პროექტის ავტორი:  ნინო არაბული

პროექტის ადგილმდებარეობა:  ახმეტის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:  პროექტის მიზანია, ახმეტაში არსებული “სიყვარულის ხეივანის” საღამოს განათებებით აღწურვა, ამჟამად მიმდინარეობს ფილების გამოცვლა, გამწვანება და სკამების მოწყობა, თუმცა პროექტი არ ითვალისწინებს საღამოს განათებებს, აღნიშნული პარკი და სასეირნო ხეივანი მთელი დღის განავლობაში დატვირთულია, თუმცა საღამოს ნაკლებია ხალხი, განსაკუთრებით კი ქალები და ბავშვები, განათებები ხელს ეუწყობს რომ საღამოს ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდეს კვლავ აქ და ისეირნოს.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა:  ახმეტის სიყვარული ხეივანი და სკვერი რომ იქცეს საღამოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტიური სივრცედ, საჭიროა იყოს განათებები. ჩავატარეთ გამოკითხვა რა იყო საჭირო იმისთვის რომ საღამოს ამ გამოსიყვნენ ბავშვებით და ძაღლებით და ყველამ აღნიშნა რომ სკვერის განახლება, სკამები და განათება. ამჟამად მიმდინარეობს ფილების გამოცვლა და კეთილმოწყობა, ახალი სკამების მონტაჟი, მაგრამ დარჩა განათებები და ეს პროექტი მოგვცემს ამის შესაძლებლობას რომ აღნიშნული სკვერი იყოს საღამოსაცც დატვირთული.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას:  ვიდრე წარმოვადგენდი იდეას, გავაკეთე გამოკითხვა ქალებში თუ რა პრობლემა/საჭიროება იყო ქალაქში, რის მოგვარებასაც ისურვებდნენ. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა – ქალების როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ქალაქის ცენტრში არსებული სკვერის განათება, ბაღებში განსავითარებელი სათამაშოების ნაკლებობა. ამჟამად ბაღების სათამაშოებზე პროექტი წარვადგინეთ UNDP და EU პროექტის სირგპ ფარგლებში და ველოდებით დაფინანსებას. მოსახლეობისა და ქალების როლის გაძლიერებაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაძლიერებაზე შერჩეულნი ვართ 15 მუნიციპალიტეტს შორის ევროსაბჭოს პროექტში და დარჩა ეს პრობლემა, რომელიც გვსურს გადავწვიტოთ სოლიდარობის ფონდ PL პროექტის ფარგლებში.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:  აღნიშნული პროექტის განხორცილებეით ახმეტას ექნება ძალიან კარგი სკვერი რომლითაც ისარგებლებენ ყველა ასაკის და სქესის, გემოვნების და პროფესიის ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები. პროექტის განხრციელებაში ჩაერთვება მერის ახალგაზრდების მრჩეველთა საბჭო და ქალტა ოთახი, რადგან ვთვლით რომ ახალგაზრდების და ქალების ჩართულობა ნაკლებია მუნიციპალიტეტში, შემდგომ სწორედ ეს ორ ჯგუფი ამ სკვერში საღამოს მოაწყობს თემატურ შეკრებებს, თავად განხორციელების პროცესშიც იქნება ჩართული.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:  პროექტში აქტივისტებისა და მერიის წვლილი იქნება ამ სკვერის გაცოცხლება, განათების მონტაჟი და შემდგომ მისი დატვირთვა თემატური ღონისძიებებით.

ასევე მერია ამჟამად უკვე ახორციელებს სკვერის რეაბილიტაცია-კეთილმოწოყობას. ამჟამად დავამზადებინეთ სავაჭრო მოძრავი დახლები და ვაპირებთ, თვეში 2 გამოფენა გაყიდვა მოვაწყოთ საღამოს ადგილობრივი მეწარმეების. ასევე თავად პროექტშიც ფინანსურ თანამონაწილეობას მიიღებს განათების შესყიდვის პროცესში.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):  მერიის წვლილი იქნება ფინანსური სრული თანხის 20% გაირებს მერია, ასევე აქტიურად იქნება ცართული ამ პროექტის განხორციელებაში და შმდგომ მის სიცოცხლისუნარიანობაში, რათა აღნიშნული მიანი იყოს მიღწეული. ახმეტის მერისგან და საკრებულოს თავჯდომარისგან გვაქვს სრული მხარდაწერა და ორივეს მიერ მხარდაჭერილიწ ერილს წარმოვადგენ მოგვიანებით.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:  პროექტი წარმოდგენილია ახმეტის მერიის მიერ და პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე პროექტების განყოფილება. განხორციელებაში კი ჩაერთვებიან მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:  პროექტის ბენეფიციარები იქნებია ახმეტის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ქალები და მოხუცები, ეს ადგილი გადაიქცევა საღამოს განტირთვის, სეირნობის, შეკრებების, თემატური შეხვედრების, ქალაქის პრობლემების და სამომავლო ხედვის ჩამოყალიბების ადგილად.

პროექტის ხანგრძლივობა:  პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ბაზრის კვლევა, შემდგომ მონტაჟი, პარკის და სივრცის გადაქცევა აქტიურ სივრცედ.

აღწერეთ პროექტის ხარჯები:  პროექტის ბიუჯეტი არის 7200 ლარი, საიდანაც 1200 ლარი იქნება ახმეტის მერიის თანამონაწილეობის თანხა, ხოლო 6000 ლარი – სოლიდარობის ფონდი PL დაფინანსება.

შეაფასე პროექტი