ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

ზაზა გოჩელაშვილი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:

1. მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის შეფასება ტყიბულის, ოზურგეთის, ზუგდიდის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში;

2. მულტისექტორული მონაწილეობის საბჭოს ჩამოყალიბება;

3. მოქალაქეთა მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკების ტყიბულის რეალობასთან შეჯერების საფუძველზე, სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადება ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის;

4. მოქალაქეთა ჩართულობის ადვოკატირება მუნიციპალიტეტთან, პრაქტიკული მხარდაჭერის შეთავაზება – ვებგვერდის გამართვა, იურიდიული, ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები და დოკუმენტები.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

პირველ ეტაპზე განხორციელდება მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის შეფასება ტყიბულის, ოზურგეთის, ზუგდიდის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში (მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმები Solidarity Fund PL საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა). ტყიბულის მუნიციპალიტეტში მულტისექტორული მიდგომის საფუძველზე (სამოქალაქო, მედია, საჯარო, ბიზნეს სექტორები) ჩამოყალიბდება მონაწილეობის საბჭო, რომელიც გაუძღვება ჩართულობის მექანიზმების დანერგვას ტყიბულის მუნიციპალიტეტში. საბჭოში მოწვეულნი იქნებიან მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული პირები. მონაწილეობის საბჭო პირველ ეტაპზე განხორციელებული კვლევის შედეგად მომზადებული რეკომენდაციების ტყიბულის რეალობასთან შეჯერების საფუძველზე, ჩამოაყალიბებს სარეკომენდაციო დოკუმენტებს, რომლებსაც ექნება პრაქტიკული სახე – კონკრეტული დოკუმენტები, ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმებთან დაკავშირებით. მედიის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების ჩართულობით, განხორციელდება ადვოკატირების კამპანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების დანერგვისთვის. გამოყენებული იქნება სხვადასხვა საერთაშორისო (მათ შორის Solidarity Fund PL საქართველო, PIN) და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

პროექტის განხორციელებისას გამოყენებული იქნება აკადემიის ოთხივე თეორიული სესიისა და პრაქტიკის დროს მიღებული ცოდნა და ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები: პირველი, მეორე სესიებისა და პრაქტიკის დროს მიღებული ცოდნა. გამოყენებული იქნება მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის შესწავლისა და სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადებისას (პირველი და მესამე ამოცანები). მესამე სესიის დროს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოყენებული იქნება მონაწილეობის საბჭოს ფასილიტაციისა და ადვოკატირების კამპანიის წარმართვისას (მეორე და მეოთხე ამოცანები). მეოთხე სესიის დროს მიღებული ცოდნა გამოყენებული იქნება პროექტის მართვისას, ასევე ადვოკატორების კამპანიის წარმართვისას (მეოთხე ამოცანა).

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

პროექტის განხორციელების კოორდინაციას მოახდენს მულტისექტორული მიდგომის საფუძველზე ჩამოყალიბებული მონაწილეობის საბჭო. საბჭოში მოწვეულნი იქნებიან ახლად არჩეული საჯარო (საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები), ბიზნეს, სამოქალაქო (მათ შორის მედია) სექტორების წარმომადგენლები. საბჭო პარიტეტული იქნება, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით ჩაერთვებიან – სულ 12 წევრი. საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს, როგორც სექტორთაშორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების წარმატებულ დანერგვას. პროექტის უპირატესობაა განხორციელებისთვის კარგად შერჩეული დრო – ახლად არჩეულ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე მაღალი მოტივაცია აქვთ ამომრჩევლის მოთხოვნებს უპასუხონ. კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის კი კარგი შესაძლებლობაა, თვითმმართველობის განხორციელებისთვის მხარდაჭერა შესთავაზონ საჯარო სექტორს და ამით სამომავლო მდგრად თანამშრომლობას ჩაუყარონ საფუძველი.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი მონაწილეობის საბჭოს სამუშაო შეხვედრებისთვის ფართს ანაზღაურების გარეშე დაუთმობს. ორგანიზაციის ტექნიკა (კომპიუტერები, პროექტორი, სხვა ტექნიკური საშუალებები) ანაზღაურების გარეშე იქნება გამოყენებული პროექტის მიმდინარეობისას. ორგანიზაციის გვერდი და ჯგუფი სოციალურ ქსელში გამოყენებული იქნება პროექტის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. ინდივიდუალურად, პროექტის განხორციელებისას ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

ბიზნესი დიდი საჯარო შეხვედრებისთვის უსასყიდლოდ დაუთმობს ფართს პროექტის გუნდს. ასევე, საჯარო სექტორის არაფინანსური მხარდაჭერა გამოყენებული იქნება სასოფლო დასახლებებში საჯარო და სამუშაო შეხვედრებისას ადმინისტრაციული შენობების გამოყენების, მონაწილეთა მობილიზებისა და დოკუმენტების იურიდიული ექსპერტიზისთვის. საჯარო სექტორის მხარდაჭერა გამოყენებული იქნება პროექტის პოპულარიზაციისა მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გვერდებზე ინფორმაციის განთავსებისთვის.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

პროექტის განხორციელების ეტაპზე ჩართულები იქნებიან:

– საჯარო სექტორი: საკრებულოს თანამდებობის პირები (თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე); მერიიდან მერის პირველი მოადგილე, საფინანსო და ეკონომიკური სამსახურების უფროსები;

– ბიზნეს სექტორიდან: კომპანია საქნახშირის, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები. მედიაორგანიზაცია შ.პ.ს. „ოკრიბანიუსის“ წარმომადგენელი;

– სამოქალაქო სექტორი: ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის, წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის წარმომადგენლები საბჭოში მოწვეულნი იქნებიან სოციალურ ქსელში გვერდების „ტყიბული“, „ტყიბულელი“ ადმინისტრატორები – აქტიური ახალგაზრდები. ასევე, იურიდიული, ტექნიკური ექსპერტიზისთვის ჩართულობის საბჭოს სამართლებრივი დახმარებისთვის, საჭიროების მიხედვით, მოწვეულნი იქნებიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროფილის თანამშრომლები.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

ბენეფიციარები: ტყიბულის მოქალაქეები, 190 00 ადამიანი – ჩაერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განახორციელონ თვითმმართველობა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები – მათივე ჩართულობით მომზადებული, საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობილი, მზა პროდუქტს – მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებს. მუნიციპალიტეტი მხარდაჭერილი იქნება მონაწილეობის ფორმების ადაპტაცია-განხორციელებაში. კერძო სექტორის წარმომადგენლები. გამჭვირვალე, საჯაროობისა და კანონიერების საფუძველზე, საყოველთაო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, პროექტის განხორციელების პროცესში სექტორთაშორისი თანამშრომლობითი პროცესი – მდგრადი ურთიერთთანამშრომლობის მყარი საფუძველი.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტის განხორციელების პერიოდი იქნება 2022 წლის მაისი – სექტემბერი. ვადები პროექტის განხორციელებას უპირატესობას ანიჭებს რამდენიმე კუთხით:

1. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები ახლად არჩეულნი (საკრებულო) ან დანიშნულნი (მერია) არიან;

2. ძირითადად ემთხვევა საბიუჯეტო პროცესს (ოფიციალურად მარტი-დეკემბერია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ დროს ხდება ძირითადი პარამეტრების ჩამოყალიბება);

3. საჯარო შეხვედრებისთვის კარგი პერიოდია. შესაძლებელია ღია, მასშტაბური შეხვედრების ჩატარება.

პროექტის ბიუჯეტი იხილეთ აქ.
პროექტის პრეზენტაცია.
შეაფასე პროექტი

Leave a Reply