რა არის „მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება“?

“მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება” არის “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროცესების ანალიზი, შეფასება და მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას პარტიციპაციის სფეროში.

„სოლიდარობის ფონდმა PL საქართველოში“, „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს დაიწყო მუნიციპალიტეტების სერტიფიცირება.

მუნიციპალიტეტის  სერიფიცირებით” შესაძლებელია:

  • კვალიფიკაციის ამაღლება;
  • საერთაშორისო გამოცდილების მიღება და ახალი კონტაქტების დამყარება;
  • ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა “სამოქალაქო ბიუჯეტისა” და პარტიციპაციის მექანიზმების გამოყენებისთვის.

თუ ხართ დაინტერესებული:

  • თქვენი მუნიციპალიტეტის განვითარებითა და კეთილდღეობის დონის ამაღლებით;
  • ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობით;
  • თქვენი მიღწევების პოპულარიზაციით;
  • საერთაშორისო ცნობადობის გაზრდით;

მაშინ, მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება” სწორედ თქვენთვისაა!

როგორიამუნიციპალიტეტის სერტიფიცირების” მუშაობის პრინციპი?

1

თარიღები და ვადები

„სოლიდარობის ფონდი PL-ის“ ინიციატივით ყოველწლიურად, კალენდარული წლის პირველ მეოთხედში, ცხადდება მუნიციპალიტეტის სერტიფიცირებაზე განაცხადების მიღება.
2

რა მოეთხოვებათ პოტენციურ აპლიკანტებს?

მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც გააჩნიათ ინტერესი და აქვთ სურვილი მიიღონ ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” (PB) თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გარკვეული დონის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, უნდა შეავსონ ანკეტა.
3

როგორ შევიტანოთ განაცხადი?

განაცხადების მიღება უნდა განხორციელდეს ინტერნეტით, პლატფორმის participatoryhub.ge საშუალებით. განმცხადებლები უნდა დაუკავშირდნენ სოლიდარობის ფონდ PL-ის გუნდს განაცხადის პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი ტექნიკური საკითხის თაობაზე. სერტიფიცირებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მოხარულნი იქნებიან, გაგიაზიარონ საკუთარი გამოცდილება, თუ თქვენ ჯერაც ვერ გადაგიწყვეტიათ განაცხადის შემოტანა.
4

განაცხადების შეფასება

სოლიდარობის ფონდი PL-ის ექსპერტთა გუნდი პასუხისმგებელია აპლიკანტების მიერ შევსებული განცხადებების სრულყოფილებასა და შესაბამისობაზე. ექსპერტთა გუნდი განიხილავს განაცხადებს შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: მონაწილეობის მოტივაცია-რესურსი; მოსალოდნელი გავლენა ადგილობრივ საზოგადოებაზე; გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ დონეზე; "სამოქალაქო ბიუჯეტის" განვითარების და პარტიციპაციის მექანიზმების ჩართვა.
"სოლიდარობის ფონდი PL" იტოვებს უფლებას, მოსთხოვოს განმცხადებლებს დამატებითი ინფორმაციის უზრუნველყოფა განაცხადის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
გთხოვთ, დაუკავშირდეთ სოლიდარობის ფონდი PL-ის გუნდს, თუ თქვენი განაცხადის დეტალები ან გარემოებები შეიცვლება.
5

სერტიფიცირების შედეგები

განაცხადებს სერტიფიცირების შესახებ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კონსორციუმი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე. აპლიკანტმა უნდა წარადგინოს სრულად შევსებული განაცხადი;
სერტიფიცირების შედეგად მუნიციპალიტეტს გადაეცემა სერტიფიკატი რეკომენდაციებითა და პროგრესის შეფასება-ანალიზით.
6

სერტიფიკატების გადაცემა

"სოლიდარობის ფონდი PL-ის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, საზეიმო ვითარებში მუნიციპალიტეტს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესდით? გსურთ, გაიგოთ მეტი „მუნიციპალიტეტის სერტიფიცირების შესახებ?

ვიდეოს ჩვენება

დაუსვით ექსპერტს თქვენთვის სასურველი კითხვა და ის მოგცემთ ამომწურავ პასუხს!

“მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება” – რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ დაიწყოთ სასწავლო მოგზაურობამუნიციპალიტეტის სერიფიცირების” გარშემო?

რატომ "მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება"?

იმიტომ, რომ თქვენ, როგორც მუნიციპალიტეტს

  • გჭირდებათ სივრცე “სამოქალაქო ბიუჯეტისა” და მონაწილეობის  მექანიზმების დახვეწის, დანერგვა-განვითრებისთვის;
  • გაიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას;
  • აიმაღლებთ კომპეტენციასა და უნარებს პარტიციპაციის საკითხებში;
  • შეიძენთ მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს და იქნებით მუდმივ კომუნიკაციაში კოლეგებთან და ექსპერტებთან;
  • მიიღებთ სერტიფიკატს;
  • მუნიციპალიტი გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინოვაციური;
  • გაიჩენთ მეტ პერსპექტივას საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის;
  • გაააქტიურებთ თანამონაწილებით პროცესებს;
  • დაგეგმავთ შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს;
  • მიიღებთ მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა მიერ რეალობაზე მორგებულ, პრაქტიკულ რჩევებს;
  • გექნებათ შესაძლობლობა, განავითაროთ „სამოქალაქო ბიუჯეტი” და ჩართოთ მონაწილეობის მექანიზმები;
  • გაზრდით მუნიციპალიტეტის ცნობადობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • გექნებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.

როგორ დავიწყოთ სერტიფიცირება?

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ სერიფიცირება:

  • საჭიროა, გქონდეთ დანერგილი ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“ და მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი ეტაპი უნდა შეესაბამებოდეს “სამოქალაქო ბიუჯეტის” სტანდარტებს საქართველოში;
  • სერტიფიცირების მსურველი მუნიციპალიტეტი უნდა გაეცნოს C1 სააპლიკაციო ფორმას;
  • უნდა მიმართოთ განაცხადით სოლიდარობის ფონდ PL-ს საქართველოში;
  • უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა;
  • დაელოდოთ დასტურს პროცესის დაწყების შესახებ;
  • დასტურს მოჰყვება ელექტრონული წერილების სერია, სადაც მოცემული იქნება დეტალები: ანკეტის შევსების ინსტრუქციისა და
    შევსებისა და განაცხადის ჩაბარების  ბოლო ვადებზე.

სერტიფიცირების  შედეგები:

  • შედეგები გამოცხადდება წინასწარ განსაზღვრული თარიღის მიხედვით;
  • თითოეული განმცხადებელი ინფორმირებული იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

რომელია ის წარმატებული მუნიციპალიტეტები, რომლებიც უკვე ფლობენ სერტიფიკატებს?

2019 წელს, საქართველოში პირველად, სოლიდარობის ფონდ PL-ის ინიციატივით ჩატარდა მუნიციპალიტეტების სერტიფიცირება. სერტიფიკატები გადაეცა შემდეგ წარმატებულ  მუნიციპალიტეტებს: სიღნაღი, ოზურგეთი, გორი, წყალტუბო, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე.

თუ მუნიციპალიტეტმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირება და მიიღო სერტიფიკატი, შეუძლია თუ არა განმეორებით მიიღოს მონაწილეობა?

სერტიფიკატი გაიცემა 1 წლით, შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შეუძლია კვლავ მიიღოს მონაწილეობა.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტი, რომ მიიღოს სერტიფიკატი?

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ სტანდარტებს და პრინციპებს. [hyperlink participatoryhub.pl/resource center/PB standards in Georgia.pdf]

შეგვიძლია თუ არა შევთავაზოთ სხვა მუნიციპალიტეტს სერტიფიცირების პროცესში ჩართვა?

  • რა თქმა უნდა, დიახ. ნებისმიერ პირს შეუძლია სხვა მუნიციპალიტეტს შესთავაზოს, ჩაერთოს სერტიფიცირების პროცესში;
  • შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად მოწვეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა გაიაროს სერტიფიცირებისთვის დადგენილი პროცედურები.

რა საჭირო ხარჯებია აუცილებელი დაფინანსებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით?

  • “მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება” არის უფასო. შერჩეული მუნიციპალიტეტი განთავისუფლებულია პროცესთან დაკავშირებული ყველა ხარჯისგან;
  • საჭიროების შემთხვევაში (მგზავრობა, სასტუმრო, კვება და სხვა), ხარჯები იფარება “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს” მიერ.

გადაწყვეტილების მიღების რა კრიტერიუმები არსებობს?

“სამოქალაქო ბიუჯეტის” შესაბამისობა სტანდარტებთან;

პროცესში მონაწილეობის მიღება, პროექტების წარდგენა და ჩართულობის ხარისხი;

მონაწილეობითი მექანიზმების გამოყენების შეფასება;

მუნიციპალიტეტის მზაობა და სურვილი სამოქალაო ბიუჯეტის დანერგვა-განვითარებისთვის.

ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას?

საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია ინტერ-სააგენტოს კონსორციუმი, რომელიც შეიქმნა საქართველოში მიმდინარე “სამოქალაქო ბიუჯეტის” (PB) პროცესის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების მიზნით, “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს” ინიციატივით.

რა შესაძლებლობებს გვაძლევს წარმატებით დასრულებული სერტიფიცირება?

  • მუნიციპალიტი გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინოვაციური;
  • გაააქტიურებთ თანამონაწილებით პროცესებს;
  • გაიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას;
  • გექნებათ შესაძლობლობა, განავითაროთ “სამოქალაქო ბიუჯეტი” და ჩართოთ მონაწილეობის მექანიზმები;
  • გაიჩენთ მეტ პერსპექტივას საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის;

სერტიფიცირების დამატებითი ღირებულებაა: აქტიური მოქალაქეები – ძლიერი მუნიციპალიტეტი.

გსურთ ისწავლოთ და გაიგოთ კიდევ უფრო მეტი?

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

  • დაუკავშირდით ექსპერტს ან “პარტიციპაციის აკადემიის”კურსდამთავრებულს;
  • მიიღეთ კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებზე;
  • გაიგეთ თუ როგორ ცვლის პარტიციპაცია (ჩართულობა) ადგილობრივ გარემოს საქართველოში.

განაცხადის ფორმა

გაეცანით სააპლიკაციო ფორმას და დარეგისტრირდით, რათა მიიღოთ შეტყობინება „მუნიციპალიტეტის სერტიფიცირებაზე“ განაცხადების მიღების დაწყებასთან დაკავშირებით.