“ჩართულობის შესაძლებლობები და ტრენინგი” სასწავლო ციკლია, რომელიც გულისხმობს პროფესიული ცოდნის მიღებას, შესაძლებლობების, კომპეტენციებისა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
- თუ დაინტერესებული ხართ თემისა და საზოგადოებრივი ცხოვრებით;
- თუ ხართ მოწოდებული, გააძლიეროთ თქვენი კომპეტენციები თემის საქმიანობაში ჩართულობით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილობით;
- თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ თანამონაწილეობით / პარტიციპაციულ პროცესებში, მათ შორის “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების პროცესში და გახდეთ ადგილობრივი განვითარების აქტიური მონაწილე.
„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“, „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას გაიაროთ სასწავლო ტრენინგები.