“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” გავლენა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ძლიერი მექანიზმია თემის სოციალურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად, რასაც მივყავართ ...

ვისზე / რაზე მოქმედებს

როგორ მოქმედებს

საინტერესოს ხდის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობას;

სამინისტროს მუშაობას მოსახლეობა აღიქვამს სანდოდ, რადგან სამინისტრო მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს თანხას და თავის მხრივ გამოხატავს მზაობას, იყოს ღია სტრუქტურა.

მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა წარმომადგენლები ეჩვევიან დემოკრატიულ პრინციპებს;

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა არის ხალხის ფული და ხალხმა თავად უნდა განკარგოს იგი. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რისი გაკეთება სურს.

ააქტიურებს არასამთავრობო ორგანიზაციებს;

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთვებიან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პროექტების განხორციელების პროცესში. ერთვებიან მონიტორინგის პროცესში.

ყალიბდებიან აქტიური მოქალაქეები;

მოქალაქეები ეჩვევიან, ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში და სწავლობენ საკუთარ უფლებებს. ისინი ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ზრდის სამოქალაქო აქტივობას;

ადამიანები სწავლობენ დემოკრატიის პრინციპებს. მონაწილეები ხედავენ საზოგადოებაში ინვესტირების ხელშესახებ შედეგებს, რაც ამ ხალხს უფრო აქტიური მონაწილეობისკენ უბიძგებს.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” რიცხვებში

იმ სოფლების რაოდენობა, სადაც ხორციელდება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” (3 668 სოფელი)

ურბანული დასახლება – 2194.5

სასოფლო დასახლება – 1522.4  

თვითმმართველობის ბიუჯეტი – 2115,0 მლნ. ლარი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ –  40,0 მლნ. ლარი

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” პროექტების რაოდენობა:

2015 – 2018: 8 505 პროექტი;

2019: 4 812 პროექტი;

2020: 0 პროექტი.