ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

ნინო კაპანაძე

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოეწყოს საინფორმაციო ცენტრი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი რესურსით. ახალგაზრდები შეასრულებენ, ერთგვარად, შუამავლების როლს სოფლის მაცხოვრებლებსა და ცენტრს შორის. შეკრებენ ინიციატივებს თემში არსებულ საკითხებზე და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან იქნებიან თავიანთი თემების წარმომადგენლები, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

მოსაწვალე-ახალგაზრდობის სახლი წარმოადგენს არაფორმალური განათლების კერას, სადაც ერთიანდებიან 6-დან 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც არიან სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებიც. მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში არ არის სათემო ცენტრები. საინფორმაციო ცენტრი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, ჰქონდეთ მუნიციპალურ სერვისებზე, დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია. შეძლებენ მარტივად ჩაერთონ პროცესში და იმ შემთხევევაში, თუკი მუნიციპალიტეტში დაინეგრება სამოქალაქო ბიუჯეტი, ახალგაზრდები იქნებიან შუამავლები, თავიანთი სოფლის მაცხოვრებლებს მიაწოდონ ინფორმაცია, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აქტიური წვლილი შეიტანონ. ასეთი ცენტრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და გააქტიურებას. ეს იქნება სივრცე, სადაც გამოიყენებენ პროექტის განხორციელების სხვადასხვა ინსტრუმენტსა და ტექნიკებს. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად დაგეგმონ თავიანთ თემებში განსახორციელებელი პროექტები, შექმნან საინიციატივო ჯგუფები და ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ისე არასამთავრობო და ბიზნეს სექტორთან. საინფორმაციო ცენტრი იქნება სივრცე მათი შეკრებისთვის და იდეების გენერირებისთვის.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

„მონაწილეობის აკადემიის“ ოთხივე სესიაზე მივიღეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. მონაწილეობითი დაგეგმარება პასუხისმგებლობას უნაწილებს მოქალქეს საკუთარ თემში განსახორციელებელი პროექტის შესახებ. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტის როლი ამ კუთხით, ვინაიდან მოქალაქეთა ჩართულობა პრობლემების მოგვარებებაში ძალიან მნიშვნელოვანია. დასაწყისისთვის სასურველია ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმების შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რომ აქვთ შესაძლებლობა გახდნენ თანამმართველნი. პირველ სესიაზე ჩვენ გავეცანით სხვადასხვა დონეს, კონსულტაციიდან დაწყებული. ინფორმაცია მივიღეთ ანალიზზე და დიაგნოზის დასმაზე. მომდევნო სესიებზე განვიხილეთ ტექნიკები და ინსტრუმენტები. ვისწავლეთ, როგორ ხდება იდეების გენერირება. გავეცანით პოლონეთის სხვადასხვა ქალაქის წარმატებულ მაგალითებს. მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროეცესში ზრდის ნდობას გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

ეს არის თემა, რომელიც თავისთავად გულისხმობს მულტისექტორულ თანამშრომლობას. საინფორმაციო ცენტრში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ პროგრამებზე, არამედ სხვადასხვა ა/ორგანიზაციის მიერ განსახორციელებლ პროექტებზე. აღნიშნული ცენტრის შექმნაში, რომელიც, შესაძლოა, განთავსდეს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აიპში – მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, თავისთავად გულისხმობს მუნიციპალიტეტის ჩართულობას და მონაწილეობას, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური თვალსაზრისით. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდები ითანამშრომლებენ ადგილობრივ, და არა მხოლოდ, ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე. აღსანიშნავია ის, რომ საინფორმაციო ცენტრით სარგებლობის საშუალება ექნება ყველა მოწყვლად კატეგორიას. მუნიციპალიტეტის ცენტრის მიმართულებით სოფლებიდან დანიშნულია მიკროავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების გადაყვანას სხვადასხვა არაფორმალური განათლების სკოლებში და ყველა სოფლის ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისით ისარგებლოს.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

რაც შეეხება ინდივიდუალურ წვლილს, ეს იქნება უფრო საკონსულტაციო ხასიათის, ყველა იმ თემაზე, რასაც ემსახურება აღნიშნული სერვისი.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

ცენტრი განთავსდება მ/ა სახლში და ამ მხრივ მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა იქნება შენობა-ნაგებობა, რომელიც არის გარემონტებული და საინფორმაციო ცენტრისთვის საჭირო იქნება მხოლოდ ტექნიკური აღჭურვა. რაც შეეხება ბიზნესის ჩართულობას, შესაძლოა დავამზადოთ ფლაერები სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით და ამ ფლაერების ბეჭდვის დაფინასება ვთხოვოთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რაც აღნიშნული იქნება მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

განხორციელების ეტაპზე ჩართული იქნებიან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები, ორგანიზაციის ბენეფიციარები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მოგახსენებთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში დამტკიცებულია სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების წესი და თუ დაინერგება სამოქალაქო ბიუჯეტი, ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რომ თავიანთ სოფლებში მიიტანონ ხმა ჩართულობის მექნიზმების შესახებ. სწორედ აქ შეიძლება გამოვიყენოთ ფლაერები. საინფორმაციო ცენტრი იქნება ახალგაზრდებისთვის ადგილი, სადაც ისინი გამართავენ შეხვედრებს, ექნებათ სივრცე შეკრებებისთვის, ექნებათ ინტერნეტთან წვდომა და მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე და თავადაც შეძლებენ ჩართვას.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან ახალგაზრდები 6-დან 18 წლამდე, რომლებიც უშუალოდ ისარგებლებენ საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით და, თავის მხრივ, ეს ახალგაზრდები ითანამშრომლებენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ა/ორგანიზაციებთან და იქნებიან საკუთარი სოფლების წარმომადგენლები და ერთგვარად ელჩებიც, რომლებიც მიიტანენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანასოფლელების ხმას.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტი იქნება მდგრადი, აღნიშნული სერვისი – საინფორმაციო ცენტრი მუდმივად იქნება, მან დროთა განმავლობაში შესაძლოა განიცადოს ცვლილება მხოლოდ უფრო მეტად გაღრმავების და განვითარების კუთხით. ეს იქნება სერვისი, რომელიც ყოველთვის საჭირო იქნება და ყველა ახალგაზრდას ექნება ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.

ბიუჯეტი:

იქედან გამომდინარე, რომ შენობა-ნაგებობა უკვე არის საინფორმაციო ცენტრისთვის, საჭიროა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვა. კომპიუტერები, კომპიუტერების მაგიდები, სკამები, პრინტერი. რამდენიმე პუფი. ფოტო აპარატი. კედლის თაროები. საოფისე მაგიდა და სკამები. დეტალურად იხილეთ აქ.

შეაფასე პროექტი

Leave a Reply