პროექტის ავტორი:  ანელი ჩხარტიშვილი

პროექტის ადგილმდებარეობა:  რუსთავი

ამოცანები:  • მოქალაქეთა მობილიზება და მათი ინფორმირებულობის ამაღლება ნარჩენების სეპარირების საკითხში. • ნარჩენების სეპარირებული მოგროვება გადამუშავების ციკლის შექმნა და ამოქმედება • მოქალაქეთა წახალისების და მონაწილეობის სისტემის შექმნა და ამოქმედება • პროექტის შედეგების პოპულარიზაცია და რეპლიკაცია ქალაქის მასშტაბით. პროექტის მიზანია, რუსთავის საბინაო ამხანაგობების და მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერება გარემოსდაცვით საქმიანობაში.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა:  მოქალაქეთა მობილიზაცია და ინფორმირება – უნდა ჩატარდეს შეხვედრები მოქალაექებთან, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანია გააცნოს მოქალაქეებს პროექტის საქმიანობის მიმართულებები და ხელი შეუწყოს პროცესში მათ მონაწილეობას. ამ პროცესისთვის საჭიროა შემდეგი ეტაპები: • ინფრასტრუქტურის მოწყობა – შეძენილი და საპილოტე ამხანაგობების ტერიტორიებზე განთავსებული უნდა იქნას დიდი მოცულობის (1100 ლიტრიანი) ნაგვის ურნები.  • დისტრიბუტორი და გადამამუშავებელი კომპანიის იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა.  • ნარჩენების მოგროვება – დისტრიბუცია – დაიწყება მოქალაქეთა მიერ ნარჩენების მოგროვების პროცესი, რომელშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდა მოხალისეების ჩართვა.  • წახალისების სისტემის შექმნა – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება სპეციალურ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საბინაო ამხანაგობების მიერ, პლასტიკის ნარჩენების შეგროვების დროს მიღებულ თანხის თანადაფინანსება.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას: ყველა სესია მნიშვნელოვანი იყო და გამოსადეგი, მაგრამ განსაკუთრებით მეორე სესიის კომუნიკაციების მოდელების განხილვა. ამის გამოყენებით გამარტივდება აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან საჭირო და უმთავრესია ადამიანებთან კომუნიკაცია, როგორც სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორთან და მოსახლეობასთან.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: აღნიშნული პროცესი უნდა ჩატარდეს ააიპ რუსთავის კორპუსისა, საკრებულოს წევრების და ტერიტორიულ -ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით. თითო ადმინისტრაციული ერთეულიდან შერჩეული უნდა იქნას ორი ან სამი, ყველაზე აქტიური საბინაო ამხანაგობა, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში.

შეაფასე პროექტი

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: როგორც იდეის ავტორი გავუწევ პროექტს კოორდინაციას.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):  ადამიანური რესურსის ჩართულობა- ახალგაზრდებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფის ინტენსიური ჩართულობა. აქტიური PR კამპანიის წარმოება.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:  საბინაო ამხანაგობების შერჩევა- ა(ა)იპ რუსთავის კორპუსის წარმომადგენელი მოქალაქეთა მობილიზაცია და ინფორიმრება- მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის მოწყობა დისტრიბუტორი და გადამამუშავებელი კომპანიის იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა – ახალგაზრდული დეპარტამენტი ნარჩნების მოგროვება – დისტრიბუცია – კერძო კომპანია შუალედური შეფასება-ახალგაზრდული დეპარტამენტი წახალისების სისტემის შექმნა – ახალგაზრდული დეპარტამენტი პროექტის გაშუქება – რუსთავის მერია პროექტის შედეგების პოპულარიზაცია – რუსთავის მერია, ახალგაზრდული დეპარტამენტი.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:  რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.  პროექტის შედეგები:  • საპილოტე არეალში სულ მცირე 50%-ით შემცირებულია გარემოში მოხვედრილი პლასტიკის ნარჩენების რაოდენობა;  • პროექტში ჩაბმული საბინაო ამხანაგობები იღებენ ფინანსურ ბენეფიტს;  • საპილოტე ამხანაგობებში მიმდინარეობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი;  • არსებობს ნარჩენების მოგროვება გადამუშავების წარმატებული სქემა, რომლის განვითარება შესაძლებელია როგორც გეოგრაფიულად (პროცესში სხვა საბინაო ამხანაგობების ჩართვით), ასევე შინაარსობრივად (სხვა სახის ნარჩენების მოგროვება-გადამუშავების გზით).

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე.  აქტივობები:  საბინაო ამხანაგობების შერჩევა, მოქალაქეთა მობილიზაცია და ინფორიმრება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, დისტრიბუტორი და გადამამუშავებელი კომპანიის იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა, ნარჩნების მოგროვება – დისტრიბუცია, შუალედური შეფასება, წახალისების სისტემის შექმნა, პროექტის გაშუქება, პროექტის შედეგების პოპულარიზაცია.

აღწერეთ პროექტის ხარჯები:  მოწოდებულ ფაილში გაწერილია პროექტის ბიუჯეტი.