ვისზე / რაზე ახდენს გავლენას
როგორ ახდენს გავლენას
მოქალაქე:
არის უფრო აქტიური და ჩართულია გადაწყვეტილბის მიღების პროცესში.
იმაღლებს კვალიფიკაციას, იძენს უნარ-ჩვევებს, რომლის გამოყენებაც შეუძლია საკუთარ თემში მუშაობისას.
მოქალაქე:
სასწავლო ტრენინგ-სემინარების, მოწვეული ექსპერტების, პრაქტიკოსების და კვალიფიციური ტრენერების დახმარებით, აკადემიაში იღებს შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პარტიციპაციის სფეროში;
პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებით ახდენს პარტიციპაციის პროცესის სწორად დაგეგმვასა და შესრულებას.
მუნიციპალიტეტს:
უმაღლებს იმიჯსა და ავტორიტეტს;
ჰყავს კომპეტენტური კადრები, რომლებიც ეხმარებიან თვითმართველობის საქმიანობის წარმოჩენის და ღია, ანგარიშვალდებული მმართველობის განხორციელებაში;
აძლევს საშუალებას ეფექტურად გაუმკლავდეს გამოწვევებს;
იძენს მხარდამჭერებს და მოსახლეობის კეთილგანწყობას;
აძლევს შესაძლებლობას "სამოქალაქო ბიუჯეტის" საშუალებით, მოქალაქეების ჩართულობით მოაგვაროს ადგილობრივი გამოწვევები;
აძლევს საერთაშორისო გამოცდილებას;
აძლევს შესაძლებლობას, ჰყავდეს პარტისიპაციის საკითხებში კომპეტენტური თანამშრომლები.
მუნიციპალიტეტი:
ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობით საჯარო მოხელეები იძენენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას;
გადის სერტიფიცირებას;
აკადემიის გამოცდილი ექსპერტებისგან იღებს დახმარებას პარტიციპაციის მექანიზმების განვითარებისა და დანერგვის საკითხებში;
იღებს კონსულტაციებს აკადემიის ექსპერტებისგან.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს:
აძლევს შესაძლებლობას, აუმაღლონ თანამშრომლებს კვალიფიკაცია პარტიციპაციის საკითხებში;
გახდნენ კომპეტენტურები პარტიციპაციის საკითხებში და მომავალში ამ კუთხით მიიღონ მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში;
დაამყარონ თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
სასწავლო ტრენინგ-სემინარების, მოწვეული ექსპერტების, პრაქტიკოსების და კვალიფიციური ტრენერების დახმარებით, აკადემიაში იღებს შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პარტიციაპციის სფეროში;
იძენს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.
“ჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგი” რიცხვებში
ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება ტრენინგები და სემინარები დაინტერესებული, აგრეთვე, მოწვეული პირებისთვის.