პროექტის ავტორები:  ხატია ჩხეტიანი, დავით თხელიძე.

პროექტის ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია/ქ.თბილისი.

ამოცანები:  პროექტის ძირითადი მიზანია, დედაქალაქის ტერიტორიაზე მოეწყოს ისეთი მყუდრო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეებთან შეხვედრა და დედაქალაქის მასშტაბით უკვე დაგეგმილი აქტივობების განხილვა, ასევე სამომავლოდ ახალ იდეებზე მუშაობა.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა:  პროექტის ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მწვანე ნარგავების(ტყის) ტერიტორიაზე მოეწყობა ღია ამფითეატრი მინიმალური იმფრასტრუქტურის გამოყენებით სადაც შესაძლებელი იქნება დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრა. ასევე შესაძლებელი იქნება ღია გაკვეთილების ჭატარება სკოლის და ბაღის მოსწავლეებისათვის. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, მეტი კონტაქტი შევუქმნათ მოსახლეობას ბუნებასთან, ვიმყოფებოდეთ წყნარ გარემოში და ვიზრუნოთ დედაქალაქის კეთილდღეობაზე.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას: ყველა თემა, რაც გავიარეთ სესიების დროს, შვენთვის მნიშვნელოვანი იყო. გამოვყოფდით იმ რჩევებს, რომელიც მოგვცეს მენტორებმა, რომ ყოველთვის ვიყოთ ორიენტირებული მოსახლეობაზე და მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი საშუალებებით მივაწოდოთ ინფორმაცია.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:  პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი გუნდი ხელს შევუწყობთ აქტივობებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანაბარ მონაწილეობას, რათა მიღწეული იქნეს მიზნები და ამოცანები და უფრო მდგრადი იყოს შედეგი.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება სამოქალაქო ბიუჯეტისთვის განსაზღვრული თანხობრივი მაჩვენებელი, რაც პროექტის განხორციელებას არ შეაფერხებს.

შეაფასე პროექტი

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):  როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საპროექტო თანხის(6000ლ) ნაწილს დაემატება მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:  ყველა ის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით განხორციელებას. (მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო სექტორი).

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:  პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი. კომფორტული სივრცის მოწყობა დიდ სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. მნიშვნელოვნად გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი და მივიღებთ მეტ ჯანსაღ იდეას მომავალში განსახორციელებლად.

პროექტის ხანგრძლივობა:  პროექტი განხორციელდება 2023 წელს თქვენ მიერ გაწერილ ვადებში.

აღწერეთ პროექტის ხარჯები:  ღია ამფითეატრის მოწყობა დაჯდება 20000 – 30000 ლარამდე. გამარჯვების შემთხვევაში, მიღებული დაფინანსება – 6 000 ლარი – დაიხარჯება შემდეგი სახით: ტერიტორიაზე მოეწყობა ფანჩატური.