ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

მარიანა გიგოლაშვილი, ნანა ნერსეზაშვილი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:

ამოცანა 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 80 ახალგაზრდისთვის, თვითმართველობის და სათემო ორგანიზაციების 20 წარმომადგენლისთვის განხორციელდება საგანმანათლებლო აქტივობები „მონაწილეობითი მექანიზმების და სამოქალაქო ბიუჯეტირების“ საკითხებზე.

ამოცანა 2. ახალგაზრდებს და თვითმართველობას შორის დიალოგის წამოწყების მხარდაჭერა, სათემო პრობლემაზე მინიმუმ 5 პეტიციის/საპროექტო იდეის ინიცირება/მომზადება და წარდგენა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

ჩვენი პროქტის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გააქტიურება და მონაწილეობითი მექანიზმების გაცნობა-დანერგვის ხელშეწყობა. პროქტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებისთვის დაგეგმილია საგანმანათლებლო ტრენინგები „მონაწილეობითი მექანიზმების და სამოქალაქო ბიუჯეტირების“ საკითხებზე. შედეგად მოხდება ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა. განხორციელდება სასწავლო ვიზიტი ოზურგეთში მონაწილეობითი მექანიზმების და სამოქალაქო ბიუჯეტირების პრაქტიკაში გასაზიარებლად. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტი უკვე ინიცირებული არის ლაგოდეხის 2022 წლის ბიუჯეტში და ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს მის ხარისხიან დანერგვას. პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენი მიზანია, მინიმუმ ერთი ონლაინ პლატფორმის, პეტიციის როგორც ინსტრუმენტის ამუშავება, რაც ახალგაზრდებში პოპულარული გახდება და სოფლად ახალგაზრდების საჭიროებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ პეტიციას, კიდევ სხვა ინსტრუმენტებსაც გაეცნობიან და ნელ-ნელა ახალგაზრდული ინციატივების ინიცირებისთვის და მხარდასაჭერად გამოიყენებენ. წარმატებული შედეგი კი მომავალშიც მისცემთ მოტივაციას უფრო მეტად აქტიურები იყვნენ და ახალი და ახალი შესაძლებლობების გახსნა-მხარდაჭერა მოსთხოვენ თვითმართველობას.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებზე გავაზიარებთ „მონაწილეობის აკადემიაში“ მიღებულ ცოდნას მონაწილეობითი მექანიზმების და სტანანდარტების ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

• სამოქალაქო ბიუჯეტი, თანამონაწილეობით დაგეგმარება, ვარშავის მაგალითი „თვითმმართველი ახალგაზრდობა“ გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეობითი პროცესის ელემენტები და მისი სტრუქტურა. ეფექტურობის მაჩვენებლები და არსებული მაგალითები საქართველოში. დიაგნოზის ტექნიკები და გეგმის მომზადება. ინსტრუმენტების ყუთი. ეტაპები და აქტივობები, ტექნიკები და მეთოდები – როგორ დავუკავშიროთ ისინი თემას? კარგი პრაქტიკის მაგალითები, როგორ მოვამაზდოთ მუნიციპალური პროექტები, შეიქმნას ციფრული სერვისები და იყოს ქმედითი. ეფექტური კომუნიკაციისა და დიალოგის პრინციპები, რაც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სექტორთაშორისი თანამშრომლობისთვის. ეს და კიდევ სხვა ჩვენ მიერ ეფექტურად გადაცემული ცოდნა მათ დაეხმარებათ საკუთარ მუნიციპალიტეტში პრობლემის იდენტიფიცერებაში და ინიციატივების დაგეგმვა-რეალიზებაში.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

პროექტი რომ იყოს მრავალსექტორული, აუცილებლად ვითანამშრომლებთ თვითმართველობასთან, რომელიც უზრუნველყოფს სატრენინგო სივრცეებს. თვითმართველობა აგრეთვე უზრუნველყოფს ვებ-გვერდის გამართულ მუშაობას, ახალგაზრდებმა პეტიციების საშუალებით ინიციატივების განთავსება რომ შეძლონ. გამოყოფს სამოქალქო ბიუჯეტს / 50 000 ლარის ოდენობით – ეს საკითხიც პროესშია და დაგეგმილია 2022 წლისთვის. ვითანამშრომლებთ სოფლებში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, როგორიცაა მოქმედი სათემო ცენტრები სოფლებში და ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან, რომელიც პროექტის აქტივობების ნაწილს დააფინანსებს და ეს ასახულია ბიუჯეტის შესაბამის პუნქტებში. თემის ახალაგზრდების ჩართულობა, რაც უზრუნევლყოფს თანამშრომლობით ურთიერთობას და დიალოგს თემსა და თვითმართველობას შორის, აგრეთვე არის სექტორთაშორისი თანამშრომლობა და, სამწუხაროა, რომ მუნიციპალიტეტში არ არის იმ მასშტაბის ბიზნესები, რომ მათ მხარი დაუჭირონ ახალგაზრდების ინციატივებს.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

არაფინანსური წვლილი იქნება ადამიანური რესურსი, თემის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, თვითმართველობასთან თანამშრომლობის გამოცდილება, საოფისე სივრცე, ტექნიკურ-მატერიალური და საკანცელარიო რესურსი. ფინანსური წვლილი იქნება 500 ლარი, რომელსაც გავიღებთ პროექტის საჭიროებისთვის. გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს გაუთვალისიწინებელი ხარჯები, შემთხვევები, რის დასაფინანსებლად შეიძლება პროექტის ბიუჯეტში არ იყოს თანხა გამოყოფილი ან გამორჩენილი იყოს, ამ ხარჯების დაფარვას თავად უზურუნველვყოფთ.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

თვითმართველობა 2022 წლისთვის გამოყოფს სამოქალქო ბიუჯეტს / 50 000 ლარის ოდენობით – ეს საკითხი პროცესშია და დაგეგმილია შემდეგ წელს. აგრეთვე, არსებობს სოფლის განვითარების პროგრამა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას თემის ყველაზე აქტიური მოსახლეობა იღებს. გვაქვს მოლოდინი, მინიმუმ, 5 პროექტი ახალგაზრდების მიერ იქნება ინიცირებული და შეირჩევა. პეტიციის სახით წარდგენილ ინიციატივებზე მუნიციპალიტეტს გათვალისწინებული ექნება შესაბამისი ბიუჯეტი.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

განხორციელების ეტაპზე ჩაერთვება მუნიციპალიტეტში მცხოვრები, მინიმუმ, 90 ახალგაზრდა, 15 თვითმართველობის და 5 თემის (ლიდერი) წარმომადგენელი. პროექტის პირდაპირი მოსარგებლეები იქნებიან ის ადამიანები, ვისი ცნობიერებაც გაიზრდება „მონაწილეობითი მექანიზმების და სამოქალაქო ბიუჯეტირების“ საკითხებზე და ის ადამიანები, ვისი პრობლემებიც გადაიჭრება პეტიციის თუ ახალგაზრდების სხვა ინიციატივების შედეგად, სოფლის პროგრამის და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარდგენილი პროექტებით. მინიმუმ, მუნიციპალიტეტის 250-ზე მეტი მოსახლე.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის საბოლოო ბენეფიციარები, პირველ რიგში, იქნებიან ის ახალგაზრდები, სათემო ლიდერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ „მონაწილეობითი მექანიზმების და სამოქალაქო ბიუჯეტირების“ საკითხებზე და ამ ცოდნით მუდმივად ისარგებლებენ სათემო ცვლილებების მისაღწევად. დაიწყებენ ქმედებებს მუნიციპალური ელექტრონული სერვისების გასაუმჯობესებლად და ქმედითუნარიანობის გასაზრდელად, რაც მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში მონაწილოებითი მექანიზმების დანერგვას შეუწყობს ხელს. პროექტის შესრულების შემდგომ ადგილზე აგრეთვე დარჩება, მინიმუმ, ხუთი განხორციელებული ან განხორციელების პროცესში მყოფი ინიციატივა, რაც სოფლებში არსებულ 5 პრობლემას, საჭიროებას უზრუნველყოფს.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტის განხორციელება დაიწყება 2022 წლის მაისში და დასრულდება 2022 წლის დეკემბერში. მაისი – სამიზნე ჯგუფების მობილიზება, ივნისი-ივლისი ტრენინგები და კარგი პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება. აგვისტო-დეკემბერი პროექტების ინიცირება და პროცესის ადვოკატირება, მხარდაჭერილი პროექტების განხორციელება ან განხორციელების პროცესის დაწყება.

შენიშვნა: თანდართული უმოქმედო მუნიციპალური ვებ-გვერდი პეტიციის ნაწილი იმედი გვაქვს, პროექტის ფარგლებში უფრო ქმედითი გახდება.

ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტში გათვალისიწნებულია ყველა ის ხარჯი, რაც დაკავშირებულია საგანამანათლებლო პროცესებთან და პროექტის მიმდინარეობასთან. პროექტის ბიუჯეტს არ აქვს გამოყოფილი ცალკე გაუთვალისწინებელი ხარჯი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, არსებული რესურსით თავად უზრუნველვყოფთ. იხილეთ აქ.

შეაფასე პროექტი