ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

ქეთევან ბეჟიაშვილი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ბოდბე

ამოცანები:

ახალგაზრდული ცენტრის ტექნიკური აღჭურვა:

  1. ერთი ლეპტოპი, ერთი პროექტორი, ერთი ეკრანი და ერთი სკანერ-პრინტერი, ერთი ფოტოაპარატი;
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

1. ერთი ლეპტოპი, ერთი პროექტორი, ერთი ეკრანი და ერთი სკანერ-პრინტერი – ქეთევან ბეჟიაშვილი;

2. მოვიძიებთ ინტერნეტით სამ ტექნიკის მაღაზიას (ბაზრის კვლევისთვის) – მერიას მივმართავ დახმარებისთვის და ჩაერთვება შესყიდვების განყოფილება;

3. ყველაზე ხელმოსაცემი პირობებით მაღაზიას გავუფორმებთ ხელშეკრულებას და განვახორციელებთ შესყიდვას – „მონაწილეობის აკადემია“ ან პროექტის განმახორციელებელი გუნდი.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

„მონაწილეობის აკადემიის“ სესიებზე ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და მისი ბიუჯეტის შედგენა, რომელსაც ვიყენებ აღნიშნული პროექტის დასაწერად.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

ჯგუფი თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან (სათემო კავშირი „ნუკრიანი“), მერიასთან . ახალგაზრდული ჯგუგი არასამთავრობო სექტორთან მუშაობს სტარტეგიული განვითარების გეგმაზე მუნიციპალურ ახალგაზრდულ სამსახურთან ერთად.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ჩემი, როგორც ავტორის, წვლილი იქნება მერიასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ასევე, ახალგაზრდულ ჯგუფთან მუშაობა.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

2019 წელს მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდმა გამოყო თანხა და აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომელიც შეადგენს ბიბლიოთეკის, ამბულატორიის, ადმინისტრაციული ერთეულისა და ახალგაზრდული ცენტრის ერთობლიობას. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, საოფისე ავეჯს შეიძენს მერია (აღნიშნულზე ტენდერი გამოცხადებულია და მასზე დაიხარჯება 3 840 ლარი, წლის ბოლომდე შეიძენენ ავეჯს).

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური, ახალგაზრდული სამსახური და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

სოფელ ბოდბის ახალგაზრდებს ექნებათ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ბოდბის და მისი მიმდებარე სოფლების – ზემო მაღაროს, მაღაროს, ქვემო ბოდბის, ნუკრიანის და ილიაწმინდის ახალგაზრდებს, განახორციელონ მათთვის სასურველი აქტივობები, შინაარსიანად გაატარონ მათთვის სასურველი დრო, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლიდან ახალგაზრდების გადინების შეჩერებას.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

მოსამზადებელი პერიოდი 1 თვე. შეძენა, ღონისძიების გამართვა 1 თვე. შემდეგ ანგარიშის მოზადება 1 კვირა.

იხილეთ პროექტის ბიუჯეტი.
შეაფასე პროექტი