“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” ზეგავლენა

"თანამონაწილეობითი დაგეგმარების" განხორციელება მნიშვნელოვან და ხანგრძლივ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რასაც მივყავართ ...

ვისზე / რაზე ახდენს გავლენას?

როგორ ახდენს გავლენას?

ზრდის სამოქალაქო აქტივობას

ადამიანები სწავლობენ დემოკრატიის პრინციპებს. მონაწილეები ხედავენ მათ საზოგადოებაში ინვესტირების ხელშესახებ შედეგებს, რომლებიც ამ ხალხს უფრო აქტიური მონაწილეობისკენ უბიძგებს.

იზრდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა

მოქალაქეები თავიანთი ჩართულობით დაგეგმარების პროცესში იღებენ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნებენ სხვა ადამიანებზე და მათ საჭიროებებზე.

იზრდება სხვადასხვა სექტორებთან ნდობის ფაქტორი

თვითონ ფაქტი, რომ უკვე ხორციელდება პროექტი და მათი აზრი გათვალისწინებულია, იწვევს ნდობის გაზრდას, როგორც ხელისუფლების მიმართ ისე სხვა სუბიექტების მიმართ.

ზოგადი განათლების შეძენა

მოქალაქე, რომელიც ჩართულია პროცესში, იძენს სხვადასხვა უნარებს, როგორც არქიტექტურული და ფინანსური, ისე სოციალური მიმართულებით.

ზრდის მოტივაციას

ჩართულობა და პროცესში გათვალისწინებული შედეგები, მოქალაქეში, უფრო მეტად ზრდის აქტიურობის სურვილს სხვა პროექტებში ჩასართავად.

ხდება სამაგალითო

მოქალაქის ჩართულობით მიღწეული შედეგების გამო, არააქტიურ მოსახლეობაშიც ჩნდება მონაწილეობის მიღების სურვილი.

“თანამონაწილეობითი დაგეგმარება” ციფრებში

იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც ხორციელდება “თანამონაწილეობითი დაგეგმარება”
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ მაცხოვრებელთა რაოდენობა საშუალოდ 20 ერთ გადაწყვეტილებაში და მოსახლეობის მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა – 168