ავტორის სახელი: მაია დალაქიშვილი
პროექტის ადგილმდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქუჩა.
ამოცანები: ქ. თელავში, ჭაქვჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული აქტიური ურბანული ზონის მიზნობრივ ათვისებას, ქალაქის იერსახის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას და ახალი მიზიდულობის არეალის შექმნას, ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: თელავი ისტორიული ქალაქია, რომელიც მნიშვნელოვნად განვითარდა მე-18 საუკუნიდან და თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა კახეთის მხარის რეგიონულ ცენტრად. იგი მოიცავს ძველ და ახალ დასახლებებს, რომელთაც ბუნებრივად ჰყოფს თელავის ცენტრალური ხევი. ქალაქის სამხრეთი მხარე ცივ-გომბორის კალთაზეა განფენილი . ქ. თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერი მდებარეობს თელავის ერთ ერთ ისტორიულ უბანში, აღნიშნულ სკვერში მოსასვენებელი სკამების და ტრენაჟორების განლაგება ხელს შეუწყობს დამატებით მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას. ამავდროულად, აღნიშნული სკვერი სარეაბილიტაციოა და საჭიროებს განახლებას. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდების მიზიდულობის ადგილს, რაც გამოიხატება მოქალაქეთა ყოველდღიურ აქტივებებში. რეკრეაციული სივრცის მოწყობა ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და ახალგაზრდების სპორტით დაკავებას. ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში დასვენებას. გაუმჯობესდება ქალაქის იერსახე და შეიქმნება ახალი მიზიდულობის არეალი სტრატეგიულად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს წერტილში.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას: პროექტის აქტივობების განხორციელებისას გამოვიყენებ ოთხივე სესიის დროს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას. მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, საჭიროებების მოკვლევას, შესაბამის კონსულტაციებს, სამოქალაქო ბიუჯეტირებას, ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს, მოქალაქეთა როლის განსაზღვრას საჯარო შესყიდვებში, ფასილიტატორის მუშაობის მეთოდებს და ინსტრუმენტებს, საპროექტო განაცხადის შედგენას, პრობლემური ინდიკატორების განსაზღვრას და პროექტის ბიუჯეტის შედგენას. განხორციელებული პროექტის ჩაბარებას, ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობის გააქტიურების მექანიზმებს.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: სკვერის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იქნება თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, სკვერით მოსარგებლე მოქალაქეები.
რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ჩემი წვლილი გამოიხატება აქტიური თანამშრომლობით როგორც საჯარო სექტორთან- მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ასევევ სკვერით მოსარგებლე მოქალაქეებთან.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური): პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, 2023 წლის ბიუჯეტში თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაითვალისწინებს თანადაფინანსების ხარჯს.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება მუნიციპალიტეტის ყველა იმ სამსახურის წარმოამდგენლები, ვინც პასუხისმგებლები არიან პროექტის განხორციელებაზე და მონიტორინგის საკითხში აქტიური მოქალაქეები.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახლოს მცხოვრები მოსახლეობა, ვისაც სურს მყუდრო გარემოში დასვენება და ვინც უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღ ცხოვრებას.
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელდება 2023 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით ( 3თვე).
აღწერეთ პროექტის ხარჯები: პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის 15 000 ლარი, თელავის მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების სახით 2023 წლის ბიუჯეტში გამოყოფს 9 000 ლარს.