ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

გვანცა კიკალეიშვილი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ხობის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:

1. ხობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ბაზაზე საბჭოს წევრი 20 ახალგაზრდის ჩართულობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების: საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების და სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელირება;

2. 20 ახალგაზრდისთვის საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსების შეთავაზება;

3. 20 ახალგაზრდის დაყოფა 3 ინტერესთა ჯგუფად და 3 საპროექტო განაცხადის მომზადება;

4. არჩევნების ორგანიზება და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა / განხორციელება /  მონიტორინგი;

5. პროექტის დახურვის პრეზენტაცია.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

ორგანიზაციების „თოლისკურის“ და პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით შექმნილია ხობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, სადაც გაერთიანებულია ხობის მუნიციპალიტეტის შვიდი ადმინისტრაციული ერთეულიდან 15-დან 29 წლის ჩათვლით მოტივირებული, აქტიური 20 ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ჩაერთვება სერტიფიცირებული ორი ახალგაზრდული მუშაკი,რომლებიც დაგეგმავენ ახალგაზარდებთან ერთად საქმიანობებს: ჩატარდება სხვადასხვა კომპეტენციების გასაუმჯობესებლად საგანმანათლებლო ტრენინგების ციკლი. განხორციელდება საკრებულო / მერიის შესაბამისი სამსახურების და სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელირების ფარგლებში ყველა საფეხურის გავლა თანმიმდევრობით. შეიქმნება სამი ინტერესთა ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები გადანაწილდებიან სურვილის მიხედვით. სამივე ჯგუფის წევრები მოამზადებენ თითო საპროექტო იდეას და დაფინანსდება ერთი ინიციატივა არჩევნების გზით.

• საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება ობიექტური ადამიანებისგან, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტში არ იქნებიან პროექტის ავტორებთან და საბჭოს საქმიანობასთან; • პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 9 010 ლარს, სადაც 3 010 ლარი სხვა წვლილია. დონორი 6 000 ლ. (PL საქართველო), სხვა წვლილი 1 500 ლ. (ხობის მუნიციპალიტეტი (გამარჯვებული ინიციატივის დაფინანსება)), 1 510 ლ. (ორგანიზაცია „თოლისკური“).

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

პირველი სესია: თანამონაწილეობითი დაგეგმარება, პრიორიტეტიზაცია – თანადაგეგმარების მნიშვნელობა და პრობლემების პრიორიტეტიზაცია მოქალაქეთა მხარდაჭერით; მეორე სესია: ახალგაზრდული სტრატეგია – ახალგაზრდები აფასებენ მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციას, ახორციელებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სარეკომენდაციო წერილებს ამზადებენ. (აკადემიის ფარგლებში პოლონელი ექსპერტის მიერ მოწოდებული იყო ახალგაზრდული სტრატეგიის საქმიანობების ნიმუში,რომელიც მორგებული იქნება ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებზე); მესამე სესია: ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები / დიალოგის ტექნიკები – ეფექტური პრეზენტაციის უნარების დაუფლება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, სამომავლოდ თვითონ მოამზადონ ეფექტური პრეზენტაცია, აწარმოონ მოლაპრაკებები და იყოს მათი კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული; მეოთხე სესია: პროექტების წერა – უშუალოდ პროექტების წერის ტექნიკების შესწავლა იმისთვის, რომ პროექტში ჩანდეს არგუმენტირრებული პრობლემა, სწორად შერჩეული მიზნობრივი ჯგუფი და გადაჭრის გზა იყოს ეფექტური.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

ორგანიზაცია „თოლისკურს“ აქვს გამოცდილება პროექტების განხორციელებასა და დაინტერსებული მხარეების ჩართულობაში, რომელიც ყოველთვის წარმატებული შედეგით მთავრდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდში განხორციელდება შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა სექტორთან: სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან. შემუშავდება საკომუნიკაციო სტრატეგია კონკრეტულ სექტორებთან შეხვედრებისთვის. ორგანიზაცია სექტორებთან მუშაობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებს ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომ დამოუკიდებლად გახდიან პროექტს მულტისექტორულს.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ორგანიზაციის „თოლისკური“ წვლილი იქნება როგროც ფინანსური, ასევე არაფინანსური. ფინანსური წვლილი – 1 510 ლარი საკომუნიკაციო ხარჯის უზრუნველყოფა (ინტერნეტ და ზუმ პაკეტის შეძენა), არაფინანსური წვლილი  – კონსულტაციების გაწევა მიზნობრივი ჯგუფისთვის, პროექტის წერაზე ტრენინგის ჩატარება.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

ფინანსური წვლილი

ხობის მუნიციპალიტეტის ფინანსური წვლილი – 1 500 ლ. გამარჯვებული ერთი იდეის დაფინანსება

არაფინანსური წვლილი

ხობის მუნიციპალიტეტის არაფინანსური წვლილი ა) ფართით უზრუნველყოფა, ბ) ხობის მერია / საკრებულოს ადმინისტრაციის სამსახურის წარმომადგენლები მზად არიან პროექტის ფარგლებში აქტიურად ჩაერთონ პროცესში და ახალაგაზრდებთან ჩაატარონ მოხალისეობრივად ვორქშოფები.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

• პროექტში ჩაერთვება ორი სერთიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი;

• ხობის მუნიციპალიტეტის შვიდი ადმინისტრაციული ერთეულიდან 20 ახალგაზრდა;

• ორგანიზაცია თოლისკურის წარმომადგენლები;

• ხობის მუნიციპალიტეტის მერია / საკრებულო;

• ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან 1. ახალგაზრდული საბჭოს 20 ახალაგაზრდა, რომელიც პროექტის ფარგლებში მიიღებს ახალ უნარებს, რომლებიც იქნებიან ცვლილებების აქტორები ადგილობრივ დონეზე. 2. ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი ან უბანი, რომლებიც მიიღებენ სარგებელს სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელირების ფარგლებში განხორციელებული პროექტით. (კონკრეტულ პრობლემას არჩევენ ახალგაზრდები და წინასწარ ვერ ვუთითებ ჯგუფს და პროექტის თემატიკას). პროექტის განხორციელება ხობის მუნიციპალიტეტისთვის ერთგვარ წინამოსამზადებელ სამუშაოებს წარმოადგენს, რადგან შესაძლებელი გახდება მონიტორინგი მოდელირებული სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთლიან პროცესზე.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტის ხანგრძლივობა იქნება 4 თვე, ყველა აქტივობას ეყოლება პასუხისმგებელი პირი; საქმიანობები გადანაწილდება თვეების მიხედვით.

ბიუჯეტი: 

პროექტის ხარჯები იქნება:

1. სახელფასო ხარჯი 2 000 ლარი (ორი ახალგაზრდული მუშაკის და ბუღალტრის ხელფასი);

2. სატრანსპორტო ხარჯი 1 680 ლ. (ბენეფიციარების სატრანსპორტო ხარჯი)

3. საკანცელარიო ხარჯი – 520 ლარი;

4. ღონისძიების ორგანიზების ხარჯი 1 800 ლარი.

იხილეთ პროექტის ბიუჯეტი ექსელ ფაილში
შეაფასე პროექტი

Leave a Reply