ავტორები:  ზურაბ ნასარაია, შალვა სარდალიშვილი, ბესიკ მაშავა.
პროექტის ადგილმდებარეობა:  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ამოცანები:  ჩვენი ინიციატივითა და ჩართულობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში იგეგმება მოეწყოს „ქართული ფეხბურთის მუზეუმი“, რომელიც უნდა განხორციელდეს ღია ცის ქვეშ და პარალელურად შეითავსებს სკვერის ფუნქციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ,, ქალაქისთვის მოვამზადოთ ზემოხსენებული „ქართული ფეხბურთის მუზეუმის“ პროექტი, გეგმა, ნახაზი და ქალაქს შევთავაზოთ მზაპროექტის სახით.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა:  ვინაიდან ქალაქ ფოთში დაიბადა ქართული ფეხბურთი და გავრცელდა მთელ საქართველოში ვეტერანი სპორტსმენებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უკვე შერჩეულ სივრცეში იგეგმება სპორტულ-კულტურული სკვერის მოწყობა. ჩვენი საპროექტო იდეა გულისხმობს მომზადდეს „ქართული ფეხბურთის მუზეუმის“, არქიტექტურული პროექტი/ნახაზი. იმისთვის, რომ აღნიშნული ინიციატივა სწრაფად განხორციელდეს მზაპროექტის წარდგენა კარგი წინაპირობა გახდება სამუშაობის დასაწყებად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ვფიქრობთ, რომ მზაპროექტის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებისა და თვითმმართველობის მხრიდან უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი და მოტივაცია ფოთის „ქართული ფეხბურთის მუზეუმის“ მიმართ. ჩვენი ხედვით საპროექტო ნახაზის არსი გამოიხატება შემდეგში, რომ ის უნდა ითვალისწინებდეს და გამოხატავდეს მოსახლეობის მიერ წამოჭრილ საკითხებს, კერძოდ, საფეხბურთო ტრადიციას, მინიატურულ სპორტულ ფიგურებს, მემორიალურ დაფებს, მსუბუქ კონსტრუქციებს, ფილმის „პირველი მერცხალის“ ელემენტებსა (ფოთშია გადაღებული და აღწერს პირველი ფეღბურთის ისტორიას) და სხვას. ამის საფუძველზე აღნიშნული სკვერი შეიძლება ვაქციოთ ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად, სადაც ვიზიტორები საინტერესო და ახალ ინფორმაციას მიიღებენ ქალაქის სპორტული ტრადიციის შესახებ.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას:  ოთხივე სესიის მასალები პრაქტიკულად გამოყენებული და ათვისებულია. პირველი სესიიდან ჩრთულობის მექანიზმების გამოყენებით, მოსახლეობის საჭიროებების, მოსაზრებების, წინადადებების შეგროვებისა და მათ საფუძველზე საპროექტი იდეაში მათი ინტეგრაცია. ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მედიაცია. მთლიანი სკვერის საბიუჯეტო ხარჯების გამოკვეთა და საპროექტო ნახაზის მომზადების ხარჯები. ამის საფუძველზე საჭიროების იდენტიფიცირება და პროექტის რეალიზაციისთვის მოტივების გამოკვეთა: საჭიროებასთან დაკავშირებული მონაცემების კვლევა, პროექტების სტრუქტურის აღწერა და შესრულება. რაც შეეხება „ქართული ფეხბურთის მუზეუმის“ სამოქალაქო იდეას, აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის აკადემიის სესიების მიმდინარეობისას, თავისუფალი შეხვედრების დროს დამუშავდა.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:  მრავალსექტორულობა უზრუნველყოფილია ქალაქ ფოთის საფეხბურთო სპორტის ვეტერანი საზოგადოების, სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობით, რომლის ფაქტობრივი შედეგიც უკვე არის ამ ტიპის აქტივობის წამოწყება. კერძოდ, აქ იგულისხმება იდეის მოწოდება საფეხბურთო სპორტის ვეტერანებისგან, შემდგომ საზოგადოებაში ამ საკითხის არაფორმალური პოპულარიზაცია და ამის საფუძველზე ადგილობრივ ხელისფულებასთან აქტიური კომუნიკაცია.
პროექტის ბიუჯეტი იხილეთ აქ.
შეაფასე პროექტი
რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:  ვინაიდან „ქართული ფეხბურთის მუზეუმის“ არქიტექტურული პროექტის მომზადება უნდა ითვალისწინებდეს ყველა თეამატურ საკითხსა და სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ინტეგრაციას მასში, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში ჩვენი ჩართულობა გარდაუვალია, კერძოდ, არაფინანსური მიმართულებით – ფასილიტატორებად და მოდერატორებად.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):  პირველი აქტივობა ეხება აღნიშნული არქიტექტურული გეგმა-ნახაზების მომაზადებასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადებას. შემდგომ, 2023 წლის ბიუჯეტში მისი ჩასმა და აღნიშნული ფეხბურთის სკვერის განაშენიანება. ხოლო, გეგმა-ნახაზების პროექტის განხორციელების დროს, ყველა საჭირო დოკუმენტისა და დახმარების გაწევა, პროცესისის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:  გეგმა-ნახაზების, როგორც პროექტის სახით მომზადებაში პასუხისმგებელი იქნება ის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც აიღებს მისი მომზადების პასუხისმგებლობას. ხოლო წინასარეკომენდაციო საქმიანობასა და გეგმა-ნახაზების მომზადების მონიტორინგის პროცესში ჩავრთავთ ფეხბურთის სპორტის ვეტერანებს, მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას. თითოეული მათგანი მოამზადებს შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს, რომლებსაც, რაციონალურობის გათალისწინებით, ჩავრთავთ გეგმა-ნახაზების მომზადებაში.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:  ნაკვეთი მდებარეობს კუნძულის უბანში, თამარ მეფისა და ბერდიანსკის ქუჩების გადაკვეთაზე, სანაპირო ზოლის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: 01.13.440; 04.01.13.344; 04.01.13.356; 04.01.13.370 ) მას სამკუთხედის ფორმა აქვს. ერთ გვერდზე საბავშვო ბაღია, მეორე გვერდზე თამარ მეფისა და ბერდიანსკის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო მესამე გვერდზე ზღვის სანაპირო ზოლია. აღნიშნული ადგილი ადგილობრივი მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს და პრაქტიკულად მთელი წლის მანძილზე დატვირთულია. შესაბამისად პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იქნება ყველა ზემოხსენებული ჯგუფი, განსაკუთრებით კი ქალაქ ფოთის სპორტული ისტორიითა და ფეხბურთით დაინტერესებული საზოგადოება.
პროექტის ხანგრძლივობა:  თავიდან, ეს იქნება კონსულტაციები და დიაგნოზი, შემდეგ, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და შეთანხმება, ასევე, შემსრულებლის შერჩევა შეთანხმების საფუძველზე, შემსრულებლის მიერ შეკვეთის განხორციელება და ამ პროცესში ორმხრივი ჩარულობა. ბოლოს, შესრულებული შეკვეთის „ქართული ფეხბურთის მუზეუმის“ გეგმა-ნახაზის პროექტის მიღება და დამტკიცება თვითმართველი ხელისუფლების მიერ.