მონაწილეობითი მექანიზმების (M&E) განვითარება

ეს განყოფილება მოიცავს მასალებს, რომლებიც დაგეხმარებათ მონაწილეობითი მექანიზმების შემუშავებაში, როგორიცაა, მაგალითად: (I) “სამოქალაქო ბიუჯეტი” (PB); (II) “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” (VSP); (III) “თანამონაწილეობითი დაგეგმარება” (PP), (IV) “ადგილობრივი ინიციატივა” (LI) და (V) “სხვა მონაწილეობითი ფორმები” (OPF) საქართველოში.

ეს ნაწილი უნდა მოიცავდეს:  მონაწილეობითი მექანიზმების განხორციელების  პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას, და ასევე სამოქალაქო ბიუჯეტის”, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”, “თანამონაწილეობითი დაგეგმარების” და “ადგილობრივი ინიციატივის” მონიტორინგსა და შეფასებას.

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგი მასალები:

  • მონიტორინგის მარეგულირებელი დოკუმენტაციების ნიმუშები დეტალური აღწერილობითა და კრიტერიუმებით;
  • მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი სამსახური, რომელიც კოორდინაციაში იქნება საზოგადოებასთან და მუდმივად წარადგენს ანგარიშებს, როგორც განხორციელებული, ისე განსახორციელებეი სამუშაოების შესახებ;
  • როგორ და რის საფუძველზე უნდა დააკვირდეს და შეაფასოს თითოეული დაინტერესებული მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ფორმის წარმოების პროცესს;
  • ასევე, განთავსებული იქნება მონიტორინგისა და შეფასებისთვის შემუშავებული შაბლონები, მარეგულირებელი დოკუმენტაციის ნიმუშები დეტალური აღწერილობითა და კრიტერიუმებით;
  • შესაძლებელია მონიტორინგის კრიტერიუმების შემუშავება და განთავსება,  ადამიანთა ჯგუფების განსაზღვრა, რომლებიც ითანამშრომლებენ მოსახლეობასთან და ვალდებულნი იქნებიან საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მერის ბრძანების შესახებ;
  • შეიძლება ადგილზე შეიქმნას დათვალიერების აქტის ფორმები და ანგარიშის ფორმები, რომელსაც პერიოდულად შეასრულებს მერიის ან საკრებულოს ოფისი;
  • მონიტორინგის ეტაპზე მერიის ან საკრებულოს წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის ინიციატორს;
  • ჩაბარებული ობიექტების მუშაობის შეფასება, შემდგომი ტექნიკური ექსპლუატაციისთვის მარეგულირებელი ინსტრუქციები  და ა.შ.

უყურეთ ვიდეოს, რათა მოკლედ გაეცნოთ მონაწილეობითი მექანიზმების განვითარების თავისებურებებს.

სამოქალაქო ბიუჯეტი

სამოქალაქო ბიუჯეტის სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის

სახელმძღვანელო – მიმოხილვა – რა არის “სამოქალაქო ბიუჯეტი”? რისთვის გვჭირდება? ციკლების აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ. პრაქტიკული დანართები.

ნიმუში: “სამოქალაქო ბიუჯეტის” განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გორის მუნიციპალიტეტში

“სამოქალაქო ბიუჯეტის” განვითარების სამოქმედო გეგმა შედგენილია გორის მუნიციპალიტეტში კონკრეტული წლისთვის, რომელშიც გაწერილი გეგმის შესაბამისად ვრცელდება პროგრამის აქტივობები. ამ შემთხვევაში წარმოდგენილია 2020 წლის სამოქმედო გეგმა. ვინაიდან გეგმა მტკიცდება მერის ბრძანების საფუძველზე, მას აქვს ერთწლიანი ვადა და ამის საფუძველზე ეწოდებაერთწლიანი განვითარების გეგმა”. ხოლო თუკი საკრებულო დაამტკიცებს, მაშინ შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმეწლიანი სამოქედო გეგმა, მსგავსად  ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა. მრავალწლიანი გეგმის შემთხვევაში რეკომენდებულია სამოქმედო გეგმა აისახოს პრიორიტეტულ დოკუმენტში.

ნიმუში: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამა (2019-2022)

მოქალაქეთა ჩართულობის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს ღონისძიებათა დეტალიზაციას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში მოქალაქეების ჩართულობის საკითხებს და მათ მიმართულებებს.

სხვა მონაწილეობითი ფორმები

შეფასების დოკუმენტები: მოსახლეობის ჩართულობის გაზომვა ინდექსირების სისტემის საშუალებით

ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების შეფასების შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად, წინამდებარე ნაშრომიდან წარმოვადგენთ იმ ამონარიდებს, რომლებშიც გამახვილებულია ყურადღება, ინდექსაციის მეთოდებით, თანამმართველობის და თანამონაწილეობის სფეროებში საზოგადოების ჩართულობის ხარისხობრივი შეფასების შესახებ.

თუ გაქვთ რაიმე იდეა, თუ როგორ გავხადოთ რესურს ცენტრი უკეთესი, გთხოვთ, მოგვწეროთ:

თქვენი იდეა შეფასებული იქნება Participatoryhub პლატფორმის გუნდის მიერ.


    File