“ადგილობრივი ინიციატივა” არის თანამშრომლობის ფორმა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რომელიც საშუალებას იძლევა, შესრულდეს საზოგადოებრივი „დაკვეთა“ თემის საკეთილდღეოდ.
“ადგილობრივი ინიციატივის” დროს შეთავაზება მოდის უშუალოდ მოქალაქეებიდან, დასახლებებიდან, სამეზობლოდან და ამხანაგობებიდან, თუ რა საკითხი (პრობლემა) უნდა იქნას მოგვარებული და მოსახლეობა თავადაც მონაწილეობს ამ პრობლემის მოგვარებაში. მისი წვლილი გამოიხატება როგორც ფიზიკური შრომით, ასევე ფულადი სახსრებით ან მასალებით.