მუნიციპალიტეტი და ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – ლელა საჯაია, ირაკლი ჯაველიძე, ცოტნე ცინცაძე.

პროექტის ადგილმდებარეობა: ქ. ოზურგეთი – ლერმონტოვისა და ლალიონის ქუჩების კვეთა.

ამოცანები: მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა; ახალგაზრდების, მოზარდების, დედათა და ბავშვთა დასვენებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა; ზრუნვა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებისთვის თემში; მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება საკუთარი გარემოს, თემის, სამეზობლოს კეთილმოწყობაზე; მოზარდთა და ბავშვთა ჩართვა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის განხორციელებულ აქტივობებში.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: პროექტით გათვალისწინებული სივრცე მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისა და ვ. ბლაგიძის სახელობის სპორტული დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია ესაზღვრება მჭიდროდ დასახლებულ კოსტავას, ლალიონის, საფო მგელაძის, ლერმონტოვისა და ბათუმის ქუჩებს, სადაც, ჩვეულებრივ, დროის განმავლობაში იკრიბება სხვადასხვა ასაკის ბავშვი და მოზარდი. მოედნის გასწვრივ გაშენებულია მრავალწლოვანი კაკლების ხეივანი, რომელიც თავისთავად ქმნის დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო სივრცეს ცხელი და დამღლელი დღის შემდეგ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასურველია მოეწყოს ფანჩატური, რომელშიც განთავსდება მაგიდა და 2 გრძელი სკამი ერთმანეთის პირისპირ. ტერიტორია ესაზღვრება მეოთხე საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეები, განსაკუთრებით, აბიტურიენტები ხშირად იკრიბებიან და ერთობლივად მეცადინეობენ.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა / კონცეფცია „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით მონაწილეობის აკადემიის სესიები და თემები): პროექტზე მუშაობისას განვსაზღვრეთ მონაწილეობის დონეები , პროცესი , აქტივობები, მეთოდები. მიმოვიხილეთ არსებული მდგომარეობა . გავცვალეთ იდეები. ვიფიქრეთ ბათუმის ქუჩის დამისამართებაზე, სადაც 200 ოჯახია და არც ერთ სახლზე არ არის მისამართის აღმნიშვნელი აბრა. განვიხილეთ დასასვენებელი სივრცის მოწყობა მდინარე ნატანების სანაპიროზე. წრეზე აზრის გამოთქმის, გონებრივი იერიშის მეთოდებით გავაანალიზეთ, პროექტი. მაგრამ პრიორიტეტების დადგენით შევჯერდით პროექტზე „სოლიდარობის სივრცე“ ოზურგეთში. პროექტით მოეწყობა ფანჩატური თავისი მაგიდით და სკამებით, განათებით, განთავსდება სანაგვე ურნა. ავტორთა ფინანსებით დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. არსებული სივრცე საშუალებას მოგვცემს აკადემიაში მიღებული ცოდნა მოვახმაროთ ბავშვთა და მოზარდთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას, სუფთა და ჯანსაღი გარემოს მიმართ ინტერესის გაღვივებას. პროექტის სახელის ინსპირაცია გახდა „სოლიდარობის ფონდი საქართველო“.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: პროექტის განხორციელებაში ჩართულია მოსახლეობა. გამოკითხვაში მონაწილეობით მათ დაადასტურეს მზაობა იზრუნონ საკუთარ გარემოში ცვლილებებზე. ლელა საჯაია, როგორც საკრებულოს წევრი და ამ უბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ნანა თავდუმაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი და პროექტის მენტორი, ცოტნე ცინცაძე, როგორც ა/ო „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი ,,სიპისი“- ს წარმომადგენელი, ირაკლი ჯაველიძე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, კოორდინაციას გავუწევთ მოსახლეობის ინიციატივებს, პროექტის მიმდინარეობას გეგმით გათვალისწინებულ ვადებში.

რა იქნება თქვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ფინანსური – ავტორთა ჯგუფი უზრუნველყოფს ფანჩატურის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას დეკორატიული მცენარეებით – 500 ლარის ოდენობით. არაფინანსური –  ავტორთა ჯგუფი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების უწყვეტ მონიტორინგს. კოორდინაციას გავუწევთ მოსახლეობის ინიციატივებს, პროექტის მიმდინარეობას გეგმით გათვალისწინებულ ვადებში.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულოს / მერიის / ბიზნესის / სხვა: საკრებულო უზრუნველყოფს შექმნილი სივრცე აქციოს მაგალითად, რომლითაც გაააქტიურებს მოსახლეობის მონაწილეობას თვითმმართველობის საკითხებში. ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებას ახალგაზრდულ პროექტებთან და სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკითხებზე. მერია უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე სანაგვე ურნის განთავსებას და აღნიშნული ლოკაციის ჩართვას დასუფთავების სისტემაში. ასევე საკუთარი ფინანსური ხარჯით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას და შესაბამისი ხარჯების დაფარვას.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: პროექტის სამუშაო ჯგუფი;  მუნიციპალიტეტის მერია; მუნიციპალიტეტის საკრებულო; მოხალისეები მოსახლეობიდან; „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს“ წარმომადგენლები.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის/ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: მოსახლეობა – მოზარდები და ბავშვები ბათუმის, კოსტავას, ლალიონის, მგელაძის და ლერმონტოვის ქუჩებიდან, ახალგაზრდები გვერდით მდებარე სპორტდარბაზიდან და მეოთხე სკოლის მოსწავლეები მივიღებთ სივრცეს, სადაც მოსახლეობა როგორც პროექტის მხარდამჭერები, განმახორციელებლები, მონაწილეები, უზრუნველყოფენ შეინარჩუნონ სუფთა გარემო, იზრუნონ გამწვანებაზე. ფანჩატურზე განთავსდება წარწერა „სოლიდარობის სივრცე“, რაც ადგილობრივებს მუდმივად შეახსენებს, რომ პროექტი დაფინანსებულია ,„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს“ მიერ. ამ სივრცეში შესაძლებელი გახდება მოსახლეობის მცირე სამეზობლო ჯგუფებთან განხორციელდეს შეხვედრები. სწორედ სამეზობლო შეკრებებიდან იწყება ზრუნვა თემში ახალ შესაძლებლობებსა და ახალ ინიციატივებზე.

მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით: პროექტის მომზადება – 28.06.2021-12.07.2021; პროექტის წარდგენა – 12.07.2021; პროექტის განხორციელება: 2021 წლის სექტემბერი.

აღწერეთ პროექტის ხარჯები: ფანჩატურის მოწყობა 6 452, 20 ლარი საჭირო ხის მასალის გადმოცემას განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია.