მუნიციპალიტეტი და ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – რომან ბიწაძე, მარიამ ბერიძე, ეთერ ჭყონია.

პროექტის ადგილმდებარეობა: ქალაქი ლანჩხუთი, ნინოშვილის სკვერი.

ამოცანები: საზოგადოებრივი სივრცის შექმნა; ძველი სკვერისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა; მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: აღნიშნული პროექტის საშუალებით გვსურს განვახორციელოთ ისეთი იდეა, რომელიც სარგებელს მოუტანს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, ამიტომაც ჩვენი გუნდის მიზანია, განხორციელდეს ქალაქ ლანჩხუთში ნინოშივილის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია. ჩვენი ხედვა ითვალისწინებს გენდერულად დაბალანსებული, სოციალურად სამართლიანი, ინკლუზიური და ურთიერთდაკავშირებული მწვანე ინფრასტრუქტურის და სარეკრეაციო სერვისების სისტემის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას, რომელიც ემსახურება დასვენებას, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, რაც ნებისმიერი სიცოცხლისუნარიანი და ჯანსაღი საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. იმისათვის, რომ აღნიშნული ლოკაცია ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის იყოს მეტად საინტერესო, ამისათვის მოვახდენთ სკვერის რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერში მოხდება გაწმენდითი სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, განთავსდება მცირე ზომის 4 ცალი ფანჩატური და იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და დავიცვათ სკვერში სისუფთავე, განთავსდება სანაგვე ურნები.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა / კონცეფცია „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით მონაწილეობის აკადემიის სესიები და თემები): მოხდა მუნიციპალიტეტის ახლაგზრდებთან, მერთან და საკრებულოსთან შეხვედრა, სადაც გამოთქვეს თავიანთი იდეები და, აქედან გამომდინარე, მოხდა იდეების გაცხრილვა და საუკეთესო იდეის არჩევა და პრიორიტეტის მინიჭება.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: იმისათვის, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორიანი მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას და აგრეთვე პროცესში ჩავრთავ ადგილობრივ ხელისუფლებას (ქალაქის მერს და საკრებულოს). ამ საკითხთან დაკვშირებით კი ჩვენს გუნდს ჰქონდა შეხვედრა ლანჩხუთის მერთან, შეხვედრას ესწრებოდა ასევე საკრებულოს წარმომადგენლები.

რა იქნება თქვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ჩვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი პროექტში ფინანსური კუთხით იქნება ის, რომ ჩვენი ჩართულობით მოხდება საღებავების, მცენარეების შეძენა. არაფინანსური კუთხით კი მოვახდენთ ტერიტორიის დასუფთავებას.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულოს / მერიის / ბიზნესის / სხვა: ლანჩხუთის მერის, ბატონი ალექსანდრე სარიშვილის, ინიციატივით სკვერში განთავსდება სკამები იმ შემთხვევაში თუ პროექტი დაფინანდება. გარდა ამისა, კოპანიის ხელმძღვანელი გადმოგვცემს საჩუქრად 5 სანაგვე ურნას.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: ჯგუფის წევრები, მერია, შემსრულებელი სამსახური (კომპანია).

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის/ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტის საშუალებით გვსურს სკვერის რეაბილიტაცია, რაც იქნება საზოგადოებრივი სივრცე და ნებისმიერი თაობის ადამიანს შეუძლია დაისვენოს, გაერთოს და აგრეთვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონიძიების და აქტიობების განხორციელება ახლგაზრდების ჩართულობით. აგრეთვე ეს სივრცე იქნება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ახალგაზრდებმა მეტი დრო გაატარონ ღია სივრცეში სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ვიდრე სახლში კომპიუტერთან და ტელეფონთან, რაც გაზრდის კომუნიკაციას სხვადასხვა თემში მცხოვრებ ახლგაზრდებს შორის. პროექტის შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს დარჩება სივრცე.

მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით: აგვისტო-სექტემბერი.

აღწერეთ პროექტის ხარჯები: 4 ცალი სახურავიანი სკამი (ფანჩატური) 6000 ლარი. 4 ცალი სანაგვე ურნა 440 ლარი. (5 ნაგვის ურნა საჩუქრად).