რა არისსამოქალაქო ბიუჯეტი”?

“მონაწილეობითი, იგივე სამოქალაქო ბიუჯეტი” ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში; ანუ მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები.

პირველად მსოფლიოში “სამოქალაქო ბიუჯეტი” 1989 წელს, ბრაზილიის ქალაქ პორტო ალეგრეში, დაინერგა.

 

საქართველოში ამ პროცესის ამოქმედება 2015 წელს დაიწყო. დღეს ის უკვე გაწერილია საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ და მისი განრხორცილება ეტაპობრივად მიმდინარეობს ადგილობრივი მერების განკარგულებების საფუძველზე.

ციტატა: – ”ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში. ეს არც პოლიტიკაა, არც რელიგია და არც არავისი პირადი “მე”. პირიქით, მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების ნაწილია და სწორედ ამ მიზეზის გამო, მთელი შეგნებით, თავს ვთვლი ვალდებულად ყოველთვის ჩავერთო ამ პროცესში’’.

(მოქალაქე ქალაქ ბანიდან, დომინიკის რესპუბლიკა).

როგორიასამოქალაქო ბიუჯეტის” მუშაობის პრინციპი?

1

პროცესის მომზადება

ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებას, ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს, ამზადებს (განსაზღვრავს) რეგულაციას და სამოქმედო გეგმას.
2

საინფორმაციო კამპანია (გრძელდება დანარჩენ ეტაპებზე)

მოქალაქეებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდება პროცესის შესახებ PB-ის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.
3

პრიორიტეტების მინიჭება (შესაძლებელია მომდევნო ეტაპზე)

პრიორიტეტები გამოვლენილია გამჭვირვალე პროცესით, ადგილობრივი მოსახლეობის ნამდვილი მონაწილეობით.
4

პროექტის შემუშავება და წარდგენა

მოქალაქეები განიხილავენ თავიანთ საჭიროებებს და ამზადებენ პროექტს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
5

პროექტების გადამოწმება

წარმოდგენილი პროექტი გადამოწმებულია მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ ტექნიკური და ფორმალური კრიტერიუმების შესაბამისად.
6

პროექტების შერჩევა (გამარჯვებული პროექტების იდენტიფიცირება)

მოქალაქეები ირჩევენ პროექტებს, რომლებიც განსახორციელებელია კენჭისყრით ან კონსენსუსით, ყველა იმ პროექტს შორის, რომლებმაც გადამოწმება გაიარეს.
7

პროექტების განაწილება ბიუჯეტში

ყველა შერჩეული პროექტი აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
8

პროექტების განხორციელება, პროცესის მონიტორინგი და შეფასება

პროექტები ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დებულებით დადგენილ ვადებში.
პროცესების მონიტორინგი და შეფასება ხდება სოციალური მხარის მონაწილეობით.

გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი  “სამოქალაქო ბიუჯეტის” შესახებ?

MUST KNOW ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ შეძლოთ “სამოქალაქო ბიუჯეტის” ამუშავება თქვენს თემში.

(10 კითხვა-პასუხი)

რატომ უნდა ავირჩიოთ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ მეთოდი?

“სამოქალაქო ბიუჯეტი” ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მონაწილეობითი პრაქტიკაა, რომლის მიზანია მოსახლეობის ჩართვა მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში. იგი ზრდის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობას და ახდენს მათ კანონად ქცევას მოსახლეობაში. ამ პროცესში ჩართული მხარეების სიმრავლე ქმნის ნდობის უმაღლეს ხარისხს. ეს სტიმულს აძლევს მოქალაქეებს და უბიძგებს მაღალი აქტიურობისკენ, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის უკეთ გააზრებასა და პასუხისმგებლობის გაზრდაზე.

სამოქალაქო მონაწილეობის ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ეს არის “მოქალაქეთა და საჯარო ხელისუფლების სოციალური ურთიერთქმედების მრავალდონიანი პროცესი, საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს შემდგომი განვითარების საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღებაში“ – ანუ მოქალაქის ჩართულობა მენეჯმენტის პროცესში.

რა არის საჭირო "სამოქალაქო ბიუჯეტის" განსახორციელებლად?

ამისთვის საჭიროა პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მზაობა. უნდა იყოს ნება, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის, რომლის განკარგვაც შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე უნდა დაინიშნოს კოორდინატორი და გამოიყოს (მცირე) თანხა რეკლამირებისთვის.

შეიძლება თუ არა ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება ჩემს მუნიციპალიტეტში?

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სადაც არის მოსახლეობის ჩართულობის სურვილი და ნება ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში.

საქართველოში ამჟამად “სამოქალაქო ბიუჯეტი” 11 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

რამდენად დიდ გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილბაზე თანამდებობის პირთა ჩართულობა?

“სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელებისას, პროექტის შერჩევის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველა ეს შემთხვევა დაზღვეულია ზედმეტი ჩარევებისგან და მაქსიმალურად გამოხატავს მოსახლეობის აზრს.

“სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების მთავარი ელემენტი მოქალაქეების სურვილებზე დაყრდნობით დაგეგმილი პროექტების განხორციელებაა, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება მოქალაქეთა საკეთილდღეოდ მიიღება.

საიდან ხდება თანხის გამოყოფა? არის თუ არა შესაძლებელი "სამოქალაქო ბიუჯეტის" განხორციელება, როდესაც არ არის საკმარისი თანხა?

ფულადი სახსრების გამოყოფა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

“სამოქალაქო ბიუჯეტის” არსი მდგომარეობს იმაში, რომ უკვე წინასწარ განსაზღვრულ თანხაზე ხდება პროექტის მორგება. არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტში რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის ე.წ. ზონის გაერთიანებას აქვს ადგილი. ამ გაერთიანებით ჯამდება ორივე ზონის  ბიუჯეტი და ხდება მისი გაზრდა. შესაბამისად, ეს დიდი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.

გაითვალისწინებს თუ არა მოქალაქეთა ჩართულობით მიღებულ გადაწყვეტილებებს ინვესტორი (დამფინანსებელი)?

“სამოქალაქო ბიუჯეტის” არსი მდგომარეობს მოსახლეობის ჩართულობასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. შესაბამისად, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით დაგეგმილი პროექტის დაფინანსება უმნიშვნელოვანესია.

“სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორცილების პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლება მოისაზრება. თუმცა, ზოგჯერ ინვესტორებს შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში, პროექტების პოპულარიზაციის ან განხორციელების ეტაპზე. ეს შეიძლება იყოს სარეკლამო გეგმების განხორციელება ან საპასუხისმგებლო ბიზნეს პოლიტიკის ნაწილი ადგილობრივი თემის განსავითარებლად. ამასთან, ძლიერი და განვითარებული ადგილობრივი გარემო მეტად უწყობს ხელს მათ კომერციულ კეთილდღეობას.

არის თუ არა "სამოქალაქო ბიუჯეტი" კანონიერი?

“სამოქალაქო ბიუჯეტი” მოქალაქეების ჩართულობის ერთ-ერთი საუკეთესოესო საშუალებაა. მოსახლეობის ჩართულობა კი სრულიად კანონიერია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შეიცავს სპეციალურ ნაწილს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკაზე.

“სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების პროცესში მზადდება სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს მის სამართლებრივ ქმედებებს მიმდინარეობის პროცესში.

რა დამატებითი რესურსებია აუცილებელი "სამოქალაქო ბიუჯეტის" განსახორციელებლად?

ეს დამატებითი რესურსი შეიძლება იყოს საინფორმაციო მასალების დამზადება-გავრცელება, მოხალისეების ჩართულობა და სხვ.

რა თანხაა საჭირო "სამოქალაქო ბიუჯეტის" განსახორციელებლად?

“სამოქალაქო ბიუჯეტის” განსახორციელებლად თვითმმართველობის მხრიდან გამოყოფილი თანხა არ არის შეზღუდული – შესაძლებებლია, როგორც მცირე პროექტებზე მორგება, ისე მსხვილი პროექტების განხორციელებაც.

საქართველოში, იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც უკვე ხორციელდება “სამოქალაქო ბიუჯეტი”, სხვადასხვა პრაქტიკაა. ეს თანხა მერყეობს  მუნიციპალიტეტის მთელი ბიუჯეტიდან სამოქალაქო ბიუჯეტზე გათვალისწინებულ 0.3%-სა და 7.2%-ს შორის. წლების ზრდასთან ერთად  შეინიშნება გამოყოფილი თანხის ზრდაც.

როდის ხორციელდება "სამოქალაქო ბიუჯეტით" გათვალისწინებული პროექტები?

პროექტები აისახება მომდევნო კალენდარული წლის ბიუჯეტში და ხორციელდება იმავე წელს.

სახელმძღვანელო

ჩამოტვირტეთ ინსტრუქცია და სახელმძღვანელო

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

გაიარეთ კურსები

გარე სწავლისა და ჩართულობის  შესაძლებლობები
– გაიგეთ მეტი “მონაწილეობის აკადემიის” შესახებ

ფორმა მუნიციპალიტეტისთვის:
– პირველი მხარდაჭერის მოთხოვნა;
– შემდეგი მხარდაჭერის მოთხოვნა.
ეს ფორმა შექმნილია იმისთვის, რომ აღწეროთ სამოქალაქო ბიუჯეტის (PB) განხორციელების გეგმები თქვენს მუნიციპალიტეტში.