მუნიციპალიტეტი და ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა: თეა უჯმაჯურიძე, დარეჯან ბერძენიშვილი, გურამ ბერძენიშვილი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი დაფების (სულ 5 ლოკაცია) რეაბილიტაცია).

პროექტის ადგილმდებარეობა: საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრი (სოფელი ბერძნისწყარო, დაფა და ბანერი), მე-19 კილომეტრი (დაბა ჩოხატაური, თბილისი ქუჩა, დაფა), 22-ე კილომეტრი (კოსტავს ქუჩა, დაფა), 29-ე კილომეტრი (სოფელი ბუკნარი, დაფა).

ამოცანები: მიზანი – მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი დაფების რეაბილიტაცია. პროექტის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოსასვლელ-გასასვლელის იერსახის გაუმჯობესება; ბ) ვიზიტორებისთვის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; გ) უცხოელი ტურისტებისთვის QR-კოდის დატანა განახლებულ ბანერებზე შეძლებისდაგვარად, რაც გააადვილებს ტურისტებისთვის ჩოხატაურის ისტორიის გაცნობას ანდროიდ და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი დაფები და ერთი ბანერი. ამ დაფებიდან ორი გაკეთებულია 1990-იან წლებში (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის-ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრი, (სოფელი ბერძნისწყარო) და 29-ე კილომეტრი (სოფელი ბუკნარი), რომელთაც რებილიტაცია ჩაუტარდათ 2018 წელს. ხოლო დანარჩენი ორი გაკეთებულია 2012 წელს, რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სოფელ ბერძნისწყაროსთან არის აგრეთვე ერთი ბანერი, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. რის გაკეთებას ვაპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად? 1. არსებული, ამორტიზებული დაფებისა და საყრდენების გასუფთავება/ რეაბილიტირება; 2. საყრდენების შელესვა, ,,შებრიზგვა“; 3. დაფების შეღებვა სპეციალური ანტიკოროზიული საშუალებით; 4. დაფაზე არსებული გერბისა და წარწერების დამუშავება სპეციალური საღებავით ან გერბის არაკალით დაბეჭდვა; 5. განათების მოწყობა ეკონომიური ,,ლედი’’ სანათით.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა / კონცეფცია „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ პროცესში მიღებულ ცოდნას: პროექტის შექმნის პროცესში გამოყენებული იყო „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ მე-3 სესიის: ,,დაფინანსების მრავალმხრივი მექანიზმები: ვინ, სად და როგორ – ციფრული დემოკრატიის საშუალებებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით’’ –  მოდულის შესწავლის დროს მიღებული ცოდნა. გამოყენებული იქნა ასევე ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც თეორიული ცოდნის საფუძველზე დავალების სახით პროექტების დაწერის დროს მივიღეთ. ასევე, აკადემიაში მიღებული ცოდნა, თემსა და ადგილობრივი ხელისუფლებას შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესახებ გამოვიყენეთ პროექტის მომზადების დროს.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: საინიციატივო ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა განცხადებით – პროექტის განსახორციელებლად სათანადო მხარდაჭერისთვის, კერძოდ, პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხმობისა და თანადაფინანსების (1000 ლარამდე) მიღების მოთხოვნით. (ჩვენ მიერ წარმოებული ხარჯთაღიცხვით პროექტის თანხა საკმარისი არ არის იდეის სრულყოფილად შესრულებისთვის და მიზნის მისაღწევად). მერიიდან მიღებული პასუხიდან ჩანს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული პროექტის თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და გამოყოს დამატებით თანხა, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

რა იქნება თქვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: არაფინანსური. საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდა პროექტი, შედგება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. უზრუნველვყოფთ პროექტის შესრულებისთვის საჭირო მოხალისეების მოძიებას, მეთვალყურეობას გავუწევთ შესრულების პროცესს და ხარისხს. ასევე, თანხების მიზნობრივ ხარჯვას.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულოს / მერიის / ბიზნესის / სხვა: მუნიციპალიტეტის (ფინანსური) წვლილი იქნება 1000 ლარამდე თანადაფინასება.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: საინიციატივო ჯგუფი, მუნიციპალიტეტის მერია და უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელი მოხალისეები ლოკაციების მიხედვით.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის/ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის ვიზიტორები, ტურისტები. პროექტის შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს დარჩება გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი რეაბილიტირებული დაფები. ასევე უცხოელი ტურისტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული QR-კოდის მეშვეობით მუნიციპალიტეტის ისტორიის გაცნობა.

მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით: აგვისტო – შესაბამისი მასალების და მომსახურეობების შეძენა; 15 სექტემბრამდე – სამუშაოების განხორციელება; 15 სექტემბრიდან კი შესაძლებელი იქნება აღნიშნული აბრების პრეზენტაცია.

აღწერეთ პროექტის ხარჯები: 7500 ლარი. დაფების გასუფთავება (საჭირო მასალების შეძენა) – 500 ლარი; საყრდენების გასუფთავება, შელესვა, ,,შებრიზგვა“ (ცემენტის, ქვიშის შეძენა, სპეციალისტის ანაზღაურება) – 1000 ლარი; დაფების შეღებვა (საღებავისა და იარაღების შეძენა, სპეციალისტის ანაზღაურება) – 4000 ლარი; განათების მოწყობა (მასალების შეძენა, სპეციალისტის ანაზღაურება)- 300 ლარი; გერბის და წარწერების დამუშავება სპეციალური საღებავით (სპეციალისტების ანაზღაურება)- 1700 ლარი.

მიიღე გადაწყვეტილება