ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

მადონა უდესიანი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ქალაქი დმანისი

ამოცანები:

• დმანისის როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია, დმანისელი მოსახლეობის ჩართულობით;

• სექტორთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება;

• მოხალისეობრივი აქტივობების დანერგვა და განვითარება;

• ურთიერთთანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

პროექტი “ჩაერთე, რათა ჩართო” ემსახურება დმანისის პოპულარიზაციას დმანისელი მოსახლეობის შესაძლებლობების, რესურსების გააქტიურებას და გამოყენებას ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროექტით ვაპირებთ ონლაინ პლატფორმის შექმნას, მოხალისეობრივ ტურებს, ვიდეო რგოლების გადაღებას და დამანისის სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციას; მოსახლეობის ჩართულობით და მოხალისეობრივი ჯგუფებით საინფორმაციო კამპანიების წარმართვას, აგრეთვე, ერთობლივად ვიმუშავებთ როგორც მერიის წარმომადგენლებთან, ასევე დმანისის ტურიზმის ცენტრთან, სოფლის მეურნეობაში ჩართულ მცირე მეწარმეებთან და მოსახლეობასთან. ფინალური ღონისძიებისთვის გაკეთდება ფესტივალი, სადაც დმანისის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მოწვეული საზოგადოებისთვის მოაწყონ გამოფენა-გაყიდვა სოფლის პროდუქტებისა, რომელსაც თავად აწარმოებენ. ასევე ხელნაკეთობები – მოეწყობა ფოტო კონკურსი, სადაც წარმოდგენილი იქნება თემის ღირსშესანიშნავი ადგილები. გამოფენის, სახელწოდებით „წარმოაჩინე შენი თემის მარგალიტი“, გამარჯვებული დაჯილდოვდება.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები) (მაქსიმუმ 1000 სიმბოლო):

საპროექტო იდეის ჩამოყალიბება და სწორად წარმართვა სწორედაც რომ „მონაწილეთა აკადემიაში“ მიღებული ცოდნის შედეგია. კერძოდ, პირველი სესიიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა დიაგნოზის გაკეთებას, მასწავლა, თუ როგორ უნდა დამედგინა პროექტის აქტუალობა. ამასთანავე, მეორე სესიიდან გამომდინარე, პროექტის მიზნისა და ამოცანების სწორად დასახვა ვისწავლე, რომელიც პროექტისთვის მთავარი სულის ჩამდგმელია. მესამე სესია, რომელიც ერთ-ერთი ნაყოფიერი სესიაა, დამახვეწინა სექტორებთან მოლაპარაკების ტექნიკები. მეოთხე სესია კი იყო პროექტის რეალობასთან მიახლოება, თუ როგორ უნდა დავგეგმო, რა ნიუანსები უნდა გამოვიყენო, როგორ პროექტს ენიჭება უპირატესობა და, რაც ყვეელაზე მთავარია, პროექტის ბიუჯეტი თუ როგორ უნდა დაიწეროს, რას უნდა მივაქციო ყურადღება. აქ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი სწორედაც რომ აკადემიაში ნასწავლი პროექტის ბიუჯეტის იდენტურია. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სესიების შესწავლის შედეგია დღეს ჩემ მიერ შემუშავებული პროექტი!

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

წარვადგენთ საპროექტო იდეას სხვადასხვა სექტორებთან. ტურიზმის განვითარება რეგიონში სამთავრობო სექტორის პრიორიტეტია, ხოლო ამ საკითხში მოსახლეობის ჩართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დმანისის ტურიზმის სააგენტოს დანიშნულებაც სწორედ ეს არის , შესაბამისად, მათ ინტერესებშიც შედის პროექტი. მცირე მეწარმეებისთვის კი, ვინც სოფლის პროდუქციას აწარმოებს, ეკო ტურიზმის განვითარება რეგიონში კარგ შანსს აძლევს თავიანთი პროდუქცის რეალიზებისთვის. ამით მათი ბაზარი უფრო გაფართოვდება. ამ ყველაფრის მიღწევას ვაპირებთ ამ სექტორებთან ხშირი შეხვედრებით, ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმის დეტალურად გაცნობით და ამის საფუძველზე ურთიერთთანამშრომლობით.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ორგანიზაციის შენობა, რომელიც აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზით შეხვედრებისთვის. ადამიანური რესურსი, მოხალისები, რომლებიც იზრუნებენ პროექტის ტექნიკური დეტალების განხორციელებაზე. აგრეთვე შეხვედრების დაგეგმვა, ტექნიკა, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია, პრინტერი, პროექტორი, ლეპტოპი.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების წვლილი კონტაქტების მოპოვებასა და მათთან კომუნიკაციაში დახმარება იქნება. ბიზნესისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი განხორციელების პროცესში ადამიანური რესურსითა და მათი ჩართულობით იქნება წარმოდგენილი. პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა არა მხოლოდ მატერიალური რესურსები, არამედ ეფექტური თანამშრომლობა ყველა სექტორთან.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

პროექტში მონაწილეებზე ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს. პროექტში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც სურს თავისი თემის განვითარება ტურიზმის კუთხით.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის ბენეფიციარები იქნებიან პროექტით დაინტერესებული ნებისმიერი დმანისში მცხოვრები მოსახლე. პროექტის შედეგად შეიქმნება გვერდი და ბლოგი დმანისის ღირსსესანიშნავი ადგილების შესახებ, რომლის მართვასაც პროექტის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია გააგრძელებს. შეიქმნება საინფორმაციო ბუკლეტები დმანისით დაინტერესებული პირებისთვის და დარიგდება ფესტივალის სტუმრებზე, სადაც პოპულარიზაცია გაეწევა დმანისში არსებულ ზემოთხსენებულ რესურსებს ტურიზმის განსავითარებლად.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს (მაისი-სექტემბერი).

იხილეთ პროექტის ბიუჯეტი ექსელ ფაილში
შეაფასე პროექტი

Leave a Reply