ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

არამ აკოპიანი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

მარნეულის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:

მარნეულის მუნიციპალიტეტის წითელსოფლის სტადიონის ტერიტორიაზი სპორტული ინვენტარების მოწყობა და იმავე სტადიონის ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა. სპორტული ინვენტარის არარსებობის გამო ჩვენი სოფლის ახალგაზრდები, რომლებიც დაკავებულები არიან სხვადასხვა სპორტის სახეობით, სათანადოდ არ ვარჯიშობენ როგორც გოგონები, ასევე ბიჭები, და სტადიონის მიმდიბარე საპირფარეშოს არ არსებობის გამო, ჩვენი სპორტსმენები (ბიჭები, გოგონები) ბუჩქებში დადიან, რომელიც არაჰიგინურია და მოწვეული სტუმრებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

ჩვენი პროექტის მიზანია ახალგაზრდებში და ჩვენს მოსახლეობაში ჯანსაღი და ჰიგიენური ცხოვრების ამაღლება. თქვენი ორგანიზაციისგან მოპოვებული გრანტის ფარგლებში მოვაწყობთ საპირფარეშოს ჩვენი სტადიონის ტერიტორიაზე, რომელიც იქნება როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის (ცალ-ცალკე); და ასევე მოვაწყობთ იმავე სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა რკინის კონსტრუქციით სპორტულ ინვენტარს, რაც დაეხმარება ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მოსახლეობას, სხვადასხვა ასაკის ხალხს, დაკავდნენ სპორტით და აიმაღლონ ჯანსაღი ცხოვრების წესი; და რაც მთავარია, ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ ფიზიკურ, სათანადო ვაჯიშებს, რომელიც მათ განსაკუთრებულად ესაჭიროებათ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ უფრო მეტ ახალგაზრდას ექნება სურვილი, ჩაერთოს სპორტული ცხოვრებით სუფთა და ჰიგიენურ გარემოში.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

„მონიწილეობის აკადემიის“ მეთოდით განვახორციელებთ პროექტის ყველა აქტივობას, რომლებშიც თვითონ მოსახელეობა იქნება ჩართული – ამ აქტივობების განხორციელებაში. დიაგნოზირების პრინციპით მოსახლეობასთან ჩავატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა ასაკის ხალხთან და გენდერულ ჯგუფებთან. ამ პროექტის შესახებ დეტალურად ვაცნობებთ და მათივე ჩართულობით განვახორციელებთ ამ ყველა აქტივობას.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

პროექტის განხორციელებისთვის ჩართული იქნებიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სპორტსკოლა. მარნეულის მუნიციპალიტეტში შეტანილი განცხადებით, სადაც იმავე ტერიტორიაზე მინი სტადიონის მოწყობა იგეგმება, სპორტსკოლის ჩართულობით ამ ტერიტორიაზე არაერთი სპორტული ღონისძიება ჩატარდება, რომელიც უფრო გაააქტიურებს მოსახლეობას და ახალგაზრდებს.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ჩემი ინდივიდუალური ჩართულობა იქნება არაფინანსური, სადაც დავეხმარები ფიზიკურად ამ პროექტის აქტივობების განხორციელებაში, მოწყობაში და პროექტის ხელმძღვანელობაში.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

მარნეულის მუნიციპალიტეტის დახმარება ჩვენს პროექტს ექნება იმავე ტერიტორიაზე მინი სტადიონის მოწყობის სახით, რომელიც უფრო მასშტაბურ შედეგებს მოიტანს ამ პროექტისთვის, და სპორტსკოლის ჩართულობით უფრო მეტი სპორტული ღონისძიების გაკეთებას შევძლებთ ჩვენს თემსა და სოფელში.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

ახალგაზრდები, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელოსნები, რომლებიც მოაწყობენ როგორც სპორტულ კონსტრუქციებს რკინის მილებისგან, და საპირფარეშოს მოწყობისთვის, მარნეულის სპორტსკოლა დაეხმარება ამ ინვენტარის სტანდარტების მოწყობისთვის.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

ეს პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სამაგალითო იქნება, რადგან სხვა სოფლებშიც მსგავსი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების შემდგომში განხორციელებისთვის და, რაც მთავარია, ხალხის ჩართულობით იქნება ეს ყველაფერი. ჩვენი ამ პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ახალგაზრდა მოსახლეობა და სხვა ეთნიკური წარმომადგენლები, რომლებიც ამ ჩვენი სოფლის სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტის ხანგრძლივობა იქნება 4-5 თვე, სადაც დაფინასების მერე პირველი თვე გვექნება მასალების შესყიდვის პროცესი, ხოლო მეორე თვე იქნება სპორტული ინვენტარის მოწყობა, მესამე თვე – საპირფარეშოს ორმოს გათხრა და საპირფარეშოს მოწყობა, მეოთხე თვეს სპორტული ინვენტარების დაყენება და პროექტის გახსნა.

ბიუჯეტი:

პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 4 434 ლარს, სადაც გათვალისწინებულია ყველა ხარჯი როგორც საპირფარეშოს მოწყობის, ასევე სპორტული ინვენტარის მოწყობისთვის. დეტალურად იხილეთ აქ.