რა არის ჩემი მიზანი ამ ორგანიზაციაში? ჩემი მიზანია ამ პოტენციალის გაღვივება, და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება თავის საქმეზე შეყვარებულ, ცვლილებების განმახორციელებელ, პასუხისმგებლიან, დამოუკიდებელ და შემოქმედ ადამიანებში, რადგან ხალხი ამ ქვეყანაში უზარმაზარ ცვლილებებს ახდენს!
რა არის ჩემი მიზანი ამ ორგანიზაციაში? ჩემთვის ორგანიზაციაში „სოლიდარობის ფონდ PL საქართველოში“ მოღვაწეობა ნიშნავს პოლონელ ხალხთან ერთად შესანიშნავი საქმის კეთებას და პირადი და პროფესიული უნარების გაფართოებას, რის შესაძლებლობასაც ის იძლევა.
რა არის ჩემი მიზანი ამ ორგანიზაციაში? ჩემი მიზანია მიზნის პოვნაში დახმარება იმ გზების ძიებით, თუ როგორ შემიძლია შევიტანო წვლილი მრავალ-დარგობრივ ჯგუფში, მივაწოდო იმაზე მეტი, რასაც მოელის ორგანიზაცია, და უკან დავუბრუნო ადგილობრივ თემს.
რა არის ჩემი მიზანი ამ ორგანიზაციაში? ჩემთვის ჩვენი საზოგადოების პოტენციალის რეალიზებაში თანამონაწილეობა იმ პროექტების მეშვეობით, რომლებსაც ანხორციელებს "სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში", არის დიდი პატივიც, გამოწვევაცა და პასუხისმგებლობაც.
სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში
ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდის PL საქართველოში” ვარშავაში დაფუძნებული პოლონეთის სახაზინო ფონდის ფილიალია. უჩვეულო იურიდიული სტატუსი (“სახაზინო ფონდი”) ფონდს აძლევს საშუალებას, იყოს მოქნილი და მომგებიანი, რაც განვითარების სამთავრობო სააგენტოებს ხშირად არ აქვთ; მას აქვს სტაბილური დაფინანსება პოლონეთის სახელმწიფოს მიერ წლიური შემოწირულობების სახით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვეულებისამებრ, არ გააჩნიათ.
ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში” შეიქმნა 2019 წლის 19 აპრილს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მიღებულ იქნა პოლონეთში 2018 წელს, ფონდის წარმომადგენლობითი ქსელის განვითარების მიზნით, რათა პოლონეთის განვითარების დახმარება ყოფილიყო უფრო თვალსაჩინო.
ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში” არის მზარდი, ცვლილებებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი საფუძველია ინფორმირებული არჩევანისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები. ორგანიზაციის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომლებიც იღებენ ქართული რეალობის გამოწვევებს უკეთესი მომავლისთვის.
გუნდის თითოეულ წევრს, თავისი ნიჭის გამოვლენის შემდეგ, ორგანიზაცია სთავაზობს მნიშვნელოვან თანამდებობას, რომელსაც ის ყველაზე მეტად ერგება. ვინაიდან სიტყვა “მნიშვნელოვანი” ნიშნავს ხშირ გამოწვევებს, სოლიდარობის არსს, რაც ყოველდღიურ მუშაობაში გამოიხატება გუნდის წევრებისა და მმართველი დირექტორის მხარდაჭერაში, პიროვნების პირადი და პროფესიული ზრდის ხელშეწყობაში.
ორგანიზაციის “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში” მხარდაჭერა ვრცელდება და მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელთანაც ვმუშაობთ – ჩვენ განვითარებისთვის თანამშრომლობას განვსაზღვრავთ როგორც ”მხარდაჭერა” და არა ”დახმარება”, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს, თავად წარმართონ პროცესები, ვიდრე პროცესები წარვმართოთ ჩვენ ქართველების ნაცვლად. ჩვენ თამასას ვწევთ მაღლა, ვაწესებთ მოლოდინებს, რადგან ნამდვილად გვჯერა, რომ ქართველებს აქვთ რესურსები და მათ უკეთ იციან, თუ როგორ უნდა აღმოფხვრან არსებული ხარვეზები.
პროექტის შესახებ
“აქტიური მოქალაქე – ძლიერი მუნიციპალიტეტი!” ეს არის პროექტი, ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სხვადასხვა ფორმით ჩართულობაზე.
პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი თემების სააღსრულებო ძალაუფლების შეგრძნების შექმნა და ადგილობრივ დონეზე მთავრობასა და მოსახლეობას შორის სანდო ურთიერთობის დამყარება.
მონაწილეობითი ჰაბი
მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გავლენა მოახდინონ ადგილობრივ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ციფრული ინტერაქტიული საშუალებებით.