მუნიციპალიტეტი და ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; თეონა სადრაძე ნინო ბახტაძე ნინო დანდურაშვილი.
პროექტის ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
ამოცანები: ამოცანა N1: ინფორმაციის მოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ; ამოცანა N2: შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება (სტრუქტურიზებული შეხვედრა “მრგვალი მაგიდის” მეთოდის გამოყენებით; ამოცანა N3: კულტურული კალენდრის შექმნა და გამოცემა; ამოცანა N4: კულტურული მრავალფეროვნების ფესტივალი.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი მოსახლეობით გამოირჩევა. 2014 წლის “მოსახლეობის ეროვნული აღწერის” შედეგების მიხედვით გურიაში 86.7 % მართმადიდებელი, 11.4 % მუსლიმი და 1.9% სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. ბოლო პერიოდში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციებიდან გამომდინარე, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ინტეგრირებული, ჰარმონიული, ტოლერანტული და აქტიური საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება საერთო რელიგიური კალენდარი, ორგანიზებას გავუწევთ კულტურულ ფესტივალს და ცნობიერების ამაღლებას ჰარმონიური საზოგადოების მშენებლობას მუნიციპალიტეტში.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა / კონცეფცია „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით მონაწილეობის აკადემიის სესიები და თემები): საპროექტო იდეის ფარგლებში გამოვიყენებთ მონაწილეობის აკადემიის ფარგლებში ნასწავლ სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნიკებს. კერძოდ, პროექტის წერის სფეციფიკა, იდეის ჩამოყალიბება და სტრუქტურა, “სვოტ ანალიზი”, “მრგვალი მაგიდისა” და “გონებრივი იერიშის” მეთოდები.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს მიიღებენ: 1. მუნიციპალიტეტი და საკრებულო (დაგეგმვის ეტაპზე, ინფორმაციის მიღება და გავრცელება სოფლის გამგებლებისა და სხვადასხვა სტრუქტურული დეპარტამენტების საშუალებით; 2. არასამთავრობო ორგანიზაციები – ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობა, კალენდრის შექმნისას მათი არამატერიალური რესურსის გამოყენება; 3. მოქალაქეები – ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დაესწროს შეხვედრებსა და ფესტივალს და სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში; 4. მედია – ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართული პროექტის ყველა ეტაპზე, გააშუქებენ შეხვედრებსა თუ ზოგად ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე.
რა იქნება თქვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ჩვენი გუნდი ორგანიზებას გაუწევს პროექტის განხორციელებას ყველა ეტაპზე. ასევე წინასწარ მოამზადებს სტრუქტურიზებული შეხვედრის კონტენტსა და პრეზენტაციებს. დაგეგმავსა და განახორციელებს ფესტივალს სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულოს / მერიის / ბიზნესის / სხვა: თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ამ პროექტის წარმატების გასაღებია. საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების წვლილი კონტაქტების მოპოვებასა და მათთან კომუნიკაციაში დახმარება იქნება. ბიზნესისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი განხორციელების პროცესში ადამიანური რესურსითა და მათი ჩართულობით იქნება წარმოდგენილი. პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა არა მხოლოდ მატერიალური რესურსები, არამედ ეფექტური თანამშრომლობა ყველა სექტორთან.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: ზემოთხსენებული აქტორების გარდა, პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რომლებიც იქნებიან ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მოხალისეები და მონაწილეობას მიიღებენ სივრცის დაორგანიზების, ადგილზე სერვისების მიწოდებისა და კომუნიკაციის ნაწილში.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის/ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: პროექტის საბოლოო ბენეფიციარი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განურჩევლად სქესისა, ასაკისა, აღმსარებლობისა თუ ეროვნებისა, სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები.
მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით: პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა 2 თვე (აგვისტო-სექტემბერის პერიოდი). I კვირა – მეპინგი (პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები, პროექტის გაცნობა); IIკვირა – შეხვედრების ჩანიშვნა და დაგეგმვა; III-IVკვირა – შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა თემში; V-VIკვირა – კალენდარის შექმნა და დაბეჭდვა; VII-VIIIკვირა – ფესტივალის ორგანიზება და განხორციელება.
აღწერეთ პროექტის ხარჯები: 1. ტექნიკა (ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი, ფოტო კამერა) 2. კალენდრის დიზაინის შექმნა 3. კალენდრის დაბეჭდვა 4. ფესტივალის ბრენდირებული მაისურები 5. საინფორმაციო ბროშურები 6. ბუშტები.