერებზე, ტელეფონებსა და საოთახო სისტემებზე.

ჩვენ გირჩევთ:  https://zoom.us/

კონსულტაცია & თანამშრომლობა

მარტივი მონაწილეობითი ინსტრუმენტები

(იდეების წარმოქმნა, ინტერაქტიული კითხვა-პასუხი, ხმის მიცემა / პრიორიტეტების მინიჭება, გადაწყვეტილების მიღება)

LOPI ASK

LOPI არის ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოსახლეობასთან დიალოგზე და საზოგადოებრივ კონსულტაციებზე. LOPI ASK და LOPI TALK საშუალებით შეგროვებული ინფორმაცია ხელს უწყობს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსახლეობის ნდობის ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენ გირჩევთ: http://Lopi.io/