პროექტის ავტორი: გიგა გელაშვილი
პროექტის ადგილმდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტი
ამოცანები: პროექტის ძირითადი მიზანია, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის და მათი შინაური ცხოველების საჭიროებების და მოთხოვნილებების ხელშეწყობა.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები (ძაღლები). დღის განმავლობაში მეპატრონე შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობს ქალაქის ქუჩებში და სკვერებში. აღნიშნულ ტერიტორიებზე არ არის მოწყობილი სივრცეები, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ შინაური ცხოველებისთვის. საპროექტო იდეა შეეხება შინაური ცხოველებისთვის სივრცეების შექმნას, რომელიც იქნება განთავსებული სხვადასხვა სკვერში. აღნიშნული სივრცე, რომლის ფართობი არის 25-30 კვ.მ იქნება შემოსაზღვრული რკინის მესერით და შიგნით განთვსებული იქნება ძაღლებისთვის გასართობი ატრიბუტები და ნივთები (თოკები, საბურავები, რკინის კონსტრუქციები, სათამაშოები და ა.შ.). 1 სივრცის მოწყობა დაჯდება 3000 ლარი. პროექტის ბიუჯეტით მოეწყობა 2 სივრცე “ახალბაღის ” ტერიტორიაზე და ჭალის დასახლებაში.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას: საპროექტო იდეას გაეცნენ მოსახლეობის ის ჯგუფი, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები. საკონსულტაციო შეხვედრისას გამოკვეთილი მოთხოვნილებები გათვალისწინებულია პროექტში და მოსახლეობა საპროექტო იდეას დადებითად შეხვდა.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: პროექტს გავაცნობ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც მუშაობენ შინაური და მიუსაფარი ცხოველების საკითხებზე.
რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: აქტიურად ვიქნები ჩართული ახალგაზრდებთან ერთად პროექტის განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში, როგორც ფიზიკურ სამუშაოებში, ასევე საზედამხედველო საქმიანობაში.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური): მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოყოფილი იქნება ტერიტორია სივრცის მოსაწყობად. ასევე პროექტის დასრულების შემდეგ განახორციელებს არსებული სივრცეების მოვლა პატრონობას.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: პროექტის განხორციელების ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც არიან ცხოველთა მოყვარულები, რომლებიც გასწევენ ფიზიკურ სამუშაოებს სივრცის მოსაწყობად.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: გორის მოსახლეობა შეძლებს შინაური ცხოველების ისეთ სივრცეში გამოყვანას, სადაც ძაღლები ალიკაპის და მოსაბმელის გარეშე იმოძრავებენ. ასევე შეიქმნება უსაფრთხო გარემო როგორც შინაური ცხოველებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის.
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობაა 2 თვე. პირველი თვე სივრცისთვის ადგილის გამოყოფა და მოსუფთავება, მეორე თვე სივრცის აშენება და მოწყობა.
აღწერეთ პროექტის ხარჯები: 1 სივრცის მოსაწყობად მასალების შესაძენად 2000 (ორიათასი) ლარი, ხოლო ინვენტარის და ატრიბუტების შესაძენად 1000 (ათასი) ლარი. სულ: 3000 ლარი. 2 სივრცის მოწყობა სულ: 6000 (ექვსიათასი) ლარი.