„სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“ გაცნობებთ, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრთან – პროგრესის სახლი, რათა განვახორციელოთ SFPL საქართველოს 2023 წლის პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია: ფონდების მოძიება“ ორი კომპონენტი. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
„პროგრესის სახლს“ გადაეცემა 82 500.00 ლარამდე ოდენობის გრანტი პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განსახორციელებლად:
– 4 პრაქტიკული ტრენინგის მოდული;
– პრაქტიკული / საველე მოდულები.
პროექტის განხორციელების ადგილებია: ტყიბული, ონი, ზუგდიდი, ბოლნისი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.