"ადგილობრივი ინიციატივა" ძლიერი მექანიზმია თემის სოციალურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად, რასაც მივყავართ ...
ვისზე / რაზე მოქმედებს?
როგორ მოქმედებს?
ანგაჟირებულობა (ჩართულობა)
უზრუნველყოფს მოსახელობის მეტ ჩართულობას დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების გათვალისწინებით;
გააქტიურება და პასუხისმგებლობების აღება
ააქტიურებს მოწყვლად ჯგუფებს, ასევე ახალგზარდებს მათი ჩართულობის უზრუნველყოფით, თემატური პრიორიტეტების განსაზღვრითა და საპროექტო წინადადებების შემუშავებით.
ცოდნის გაღრმავება და პრობლემებზე ფოკუსირება
საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესახებ და მათთან ერთად თემატური პრიორიტეტების შემუშავება;
თანამშრომლობა
სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო მოხელეები ერთობლივად მუშაობენ საპროექტო წინადადებებზე, რაც იწვევს და აღრმავებს ნდობას.
დემოკრატიული ცვლილებები
აღნიშნული პროცესების დანერგვა აჩქარებს დეცენტრალიზაციის პროცესებს, მეტად ააქტიურებს სამოქალაქო საზოგადოებას და აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში;
გარემოს გაუმჯობესება
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული თვითმმართველობა.