„მონაწილეობის აკადემიის“ (AoP) გავლენა

მოქალაქეს:

  • ეხმარება გახდეს უფრო აქტიური და აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ეხმარება აიმაღლოს კვალიფიკაცია, შეიძინოს ახალი უნარ-ჩვევები და გამოიყენოს ისინი საკუთარ თემში მუშაობისას;
  • ეხმარება განავითაროს ჩართულობის მექანიზმები საკუთარ თემში და ეფექტურად წარმართოს კომუნიკაცია საკუთარი საჭიროებების გამოსავლენად და გამოწვევების დასაძლევად;
  • ეხმარება მეტად გააცნობიეროს ის უფლება-მოვალეობები, რაც მას გააჩნია საკუთარი მუნიციპალიტეტის წინაშე;
  • აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა როგორც დაგეგმარების, ასევე განხორციელების ეტაპზე.
  • სასწავლო ტრენინგ-სემინარების, მოწვეული ექსპერტების, პრაქტიკოსების, კვალიფიციური ტრენერებისა და ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდ PL საქართველოში“ დახმარებით, აკადემიაში იღებს შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს  მონაწილეობის სფეროში;
  • მონაწილეობითი პროცესის პრაქტიკული სამუშაოს განხორციელებით ახდენს ამ პროცესის სწორად დაგეგმვასა და შესრულებას.

მუნიციპალიტეტს:

  • უმაღლებს ადგილობრივი საზოგადოების ნდობასა და სოციალურ მანდატს;
  • აძლევს თვითმართველობის საქმიანობის წარმოჩენის და ღია, ანგარიშვალდებული მმართველობის განხორციელების შესაძლებლობას;
  • აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაეცნოს მოქალაქეთა და თემის საჭიროებებს;
  • უკეთესად არის აღჭურვილი ადგილობრივი გამოწვევების დასაძლევად, სხვადასხვა მონაწილეობითი საშუალებებისა და სტრატეგიების გამოყენებით;
  • შეიძინოს მხარდამჭერები და მოსახლეობის კეთილგანწყობა;
  • აძლევს შესაძლებლობას გახდეს სერთიფიცირებული და დანერგოს  ჩართულობის მექანიზმები თავის  ტერიტორიაზე;
  • აძლევს შესაძლებლობას სამოქალაქო ბიუჯეტის საშუალებით, მოქალაქეების ჩართულობით მოაგვაროს ადგილობრივი  გამოწვევები;
  • ახალისებს მართოს მონაწილეობითი პროცესები გლობალურად აღიარებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ხოლო წარმატების მიღწევის შემთხვევაში მას გადაეცემა მუნიციპალური სერტიფიკატი;
  • აძლევს საერთაშორისო გამოცდილებას;
  • ხალს უწყობს ინვესტიციის ჩადებაში კომპეტენტურ თანამშრომლებში, რომლებიც უფრო ეფექტურად შეძლებენ დიალოგის გამართვას ადგილობრივ მოსახლეობასთან;
  • აზიარებს ევროპული მიდგომის LEADER არსს, რაც ქვემოდან-ზემოთ დაგეგმარებულ მმართველობას გულისხმობს;
  • შედეგად იღებს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც უფრო მეტად აფასებს მათ შრომას და აჩენს ნდობას ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის.
  • აკადემიაში მონაწილეობით იძენს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • იღებს რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის სერტიფიკაციის ფარგლებში სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის გაუმჯობესების შესახებ;
  • აკადემიის გამოცდილი ექსპერტებისგან იღებს დახმარებას მონაწილეობითი  მექანიზმების განვითარებისა და დანერგვის საკითხებში;
  • იღებს მიმდინარე და კონკრეტულ კონსულტაციებს ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ჯგუფისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტებისგან.

დემოკრატიული ცვლილებები

დეცენტრალიზაციისკენ მეტი მისწრაფება ამ პროცესების დანერგვით. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერება.

გარემოს გაუმჯობესება

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და თემზე ორიენტირებული თვითმმართველობა.