პროექტის ავტორი:  აქსანა გუჩუა

პროექტის ადგილმდებარეობა:  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ჩართულობის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც იფუნქციონირებს ქალაქის ცენტრში, სადაც ადგილად მივა ყველა ადამიანი, ცენტრი რომელიც გააერთიანებს საზოგადოების ყველა სეგმენტს, როგორც ახალგაზრდებს, საშუალო ასაკის ადამიანებს და მოხუცებს. მოქალაქეები ცენტრში მიიღებენ უფასო კონსულტაციებსა და მომსახურეობას. მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ სყელა სახის ინფორმაციას პროექტებსა და პროგრამებზე, ასევე უფასო იურიდიულ კონსულტაციას.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა:  საპროექტო იდეა მდგომარეობს იმაში რომ, ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეების ინფორმირების დონე და ჩართულობის დონე დაბალია, მოქალაქეები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას თუ რა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეს იქნება სოციალური პაკეტები, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და მათი უფლებები, განათლება, სპორტი, კულტურა და მრავალი სხვა. პროექტის ფარგლებში საზოგადოების ყველა სეგმენტს მიეწოდება ცენტრში ყველა სახის ინფორმაცია და გაეწევათ უფასო იურიდიული კონსულტაციები. ცენტრი იფუნქციონირებს ქალაქში, მაგრამ ასევე იქნება გასვლითი შეხვედრები და საინფორმაციო კამპანიები განხორციელებული საზღვრის პირა სოფლებშიც ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოქალქეები აქტიურობა არის ძალიან დაბალი. მომზადდება სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები სადაც იქნება განთავსებული სხვადასხვა ინფორმაციები და გარკვეული პირების საკონტაქტო ნომრები ვინც მნიაწვდის მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას როგორც ცენტრში ასეე საელეფონო გასაუბრებით მათთვის საინტერესო საკითხზე.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას:  აკადემიის ოთხივე სესია იყო ძალიან საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული, ოთხივე სესიიდან მივიღე ცოდნა და გამოცდილება, მოსახლეობის ჩართულობის პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა 1. პროცესის მომზადებას;  2. კომენტარების / საჭიროებების / წინადადებების / გადაწყვეტილებების შეგროვება-მოძიებას;  3. პროცესის შეჯამებას;  4. გადაწყვეტილების მიღებას შემუშავებული შედეგების/იმპლემენტაციის საფუძველზე;  5. ინფორმაციის მოძიება და შეფასება ხორციელდება მთელი პროცესის განმავლობაში.  მეორე სესია ითვალისწინებდა ეფექტურ კომუნიკაციას, რომლის ორი სახე არსებობს – კოდირება და დეკოდირება, ინფორმაციის მიწოდებაზე აღქმის უნარზე და ა.შ. მესამე სესია მოქალაქეთა როლი საჯარო შესყიდვებში და რა პროცესები უნდა გავიაროთ ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობის პროექტებში ჩართვის უპირატესობებზე, როლები, რომლებიც შეუძლია შეასრულოს მოსახლეობამ, შესყიდვის სხვადასხვა ეტაპზე, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კარგი პრაქტიკა, რისკების მართვა და აშ. მეოთხე სესია კი მოიცავდა გრანტები მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესში, სახეებს მოპოვების პროცესებს.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:  პროექტში მონაწილეობას მიიღებენ და ჩართულები იქნებიან, როგორც საჯარო სექტორის ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ცენტრში მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან უშუალოდ მერიის თანამშრომლები პროფილის მიმართულებით, ასევე არასამთავრობო ორგანიცასიის წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ასევე ჩართული იქნება ახალგაზრდა სათათბირო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც საველე შეხვედრებსაც გააკეთებენ. აღნიშნულ სტრუქტურების წარმომადგელებთან და ორგანიზაციების წარმომადგელებისგან უშუალო თანხმობა მაქვს რომ ჩაერთვებიან უსასყიდლოდ.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:  მე როგორც პროექტის ავტორი პირველივე დღიდან ვიქნები ჩართული საინფორმაციო დღის ცენტრის ჩამოყალიბებაში და ჩემი როგორც იურისტის წვლილი იქნება იმაშ რომ მეც გავუწევს მოქალაეებს კონსულტაციას, უფასო იურიდიულს და სხვა სახის. ასევე მერიისგან მექნება ელექტრონლად შესაბამისი მონაცემები რომელიც შეეხება მოქალაქეებს, ესნი იქნება ჯანდაცვა, სოციალური საკითხები თუ სხვა და მივაწვდი მათ საჭიროებისამებრ.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერა მდგომარეობს იმაში, რომ ფართი სადაც გაიხსნება საინფორმაციო დღის ცენტრი უფასოდ დაგვითმობენ, ასევე უშუალო საუბარი მქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან და ფულად დახმარებას გაუწევს პროექტს მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში. საკრებულოს წევრები იქნებიან ჩართულები ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მერიის თანამშრომლების, არასამავრობო ოგანიზაციის და ახლგაზრდა სათათბირო ოგანიზაციის წარმომადგენლების ჩართულობა მდგომარეობს იმაშა, რომ უფასოდ ჩაერთვებიან პროექტში.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:  ჩართულები იქნებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის თანამშრომლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოამდგენლები, ახალგაზრდა სათათბიროს წარმომადგენლები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების და აქტიური მოქალაქეებიც ვინც თავიდანვე სურვილისამებრ ჩაერთვება პროცესში.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:  პროექტი გათვლილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირზე და ასაკობრივ კატეგორიაზე, ვინც არ ფლობს შესაბამის იფორმაციას რომელიც არის მის მუნიციპალიტეში. მოსახლეობა გაძლიერდება მეტად ინფორმირებული იქნება მეტად გარკვეული იქნება თვის უფლებებში თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს და თან დაიცვას თავისი უფლებები. ასევე დღის ცენტრში დაიდგმება ყუთი სადაც შეძლებენ წერილების მოთავსებას, რომელიც გადაეცემა ავტორს და იქნება უკუკავშირი. ჩვენ ცენტრში თავმოყრივი მოქალქეების პრობლემები განაწილდება კომპეტეციის მქონე შესაბამის პირებთან, მერის წარმომადგენლეთან რომლების მერე გაუწევენ დახმაებას.

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა იქნება 3-დან 4-თვემდე. პირველი აქტივობა, ეს არის საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვადრა. შეხვედრის მიზანია მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია არსებულ პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასავრცელებლად გამოვიყენებთ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობას. შეხვედრის ბოლოს აუცილებელია გვყავდეს იდენტიფიცირებული ჯგუფები, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ შემდგომ ღონისძიებებს და რომლებიც დაგვეხმარებიან საჭიროებების კვლევაში და ინფორმაციის გავრცელებაში. აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება – ამისთვის სასურველია ბუკლეტის ან რაიმე სახის პრომო მასალის დამზადება.

აღწერეთ პროექტის ხარჯები:  პროექტის განსახორციელებლად იქნება საჭირო სივრცე სადაც მოსული მოქალაქეები კონფორტულად იგრძნობენ თავს ლეპტოპი, პრინტერი, საწერი, ფურცლები და შესაბამისი ინვებტარიზაცია. საინფორმაცი ბუკლეტების მომზადება. ძირითადად ამაზე დაიხაჯება თანხა. საჭიროებების კვლევის პარალელურად, წინასწარ დაანონსებულ დღეებსა და დროის მონაკვეთში სივრცეზე განთავსდება საკონსულტაციო პუნქტი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობაა ერთის მხრივ მიიღონ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ გასცენ რეკომენდაციები და მათი შეხედულებები სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით. აქტივობაში გარდა საპროექტო გუნდისა ჩართული იქნებიან მოხალისეები, რომლებიც ადგილობრივი მოქალაქეებისგან იქნება შემდგარი და რომლებსაც ყველა სახის ინფორმაცია ექნებათ პროექტთან დაკავშირებით , საკონსულტაციო პუნქტი ხელმისაწვდომი იქნება მოქლაქეთა ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლისთვის. ეს იქნება სივრცე სადაც მოქალაქეებს ექნებათ მაღალი დონის ნდობა და იქნებიან უფრო თავისუფალი და თამამები თავიანთ საჭიროებებზე.

შეაფასე პროექტი