რა არის “ადგილობრივი ინიციატივა”?

ადგილობრივი ინიციატივა” არის თანამშრომლობის ფორმა, ადგილობრივ  ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რომელიც საშუალებას იძლევა, შესრულდეს საზოგადოებრივი „დაკვეთა“ თემის საკეთილდღეოდ.

“ადგილობრივი ინიციატივის” დროს შეთავაზება მოდის უშუალოდ მოქალაქეებიდან, დასახლებებიდან, სამეზობლოდან და ამხანაგობებიდან, თუ რა საკითხი (პრობლემა) უნდა იქნას მოგვარებული და მოსახლეობა თავადაც მონაწილეობს ამ პრობლემის მოგვარებაში. მისი წვლილი გამოიხატება როგორც ფიზიკური შრომით, ასევე ფულადი სახსრებით ან მასალებით.

ციტატა –  „თუ თქვენ, თქვენს მეზობლებს, ან მეგობრებს გაქვთ რაიმე იდეა კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი თემისთვის, შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ მერიაში, რათა ეს იდეა ერთობლივად მოიყვანოთ სისრულეში“ –  სახელმძღვანელო აქტიური მოქალაქეებისთვის. ვარშავა, 2016 წ.

”განადგურებული გაზონების ადგილას მოსახლეობამ დარგო ყვავილები, ბუჩქები და ხეები, რომლებიც სხვადასხვა სეზონზე ყვავის. შეიქმნა ორი ახალი გამწვანებული ადგილი; ადგილები, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ ახალ სკამებზე და დაისვენოთ. ერთობლივი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევცვალეთ არა მხოლოდ ჩვენი გარემო, არამედ ასევე ურთიერთობები თემის შიგნით”.

http://inicjatywa.um.warszawa.pl/na-glownej/2017

როგორია “ადგილობრივი ინიციატივის” მუშაობის პრინციპი?

1

იდეა

მზადდება პროცედურების ფორმატით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (სამსახურებთან, განყოფილებებთან) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. განიხილება კრიტერიუმები, განაცხადის შეტანის პროცესი, შეფასების პროცესი, აღრიცხვისა და ანგარიშგების მოთხოვნები და ა. შ.;
2

განაცხადის მომზადება

შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ამზადებენ საკუთარ წინადადებას სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებისთვის, მათი სფეროდან გამომდინარე. დოკუმენტების ფორმა ერთგვაროვანია ანუ განსაზღვრულია ფორმატი;
3

განაცხადის შეფასება

განაცხადის შეფასებას ახორციელებს საკრებულო. ის იხილავს და საბოლოოდ ამტკიცებს მას;
4

დეტალების დაზუსტება და ხელშეკრულების გაფორმება

იქმნება ორგანო, მაგალითად, მონიტორინგის კომისია, რომელსაც ევალება პროცედურების განხორციელების მონიტორინგი და ცვლილებების შემოთავაზება. ფორმდება ხელშეკრულება განაცხადის წარმდგენთან;
5

განხორციელება

ხორციელდება დაფინანსებული პროექტების შემდგომი მონიტორინგი;
6

შედეგების შეჯამება

ხორციელდება დასრულებული პროექტების შეფასება.

გსურთ გაიგოთ უფრო მეტი ,,ადგილობრივი ინიციატივის’’ შესახებ?

MUST KNOW – ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, იმისათვის რომ შეძლოთ “ადგილობრივი ინიციატივის” ამუშავება თქვენს თემში (10 კითხვა-პასუხი)

რატომ უნდა მივმართოთ ,,ადგილობრივ ინიციატივას’’?

იმიტომ, რომ ეს არის თანამშრომლობის ფორმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. მერიის დახმარებით მაცხოვრებლები ანხორციელებენ თავიანთ იდეებს თემის საკეთილდღეოდ. რაც უფრო  აქტიურად არიან ჩართულნი მოქალაქეები, მით უფრო ძლიერია მუნიციპალიტეტი.

ვის შეუძლია წარადგინოს ,,ადგილობრივი ინიციატივა“?

პროექტის წარდგენა შეუძლია ადგილობრივ მაცხოვრებლებს (მინიმუმ ორს) ან ორგანიზაციას.

შეიძლება თუ არა ,,ადგილობრივი ინიციატივის” განხორციელება ჩემს მუნიციპალიტეტში?

შესაძლებელია ყველა დასახლებულ პუნქტში (ქალაქი, რაიონული ცენტრი, სოფელი, დაბა თუ სხვა). მთავარია, ინიციატივა მოდიოდეს მოსახლეობიდან. ის უკვე განხორციელდა ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

რამდენად დიდ გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე თანამდებობის პირების ჩართულობა?

,,ადგილობრივი ინიციატივა’’ მოსახლეობის გადაწყვეტილებაა. ისინი ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას ადგილზე და  ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობენ მის აღმოფხვრაზე.

შესაძლებელია თუ არა "ადგილობრივი ინიციატივის" განხორციელება თუ არ არსებობს დამატებითი ბიუჯეტი ამისთვის?

“ადგილობრივი ინიციატივის” დროს მერია არ გადასცემს ფულად სახსრებს, ის  მხარს უჭერს ამოცანების შესრულებას ორგანიზაციული ან ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო სერვისების ან / და მასალების შეძენის გზით.   თანხის მოძიება შესაძლებელია მაგ.: ბიზნესიდან. მოსახლეობას აგრეთვე შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და თანადაფინანსების სახით ჩადოს სხვადასხვა, მათ ხელთ არსებული რესურსი, როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური (მაგ.: მუშახელი).

როგორ ხდება განსახორციელებელი პროექტების შერჩევა?

ოფიციალური პირები აფასებენ “ადგილობრივი ინიციატივის” ფარგლებში წარდგენილ პროექტს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

"ადილობრივი ინიციატივა" კანონიერია?

“ადგილობრივი ინიციატივა”  არის კანონიერი პროცესი. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი ნორმები გაწერილია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და გამყარებულია საქართველოს  ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ხოლო დამატებითი მექანიზმები მოცემულია საკრებულოს დებულებებით (რეგლამენტებით).

რა თანხაა საჭირო "ადგილობრივი ინიციატივის" განსახორციელებლად?

“ადგილობრივი ინიციატივის” “ამუშავება” შესაძლებელია ნებისმიერი თანხით, რომელიც დამოკიდებულია დასახლების  არსებულ შესაძლებლობებზე და მაცხოვრებლების მიერ შეტანილ წვლილზე. ფულადი სახსრები მოსახლეობის თანამონაწილეობის ფარგლებში ჩანაცვლებულია ფიზიკური შრომით, მასალითა თუ სხვა რესურსით.

როდის არის შესაძლებელი განაცხადის ფორმის წარდგენა?

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს მთელი წლის განმავლობაში.

დროის რა პერიოდია საჭირო "ადგილობრივი ინიციატივის" განხორციელებისთვის?

კანონმდებლობით ვადები გაწერილი არ არის.  საერთაშორისო და ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე უმეტესად ხორციელდება მოცემული წლის ბოლომდე.

გსურთ გაიგოთ უფრო მეტი?

სახელმძღვანელო

ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია და სახელმძღვანელო

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

დაუკავშირდით ექსპერტს

გაიარეთ კურსები

გარე სწავლებისა და ჩართულობის შესაძლებლობები – გაიგეთ მეტი “პარტიციპაციის აკადემიის” შესახებ