მუნიციპალიტეტის სერტიფიცირების” ზეგავლენა

ვისზე / რაზე ახდენს გავლენას?

 როგორ ახდენს გავლენას?

მოქალაქეს:

  • ეხმარება გახდეს უფრო აქტიური და აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ეხმარება აიმაღლოს კვალიფიკაცია, შეიძინოს ახალი უნარ-ჩვევები და გამოიყენოს ისინი საკუთარ თემში მუშაობისას;
  • ეხმარება განავითაროს ჩართულობის მექნიზმები საკუთარ თემში; ეფექტურად წარმართოს  კომუნიკაცია საკუთარი საჭიროებების გამოსავლენად და გამოწვევების დასაძლევად.

მოქალაქეს ეხმარება მეტად გათვითცნობიერდეს იმ უფლება-მოვალეობებში, რაც მას გააჩნია საკუთარი მუნიციპალიტეტის წინაშე და აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა როგორც დაგეგმარების, ასევე განხორციელების ეტაპზე.

მოქალაქე:

  • სასწავლო ტრენინგ-სემინარების, მოწვეული ექსპერტების, პრაქტიკოსების, კვალიფიციური ტრენერების დახმარებით, აკადემიაში  იღებს შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პარტიციპაციის სფეროში;
  • პარტიციპაციის პროცესის პრაქტიკული სამუშაოს განხორციელებით, ახდენს პარტიციპაციის პროცესის სწორად დაგეგმვისა და  შესრულების საშუალებას.

მუნიციპალიტეტს:

  • უმაღლებს იმიჯსა და ავტორიტეტს;
  • აძლევს თვითმართველობის საქმიანობის წარმოჩენისა და ღია, ანგარიშვალდებული მმართველობის განხორციელების შესაძლებლობას;
  • აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაეცნოს მოქალაქეთა და თემის საჭიროებებს;
  • თანამონაწილეობით გაუმკლავდეს გამოწვევებს;
  • შეიძინოს მხარდამჭერები და მოსახლეობის კეთილგანწყობა;
  • აძლევს შესაძლებლობას, გახდეს სერტიფიცირებული და დანერგოს  ჩართულობის მექანიზმები თავის  ტერიტორიაზე;
  • აძლევს შესაძლებლობას, “სამოქალაქო ბიუჯეტის” საშუალებით, მოქალაქეების ჩართულობით მოაგვაროს ადგილობრივი გამოწვევები;
  • აძლევს საერთაშორისო გამოცდილებას;
  • აძლევს შესაძლებლობას, ჰყავდეს პარტიციპაციის საკითხებში  კომპეტენტური თანამშრომლები;
  • აზიარებს ევროპული “ლიდერ” მიდგომის არსს, რაც ქვემოდან ზემოთ დაგეგმარებულ მმართველობას გულისხმობს;
  • უმაღლებს ნდობას მოსახლეობის წინაშე.

შედაგად იღებს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც უფრო მეტად აფასებს მათ შრომას და აჩენს ნდობას ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის.

მუნიციპალიტეტი:

  • იძენს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • გადის სერტიფიცირებას;
  • აკადემიის გამოცდილი ექსპერტებისგან იღებს დახმარებას  პარტიციპაციის მექანიზმების განვითარებისა და დანერგვის საკითხებში;
  • იღებს კონსულტაციებს აკადემიის ექსპერტებისგან.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს:

  • აძლევს შესაძლებლობას აუმაღლონ თანამშრომლებს კვალიფიკაცია პარტიციპაციის საკითხებში;
  • გახდნენ კომპეტენტურები პარტიციპაციის საკითხებში და მომავალში ამ კუთხით მიიღონ მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში;
  • დაამყარონ თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან;
  • გაეცნონ და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება პარტიციპაციის მექანიზმების დანერგვის საკითხებში;
  • თავად იყვნენ ჩართულნი ან ხელი შუწყონ მოქალაქეებს აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ლობირება გაუწიონ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს და იყვნენ ჩართულნი არა მხოლოდ მონიტორინგისა და შეფასების ეტაპზე, არამედ პროცესის დასაწყისშივე ეძლევათ აქტიურობის შესაძლებლობა;

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

  • სასწავლო ტრენინგ-სემინარების, მოწვეული ექსპერტების, პრაქტიკოსების, კვალიფიციური ტრენერების დახმარებით, აკადემიაში  იღებს შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პარტიციაპციის სფეროში;
  • იძენს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

“მუნიციპალიტეტის სერიფიცირება” რიცხვებში

განცხადებების საერთო რაოდენობა: 9 მუნიციპალიტეტი (გორი, სიღნაღი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ახალციხე).
სერტიფიცირებული მუნიციპალიტეტების რაოდენობა: 8 მუნიციპალიტეტი (გორი, სიღნაღი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე).
პროექტების  რაოდენობა,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ საპროექტო ინიციატივა – 479; განხორციელებული საპროექტო ინიციატივა – 133   წლის ბოლოს განსახორციელებლად შერჩეული პროექტების რაოდენობა – 105.