„მონაწილეობის აკადემია“ (AoP) უაღრესად ინტერაქტიული სასწავლო ციკლია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ადგილობრივ დონეზე შეისწავლონ საზოგადოების ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმი ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ორგანიზაციამ „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დააარსა “მონაწილეობის აკადემია” (AoP), რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის’’ პროგრამის მიერ.
„მონაწილეობის აკადემია“ (AoP) არის სივრცე:
- აქტიური მოქალაქეებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც სურთ საკუთარ თემში დანერგონ და განავითარონ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები; რაც თავისთავად მოიცავს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას;
- სადაც შესაძლებელია კვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო გამოცდილების მიღება და ახალი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება;
- სადაც ყველას შეუძლია ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა აქტიურ მოქალაქეობაზე, რათა შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება და მოახდინონ გავლენა ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე.