მუნიციპალიტეტი და ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა: ლანჩხუთი – ნინო ბარამიძე, ივანე ებრალიძე, ქეთევან წილოსანი.

პროექტის ადგილმდებარეობა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერი.

ამოცანები: პროექტის ამოცანაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლება როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ჯგუფის ამოცანაა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში განვათავსოთ “ლაითბოქსი” მე მიყვარს ლანჩხუთი. როგორც ცნობილია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განთავსებულია მსგავსი სახის “ლაითბოქსები”, რომელიც ტურისტებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ სასურველ და საყვარელ ადგილს, ასევე აღმნიშვნელია იმ ქალაქებისა, სადაც ის დგას.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: გვსურს, შევქმნათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში “ლაითბოქსი”, რომელიც იქნება ტურისტებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საყვარელი და სასურველი ადგილი. ჩვენმა ჯგუფმა მოაწყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მერთან, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან, სადაც მხარი დაეჭირა აღნიშნული იდეის განხორციელებას. საინფორმაციო შეხვედრებიდან გამომდინარე, მოვიძიეთ შემსრულებელი კომპანია, რომელიც განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა / კონცეფცია „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით მონაწილეობის აკადემიის სესიები და თემები): პროექტის წერისას გამოვიყენეთ „მონაწილეობის აკადემიაში“ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარ-ჩვევები, კერძოდ: აკადემიის პირველი სესიიდან – შეხვედრების ორგანიზების მოწყობა და ჩატარება, დიალოგის პრინციპები, კომუნიკაციის უნარები,მონაწილეების პროცესში ჩართვის უნარები, გონებრივი იერიშის ტექნიკა, წრეზე აზრის გამოთქმა და პრიორიტეტიზაცია, მუშაობა მცირე ჯგუფებში. მეორე სესიიდან გამოვიყენეთ მოდული – თემის შერჩევის მეთოდი. მესამე სესიიდან გამოვიყენეთ – პრიორიტეტის გამოყოფა, პრობლემის აღწერა, პროექტის მიზნები და ამოცანები, ბიუჯეტირება და პროექტის სიცოცხლისუნარიანობა.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: პროექტი „მე მიყვარს ლანჩხუთი“ უკვე მრავალსექტორულია, იქედან გამომდინარე, რომ პროექტის დაწერამდე მუნიციპალიტეტში გამოკითხული იქნა როგორც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება. აღნიშნულ პროექტს გავუწევთ პოპულარიზაციას მედიით, სოციალური ქსელებით, გაზეთებით, საინფორმაციო შეხვედრებით…

რა იქნება თქვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ჩვენი ჯგუფის არაფინანსური წვლილი იქნება „მე მიყვარს ლანჩხუთი“ “ლაითბოქსის” დადგმის პროცესში ფიზიკურად მონაწილეობა, “ლაითბოქსის” სადგამის მოსაწყობად საჭიროა ადამიანური რესურსები, რომელსაც გავწევთ ჩვენი ჯგუფი, მოხალისეებთან ერთად.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულოს / მერიის / ბიზნესის / სხვა: მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვცა თანხმობა და გამოგვიყო ადგილი “ლაითბოქსის” განსათავსებლად, ამავდროულად ლაითბოქსი საჭიროებს განათებას, რაც უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: პროექტში ჩართული იქნება ჯგუფის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება და მოხალისეები.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის/ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ქალაქის სტუმრები და ტურისტები. “ლაითბოქსი” იქნება სასურველი, მიმზიდველი და ერთ-ერთი საყვარელი ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სტუმრებისა და ტურისტებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება კიდევ ერთი ლამაზი ლოკაცია.

მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით: პროექტი განხორციელდება აგვისტო-სექტემბერში.