რა არის “ჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგი”?

“ჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგი” სასწავლო ციკლია, რომელიც გულისხმობს პროფესიული ცოდნის მიღებას, შესაძლებლობების, კომპეტენციებისა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

  • თუ დაინტერესებული ხართ თემისა და საზოგადოებრივი ცხოვრებით;
  • თუ ხართ მოწოდებული, გააძლიეროთ თქვენი კომპეტენციები თემის საქმიანობაში ჩართულობით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილობით;
  • თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ თანამონაწილეობით / პარტიციპაციულ პროცესებში, მათ შორის “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების პროცესში და გახდეთ ადგილობრივი განვითარების აქტიური მონაწილე.

„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“,  „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას გაიაროთ სასწავლო ტრენინგები.

რას შეისწავლით …

 

გაიგებთ “სამოქალაქო ბიუჯეტის” დაგეგმვის, მართვის, განხორციელების და პროფესიონალური განვითარების ინოვაციურ პლატფორმებს; მოქალაქეთა ჩართულობის  სხვადასხვა მექანიზმებს; გაიგებთ თუ როგორ უნდა მომზადდეს რეგულაციები და დოკუმენტები, როგორ უნდა შეფასდეს პროცესები სხვადასხვა საფეხურზე.

  • გაიგებთ, როგორ დაგეგმოთ და ჩაატაროთ შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და წარმართოთ დიალოგი და/ან კონსულტაციები მათთან ადგილობრივ, მნიშვნელოვან საკითხებზე;
  • გაეცნობით კარგად დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიის წესებს.

რა პრინციპით მუშაობსჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგი”?

1

მიიღეთ ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

ტრენინგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პლატფორმაზე www.participatoryhub.ge ან სოლიდარობის ფონდ PL-ის ოფიციალურ facebook-გვერდზე - https://www.facebook.com/SolidarityFundPLinGEO

გთხოვთ, გამოიწერეთ სიახლეები პლატფორმაზე ან მიჰყვეთ ჩვენს FB გვერდს, რომ დროულად მიიღოთ ინფორმაცია. გთხოვთ, ასევე მიჰყვეთ რეკლამას ისეთ რესურსებზე, როგორიცაა csogeorgia.org ან jobs.ge. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პარტიციპაციის აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაგეხმარებიან გზის გაკვლევაში, თუ სად უნდა მიიღოთ ინფორმაცია მომავალი ტრენინგების შესახებ.

2

შეავსეთ განაცხადი

გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით განაცხადის მიღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, შეამოწმეთ მოთხოვნები, თარიღები, ვადები და პირობები და ვადის გასვლამდე შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა.
3

დარეგისტრირდით ტრენინგზე

გთხოვთ, შეამოწმეთ თქვენი ელ. ფოსტა ტრენინგზე დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მიჰყევით მითითებებს. თუ პრობლემები გაქვთ, დაუკავშირდით უშუალოდ ტრენინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს.
4

დაესწარით და მოუსმინეთ

თქვენს კალენდარში აღნიშნეთ ტრენინგების თარიღი და დრო. არ დააგვიანოთ!
მოუსმინეთ ყურადღებით, აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში. დაამყარეთ ურთიერთკავშირი ტრენერთან და სხვა მონაწილეებთან, ყურადღებით წაიკითხეთ ტრენინგის მასალა.
5

გამოიყენე შენი ცოდნა პრაქტიკაში

მიჰყევით ინფორმაციას ადგილობრივი აქტივობების შესახებ, რათა გაიგოთ, თუ სად შეგიძლიათ თქვენი ცოდნის გამოყენება. აცნობეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თქვენი კვალიფიკაციის შესახებ. დარეგისტრირდით როგორც ექსპერტი www.participatoryhub.ge-ზე. დაგეგმეთ და განახორციელეთ საკუთარი საქმიანობა, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მიღებული უნარ-ჩვევები და ცოდნა. ჩაერთეთ დისკუსიებში სხვა პრაქტიკოსებთან. დააკვირდით თქვენს გამოცდილებას, გაეცანით შემდგომი განვითარების მიმართულებებს. დაამტკიცეთ თქვენი ცოდნის დონე სხვადასხვა შეფასების პროგრამაში მონაწილეობით, მაგალითად, როგორიცაა ინდივიდუალური სერტიფიცირების პროგრამა.

დაინტერესდით? გსურთ გაიგოთ მეტიჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგის” შესახებ?

ვიდეოს ჩვენება

დაუკავშირდით ექსპერტს, დაუსვით სასურველი შეკითხვა და ის გაგცემთ ამომწურავ პასუხს.

იხილეთ ინფორმაცია ექსპერტების თაობაზე აქ: ექსპერტები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელი).

რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ დაიწყოთ  სასწავლო მოგზაურობა „ჩართულობის შესაძლებლობებსა და ტრენინგის“ გარშემო?

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა "ჩართულობის შესაძლებლობებისა და ტრენინგის" სასწავლო მოგზაურობაში?

იმიტომ, რომ:

  • აიმაღლებთ კომპეტენციასა და უნარებს ჩართულობის სფეროში;
  • შეძლებთ მონაწილეობითი მექანიზმების პროცესების ანალიზს, შეფასებასა და მონიტორინგს;
  • გაიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას;
  • მიიღებთ მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა მიერ რეალობაზე მორგებულ,  პრაქტიკულ რჩევებს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება სასწავლო მოგზაურობაში?

  • აქტიურ მოქალაქეებს;
  • ადგილობრივი თვითმმართველობების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;
  • მოქალაქეებს, რომელიც დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი/სათემო  ჩართულობით.

რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

  • უნდა იყოთ დაინტერესებული, მოტივირებული და ორიენტირებული შემდგომი განვითარებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით;
  • უნდა გქონდეთ სურვილი, რომ გახდეთ ჩართულობის პროცესების აქტიური მონაწილე;
  • უნდა გქონდეთ სურვილი, რომ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დანერგოთ ცვლილებები მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით.

სად შემიძლია ინფორმაციის მიღება ამის შესახებ?

დეტალური ინფორმაცია “ჩართულობის შესაძლებლობებსა და ტრენინგებში’’ მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ:  [participatoryhub.ge/…/to take action and participate]

როგორია აღნიშნული სასწავლო პროგრამის სტრუქტურა?

“ჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგების” კურსი შემუშავებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. იგი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მოდულებისგან, და ასევე საველე პრაქტიკისგან.

რა ხარჯებია საჭირო ტრენინგებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?

“ჩართულობის შესაძლებლობებისა და ტრენინგების” კურსში მონაწილეობის მიღება უფასოა;

შერჩეული აპლიკანტი გათავისუფლებულია ტრენინგთან დაკავშირებული ყველა ხარჯისგან;

საჭიროების შემთხვევაში (მგზავრობა, სასტუმრო, კვება და სხვა) ყველა ხარჯი იფარება “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს” მიერ.

რა კრიტერიუმებია საჭირო ტრენინგებში ჩასართავად?

ესენია:

  • პარტიციპაციის სფეროში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია;
  • პარტიციპაციის სხვა ფორმების,  მექანიზმების, ინსტრუმენტებისა და ტექნიკების ფლობა;
  • არსებული ცოდნის შემოწმებისა და შემდგომი განვითარების სურვილი;
  • სხვა მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

რა შესაძლებლობებს მაძლევს სასწავლო მოგზაურობის წარმატებით დასრულება?

  • ახალი კონტაქტების დამყარება;
  • ახალი პროექტების დაგეგმვა, მონაწილეობა და განხორციელება;
  • საერთაშორისო დონის სერტიფიკატის ფლობა;
  • დასაქმების პერსპექტივები;
  • საკუთარი მიღწევების პოპულარიზაცია;
  • კვალიფიკაციის ამაღლება, გამოცდილების შეძენა და საკუთარ თემში/ქალაქში გამოყენება;
  • ჩართულობის მექანიზმების განვითარება და კომუნიკაციის უკეთ წარმართვა;
  • სასწავლო ტრენინგ-სემინარების, მოწვეული ექსპერტების, პრაქტიკოსების, კვალიფიციური ტრენერების დახმარებით შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღება;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის უნარის გამომუშავება.

შემიძლია თუ არა მეგობრის მოწვევა ტრენინგზე?

რა თქმა უნდა, დიახ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიწვიოს ადამიანი, რომელსაც სურს აიმაღლოს საკუთარი კომპეტენცია და უნარ-ჩვევები და მიიღოს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

მოწვეულმა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაციისა და მონაწილეობისთვის დადგენილი ყველა პროცედურა;

რა არის ტრენინგებში მონაწილეობის დასრულების შედეგი და შესაძლებლობა?

  • პიროვნული განვითარება;
  • კეთილდღეობის დონის ამაღლება;
  • ახალი კონტაქტების დამყარება;
  • ახალი პროექტების დაგეგმვა, მონაწილეობა და განხორციელება;
  • სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრა და შემდგომი გადაჭრის გზების დასახვა;
  • საერთაშორისო დონის სერტიფიკატის ფლობა;
  • შემდგომი დასაქმების პერსპექტივები.

გსურთ ისწავლოთ და გაიგოთ კიდევ უფრო მეტი?

დაუკავშირდი პრაქტიკოსს

დაუკავშირდით ექსპერტს ან კურსდამთავრებულს;

მიიღეთ კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებზე;

გაიგეთ პარტიციპაციის რეალური მაგალითების შესახებ ჩვენი ცხოვრებიდან.

განაცხადის ფორმა

გაეცანით სააპლიკაციო ფორმას და დაელოდეთ განაცხადების მიღების გამოცხადებას.