“მუნიციპალიტეტის სერტიფიცირება” არის “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროცესების ანალიზი, შეფასება და მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას პარტიციპაციის სფეროში.
„სოლიდარობის ფონდმა PL საქართველოში“, „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს დაიწყო მუნიციპალიტეტების სერტიფიცირება.
“მუნიციპალიტეტის სერტიფიცირებით” შესაძლებელია:
- კვალიფიკაციის ამაღლება;
- საერთაშორისო გამოცდილების მიღება და ახალი კონტაქტების დამყარება;
- ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა “სამოქალაქო ბიუჯეტისა” და პარტიციპაციის მექანიზმების გამოყენებისთვის.