პროექტის ავტორი: ირაკლი მერკვილაძე
პროექტის ადგილმდებარეობა: ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ამოცანები: არსებობს გარკვეული საჭიროებები რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია ადამიანთა კონკრეტული სეგმენისათვის , სწორედ ასეთი მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისათვის და განსაკუთრებით ბავშვებისათის სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა , რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ქალაქში არ ფუნქციონირებს.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: პრობლემის სრულად გამოსაკვლევად დავიწყეთ თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდთან, დაიგეგმა ერთობლივი ჩართულობით ჩატარდეს კვლევა შშმ ბავშვების საჭიროებებთნ დაკავშირებით ჩვენ რაიონში , რაც სრულ სურათს მოგვცემს თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა და ასევე რა მიმართულებებით არი გასამახვილებელი ყურადღება პროგრამებისა თუ სერვისების შემუშავების დროს. ნიშანდობლივია რომ სერვისის არარსებობის გამო ბენეფიციარებს უწევთ სხვა ქალაქებში მიიღონ საჭირო მომსახურება , ხოლო გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს მანძილის გამო ისარგებლონ მათთვის აუცილებელი საჭიროებით, ჩვენი მოკვლევით ტყიბულის მუნიციპალიტეტში 48 შშმ პირია ამათაგან მხოლოდ 10 ბენეფიციარი ახერხებს სერვისით სარგებლობას რაც დამეთანხმებით ძალზედ ცოტაა და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გამომდინარე იქედან რომ შშმ პირთა პრობლემები საკმაოდ სენსიტიური თემა, ამიტომ ვგძნობთ სრულ მხარდაჭერას ყველა ჩართლი პირის თუ ორგანიზაციისგან.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას: აკადემიაში მიღებული ცოდნა უაღესად მნიშვნელვანი და სჭიროა ამ პროექტის წარსადგენად მისი ნიუანსების გასააზრებლად და გადმოსაცემად, ყველა სესია შეიცავდა გარკვეულ კომპონენტებს რომლებიც მთლიანობაში ქმნის ერთ სწორ ხედვას, გაჩვენებს გზას რომელიც მიზნამდე მიგიყვანს, ასე რომ ცალკეული სესიების და მასალების გამოყოფა ნიშნავს ერთი მთლიანის დარღვევას, ამიტომ ვერცერთს ვერ გამოვყოფ განსაკუთრებით.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: ამ საკითხთან დაკავშირებით მოხერხდა საჯარო და არასამთავრობო სექტორის ურთიერთ შეთნხმებული მოქმედება და დაიწყო პრობლემის გადასაჭრელად გზების მოძიება. გამოიკვეთა კერძო სარეაბილიტაციო ცენტრი რომელიც მეზობელ ქალაქში წარმატებულად ოპერირებს და ხარისხიან სერვის აწვდის სპეციალურ საჭიროების მქონე ბენეფიციარებს . მათთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა რომ ისინი მზად არიან გარკვეული პრობებით თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის მოგვარებაში , ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თანახმა სარეაბილიტაციო ცენტრისათვის საჭირო ფართ მოიძიოს და დროებით განკარგვაში გადაცეს კომპანიას რომელიც თავის მხრივ ვალდებულებას იღებს გადაამზადოს საჭირო კადრები , შენობა აღჭურვოს საჭირო ინვეტარით და მოახდინოს ცენტრის ადმინისტრირება.
რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ავტორების ჩართულობა იქნება ყველა ეტაპზე: ზედამხედველობით, კონტროლით, საჭირპების შემთხვევაში ფიზიკური აქტიობით, გარემოებიდან გამომდინარე მოხალისეების მობილიზებით, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებით.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური): მუნიციპალიტეტსა და კერძო სარეაბილიტაციო ცენტს შორის მოხდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და რათქმაუნდა ძირითადი და მნიშვნელოვანი მოლაპარაკების თმა იყო სარეაბილიტაციო ცენტრის მხარდაჭერა. მხარეებმა წარმოადგინეს თავიანთი შეთავაზებები და გამოკვეთს არსებული საჭიროების მოგვარების გზები.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: რა თქმა უნდა, პროექტის განხორციელების ინტერესი სამივე მხრიდან მაღალია, ამიტომ თანაბრად გადანაწილდება პასუხისმგებლობა და ჩართულობა საბოლოო მიზნის მისაღწევად , მუნიციპალიტეტის მიერ იქნება შერჩული და გადაცემული შესაბამისი ფართი , პროექტის ავტორები იზრუნებენ ამ სივრცის ტექნიკური და კოსმეტიკური მხრივ მოწესრიგებას ხოლო ინვენტარს და შემდგომ მოწყობილი სივრცის მართვას უზრუნველყოფს კერძო სარეაბილიტაციო ცენტრი.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: პრექტის განხორციელების შედეგად ისარგებლებენ ტყიბულის რაიონში და არა მარტო ტყიბულის რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებთათვისაც ძალზედ მნიშვნელვანია ამ სერვისი მიღება, მათ გარკვეულ ნაწილს სხვა ქალაქში უწევთ სერვისით სარგებლობა რაც ერთიორად აორმაგებს მათ მატერიალურ და ფიზიკურ ხარჯებს .. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ტყიბულის რაიონში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხოლოდ 20%-მდე ახერხებს მიიღოს საჭირო რეაბილიტაციის კურსი. და ისინიც 50-70 კილომეტრიანი ურთულესი გზის გავლის შემდეგ , ასევე ამ მდგომარეობას ართულებს ზამთრის პირობებში დიდთოვლობა და სოფლებში ხშირად დაკეტილი გზები.
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება სამი თვის ვადაში რაც სავსებით საკმარისი იქნება სარეაბილიტაციო ცენტრის საბოლოო კონდიციებამდე მისაყვანად.
აღწერეთ პროექტის ხარჯები: მოწოდებულ ფაილში გაწერილია პროექტის ბიუჯეტი.