FSM-2024-02-14

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებას თბილისში და მის ფარგლებს გარეთ (ტაქსის მომსახურება) ფიზიკური პირებისთვის და მცირე ზომის ჯგუფებისთვის, სოლიდარობის ფონდის PL საველე საქმიანობის ფარგლებში.
მოთხოვნილი მომსახურება – ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურება საქართველოში, დედაქალაქ თბილისის ფარგლებსა და მის გარეთ (საქართველოს ტერიტორიაზე) ფიზიკური პირებისა და მცირე ზომის ჯგუფებისთვის.

შევსებული განაცხადი უნდა შეიცავდეს განაცხადის ფორმას და ფისკალური განაცხადის ფორმას ხელმოწერილს და დასკანერებულს PDF ფორმატში. განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნას 2024 წლის 3 მარტის თბილისის დროით 24:00 საათამდე, მისამართზე: georgiarep@solidarityfund.pl

დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

* ინიციატივა თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.