ავტორის /ავტორთა სახელი/ები: 

მაია პაიჭაძე

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

გურიის რეგიონი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაბა.

ამოცანები:

დაბაში სკვერის მოწყობის განსახორციელებელი პროექტის საფუძველზე, ჩემი ამოცანაა, მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, მათში უნარ-ჩვევების სრულყოფა პარტიციპაციის მექანიზმების განხორციელების პროცესის სრულყოფისთვის. გამარჯვებული პროექტის შემთხვევაში, სკვერის ფუნქციური დატვირთვა. კერძოდ: ლოკალური ინტერნეტიზაცია, ტრეინინგები, სკვერის ქვიშის ნაწილის სივრცეში საბავშვო ატრაქციონი, სკვერის გახსნის ღონისძიების ორგანიზება. მსურს, პროექტი გახდეს სამოქალაქო ბიუჯეტის ნაწილში მოქალაქეთა იდეების გენერირების მოტივაცია.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?)

იდეა განაპირობა მოცემულ უბანში არსებულმა მრავალწლიანმა პრობლემამ. კერძოდ: ავარიული შენობა ფაქტობრივად არარსებული ინფრასტრუქტურით, ანტისანიტარიით და უსაფრთხოების გარანტიის არქონით. საჭიროებს დემონტაჟს. უბნის მცხოვრებთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოგვმართა თხოვნით არსებულ სივრცეში სკვერის მოწყობის თაობაზე. შევხვდით დაინტერესებულ მხარეებს. მათ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე აეხსნა შეხვედრის მიზანი, თითოეულს მიეცა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება, რის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტად გასართობი, დასასვენებელი სკვერის მოწყობა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. დაისახა გეგმა სამომავლოდ პროექტის განხორციელების მიზნით. ქვეყანაში კოვიდპანდემია გვაყენებს გამოწვევების წინაშე და მოქალაეებისგან ინფორმირება რეგულაციების დაცვით ხორციელდება. უბანში არის სივრცე, რომელიც სასიამოვნო თავშეყრის ადგილად იქცევა და პერსპექტივაში მრავალფუნქციურობას შეიძენს.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

პროექტის აქტივობების განხორციელებისას გამოვიყენე სესიების დროს მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. ასევე პარტიციპაციის კაფეებში მონაწილეობისას განხილული მასალები. გამოვიყენებ მონაწილეობის აკადემიის უფროსკურსელთა გამოცდილებას. სესიები მიმდინარეობდა საინტერესოდ. მოვისმინეთ თანამონაწილეობითი დაგეგმარება. სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის დანერგვის წესი მუნიციპალიტეტებში, დიალოგის წარმართვის პრინციპები, სხვისი მოსმენის პრინციპი, ფასილიტატორის მუშაობის მეთოდები და ინსტრუმენტები, როგორ მოვამზადოთ საპროექტო განაცხადი, პროექტების წერა და ფონდების მოძიება, პრობლემური ინდიკატორები. ვისწავლე, როგორი კონკრეტული უნდა გავხადო ჩემი პროექტის მიზანი, როგორ შევადგინო დიაგნოზის გეგმა, მოქალაქეთა ჩართულობის პროცესის ანალიზი და შედეგების შეფასება, განხორციელებული პროექტის ჩაბარება, ექსპლოატაციაში მიღება და მოსახლეობის გააქტიურება… ყველა სესია გავამყარეთ პრაქტიკული სავარჯიშოებითა და საშინაო დავალებებით.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები (მერი, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და გუბერნიის წარმომადგენლები), ასევე არასამთავრობო სექტორი. აქტიური მოქალაქეები. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი გუნდი ხელს შევუწყობთ აქტივობებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანაბარ მონაწილეობას, რათა მიღწეული იქნეს მიზნები და ამოცანები და უფრო მდგრადი იყოს შედეგი.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ვინაიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელების წესი უკვე დაინიცირდა ჩემ მიერ და დაამტკიცეს დეპუტატებმა, პროცესი წარიმართება გეგმის მიხედვით. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება სამოქალაქო ბიუჯეტისთვის განსაზღვრული თანხობრივი მაჩვენებელი, რაც პროექტის განხორციელების ფინანსური გარანტია სამოქალაქო ბიუჯეტის ნაწილში.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სამოქალაქო ბიუჯეტის ნაწილში განსახორციელებელი პროექტი დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ. იმ თანხიდან, რომელსაც დავამტკიცებთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო. ყველა ის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასეთი კომფორტული სივრცის მოწყობა დიდ სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე თაობათაშორის ურთიერთობის გამყარებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტის გამარჯვება, ვინაიდან ეს თანხა უპირველესად მოტივირებულს გახდის უბნის მცხოვრებთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი და მივიღებთ მეტ იდეას განხორციელებისთვის, გაზრდილ კონკურენციას და სანიმუშოდ გაკეთებულ საქმეს.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტი განხორციელდება 2022 წელს არსებული სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით.

ბიუჯეტი:

სახარჯთაღრიცხვო ღირებულება: 74 551, 21 ლარი; ( ადგილობრივი ბიუჯეტი); გამარჯვების შემთხვევაში მიღებული დაფინანსება 2 000 დოლარი დაიხარჯება შემდეგი სახით: სკვერის ლოკალური ინტერნეტიზაცია, სკვერის ქვიშიანი საფარის ნაწილში საბავშვო ატრაქციონის მოწყობა. სკვერის გაზონის ღონისძიების ხარჯები. დეტალურად იხილეთ აქ.

Leave a Reply