ავტორთა სახელები:  ნინო ლომაია/ ბადრი დოლიძე

პროექტის ადგილმდებარეობა:  აჭარის მუნიციპალიტეტები

ამოცანები:  პროექტის მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტებში (ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) მცხოვრებ ახალგაზრდებში ახალგაზრდული აქტივიზმის გაძლიერება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. პროექტში მონაწილეობას მიიღებს თითო მუნიციპალიტეტიდან 50 ახალგაზრდა, ანუ სულ 200 ახალგაზრდა.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა:  ახალგაზრდების აქტივიზმზეა დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიძლიერე, მათი გაძლიერება და ცნობადობის ამაღლება, იმასთან დაკავშირებით თუ რა უფლებებით შეუძლიათ სარგებლობა, რომელი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების გამოყენებით შეუძლიათ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ , ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. გარდა ამისა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, იმისა რომ მიღონ არაფორმალური განათლება, არაქვთ შესაბამისი ციფრული ტექნიკა, რომელიც დაეხმარებათ სხვადასხვა ინფორმაციების მიღებაში თუ სხვა ელექტრონუილი რესურსებით სარგებლობაში . პროექტი განხორციელდება პორ ეტაპად, პირველ ეტაპზე სამიზნე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ ცენტრებთან და სსიპ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე გამოცხადდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებმა უნდა წარადგინონ პატარა ვიდეო/ესე რომელშიც ნაჩვენები იქნება მათი თვალით დანახული აქტივიზმი, გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპიუტერული ტექნიკა.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას:  უშუალოდ ტრენინგებზე ვისაუბრებთ მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებზე, კომუნიკაციის დამყარების მეთოდიკაზე . ის ფაქტი რომ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი არ მოვიწვევთ ბათუმში არამედ ჩვენ თვითონ ვესტუმრებით ადგილზე, მიუთითებს იმას, რომ ადგილობრივ დონეზე საკითხის გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:  ახალგაზრდული ცენტრები დაგვეხმარება ახალგაზრდებთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაში, ასევე სატრენინგო სივრცის მოძიებაში, ხოლო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი დაგვეხმარება ტრანსპორტით უზრუნველყოფაში.

შეაფასე პროექტი

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:  მე შევქმნი ტრენინგის მოდულს და გავუძღვები მას ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):  ახალგაზრდული ცენტრები დაგვეხმარებიან კომუნიკაციაში_საკომუნიკაციო ხარჯები ასევე სივრცის მოძიებაში_აუდიტორიის ქირავნობის ხარჯი ახალგაზრდობის რეგჰიონული ცენტრი დაგვეხმარება საკანცელარიო მასალების მიწოდებაში ახალგაზრდებისთვის _ ბლოკნოტი/კალამი ტრანსპორტი – ბათუმიდან შესაბამის მუნიციპალიტეტამდე, ტრენერის მომსახურება.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:  მუნიციპალიტეტებთან კოორდინაცია და ტრენინგი – ნინო ლომაია ახალგაზრდებთან კომუნიკაცია – ახალგაზრდული ცენტრები.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:  მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან ბენეფიციარები, პროექტის მეორე ეტაპზე გამარჯვებული ახალგაზრდები (მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან) მიიღებენ კომპიუტერულ ტექნიკას.

პროექტის ხანგრძლივობა:  პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად, პირველი ეტაპი იქნება საორგანიზაციო/მოსამზადებელი, მეორე ეტაპი ტრენინგის განხორციელება მესამე ეტაპი კონკურსის გამოცხადება.

აღწერეთ პროექტის ხარჯები:

1. საკომუნიკაციო ხარჯი – 60ლ;

2. სატრენინგო აუდიტორია- 500ლ;

3. ტრანსპორტით მომსახურება (ბათუმი-ქედა, ბათუმი -ხელვაჩაური, ბათუმი-ქედა, ბათუმი – ხულო, ბათუმი-შუახევი და უკუნმიმართულებები)- 1000ლ;

4. საკანცელარიო მასალები-1000ლ;

5. ტრენენრის მომსახურება- 2000ლ;

სულ 4560ლ.