სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში აცხადებს ონაწილეების მიღება  „მონაწილეობის აკადემია“-ში (AoP) 

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში, იღებს მონაწილეობის აკადემი“ აპლიკანტების განაცხადებს

  • აინტერესებული ხართ თემის და საზოგადოებრივი ცხოვრებით, თქვენი მუნიციპალიტეტის განვითარებითგსურთ ჩაერთოთ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში? 
  • მზად ხართ მიიღოთ მონაწილეობა თემის საქმიანობაში და გსურთ გააძლიეროთ თქვენი პროფესიული კომპეტენციები?

თუ ასეაჩვენ აძლევთ საუკეთესო შესაძლებლობგანავითაროთ თქვენი უნარები 

ჩვენ ველით თქვენ განაცხადებ არაუგვიანეს 2022 წლის 10 მარტისა, 23:59 საათამდე! 

ეს მნიშვნელოვანია! 

ჩვენ მოვუწოდებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომელთაც ჯერ არ გააჩნიათ გამოცდილება საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთების სფეროში –  შემოიტანეთ განაცხადი! 

სოლიდარობის ფონდი უზრუნველყოფს ურთიერთპატივისცემის და თანაბარი შესაძლებლობების გარემოს ყველა აპლიკანტისთვის.

თუ თვლით, რომ არ მოგეცათ თქვენი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად და საკმარისად გამოვლენის საშუალება, შემოიტანეთ განაცხადი და მოგვიყევით თქვენი მიზნების შესახებ. 

მონაწილეობის აკადემია(AoPგაძლევთ შანსს, გახდეთ პროფესიონალები ადგილობრივი მონაწილეობის სფეროში.

რა არის „მონაწილეობის აკადემია“?

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში-ს „მონაწილეობის აკადემია“ არის სასწავლო ციკლი, რომელიც ეძღვნება მონაწილეობის მრავალგანზომილებიან პროცესს – პირდაპირი დემოკრატიის სხვადასხვა ფორმას მოქმედებაში.

„მონაწილეობის აკადემია“ არის ინტერაქტიული და მოქმედი სასწავლო ციკლი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და აქტიურ მოქალაქეებს, რათა გაეცნონ საზოგადოების ჩართულობის სხვადასხვა გზებს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ პროცესებში ადგილობრივ დონეზე.

“მონაწილეობის აკადემია” (AoP) არის სივრცე:

  • სადაც აქტიურ მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებს, მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია თავიანთი თემის კეთილდღეობით, მიეცემათ შესაძლებლობა  შეიძინონ ახალ უნარ-ჩვევები;
  • სადაც ისწავლიან საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებს და საშუალებებს, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • სადაც შესაძლებელია უახლესი საერთაშორისო გამოცდილების მიღება და მნიშვნელოვანი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება;
  • სადაც ყველას შეუძლია შეიძინოს ცოდნა და აღიჭურვოს აქტიური მოქალაქეობის ახალი უნარებით, ჰქონდეს საკუთარი „ხმა” და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში აზრის გამოთქმის და ჩართვის შესაძლებლობა.

რატომ ღირს მონაწილეობა?

იმიტომ, რომ:

– თქვენ შეიძენთ თანამოაზრეებს, მეგობრებს, რომელთაც საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი ამოძრავებთ!

– თქვენ გაეცნობით  შესაძლებლობების ფართო სპექტრს, რაც სასარგებლო იქნება  როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი  თემისა  და მუნიციპალიტეტისათვის!

– თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ, თქვენი თემისთვის მთელი რიგი მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში !

– თქვენ შეძლებთ, ადგილობრივი რესურსების იდენტიფიცირებას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია არსებული  პრობლემების დაძლევა!

– თქვენ გაეცნობით რეგიონის განვითარების ყველაზე მოწინავე იდეებს!

– თქვენ გააკეთებთ მნიშვნელოვან საქმეებს თქვენი პირადი, პროფესიული ზრდისთვის და ამავდროულად, მოგეცემათ შესაძლებლობა იმოქმედოთ თქვენი თემის სახელით!

აკადემიის პროგრამა

„მონაწილეობის აკადემიის“  სასწავლო პროგრამები შემუშავებულია  „პოლონეთის დახმარების“ (Polish Aid) მიერ შემუშავებული პროექტის „თანამშრომლობა განვითარებისთვის“ ექვსწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მოდულებს გაუძღვებიან ექსპერტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება საქართველოში თვითმმართველი ერთეულების დეცენტრალიზაციისა და მოდერნიზაციის საკითხებში, აგრეთვე გადაწყვეტილების ინკლუზიურად მიღების სფეროში.

აკადემია საშუალებას იძლევა, გადასცეს საქართველოს, პოლონეთის დემოკრატიული გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკები სოციალურ-ეკონომიკურ გარდამავალ პერიოდში, რაც შესაბამისად გამოიწვევს  ადგილობრივი ადამიანური რესურსების მაღალ   პროფესიულ ზრდას.

აკადემია წარმოადგენს სამაგიდო  ტრენინგების ციკლს, რომლის საშუალებითაც მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების ჩათვლით.

სამაგიდო ტრენინგი წარმოადგენს სცენარებზე დაფუძნებული სემინარების სერიას მოქალაქეების ჩართულობის სხვადასხვა ასპექტებში. მონაწილეები განიხილავენ თემისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზებს, მოცემულ, ადგილობრივ რეალობაში.

რას შეისწავლით?

თქვენ ეტაპობრივად გაეცნობით სხვადასხვა მონაწილეობით პროცესს – მათ პრინციპებს, სამართლებრივ ჩარჩოებს, განხორციელების ფაზებს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ რეგულაციები და არსებითად მნიშვნელოვანი დოკუმენტები, აგრეთვე, როგორ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და შეფასება. თქვენ დაგეგმავთ და ჩაატარებთ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ეფექტურ კომუნიკაციას დაამყარებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც წარმოადგენენ როგორც საზოგადოებრივ, ასევე სამოქალაქო სექტორს.

თქვენ გაეცნობით და გამოიყენებთ ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს. თქვენ ჩაატარებთ ექსპერიმენტს თქვენ მიერვე შემუშავებულ იდეებზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ადგილობრივი მწვავე საკითხები.

მონაწილეობის აკადემიის გუნდი იყენებს მაქსიმალურად მოქნილ მიდგომებს, ამიტომ, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, სასწავლო მიზნები სისტემატიურად გადაიხედება და განახლდება.

ვის შეუძლია შეუძლია განაცხადის შეტანა?

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ საკრებულოს ან მერიას;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGOs);
  • მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი სასიკეთო ცვლილებები შეიტანონ თემის ცხოვრებაში.

პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ექსპერტები

„მონაწილეობის აკადემია“ (AoP) მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ  კომპონენტებს. პოლონეთისა და უკრაინის უმაღლესი კლასის ექსპერტები გაუძღვებიან მოდულებს შემდეგ საკითხებზე:

  • კომუნიკაცია და ფასილიტაცია;
  • ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღება;
  • მოქალაქეთა ჩართვა სახელმწიფო შესყიდვებში;
  • ფონდების მოძიება.
კურსის სტრუქტურა

კურსი მოიცავს ოთხ 2-დღიან სესიას (სულ 48 საათი), რომლებიც ჩატარდება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში. სესიები გაიმართება 2022 წლის აპრილის თვიდან ივლისამდე. თეორიულ ნაწილს მოჰყვება საველე პრაქტიკა (სულ 10 სთ) 2022 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. „მონაწილეობის აკადემია“ დასრულდება ონლაინ გამოცდით და ის ჩატარდება 2022 წლის სექტემბერში.

შერჩევის კრიტერიუმები

განაცხადის წარდგენისთვის აუცილებელია ქართული ენის თავისუფლად ფლობა. განაცხადის შეფასება შედგება ორი ნაწილისგან და მოიცავს წერილობითი განაცხადის ფორმის შეფასებასა და პირად გასაუბრებას.

შერჩევისას ყურადღბა მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მოტივაციას – რამდენად მოტივირებული ხართ, მონაწილეობა მიიღოთ „მონაწილეობის აკადემიაში“ და შეცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ;
  • მოსალოდნელ ზეგავლენას – როგორ აპირებთ მიღებული ახალი ცოდნისა და უნარების გამოყენებას;
  • ინა გამოცდილებას საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში – რა გაქვთ გაკეთებული ადგილობრივი თემის სახელით, რა ერთობლივი საქმიანობა განახორციელეთ მეზობლებთან ერთად და ა.შ.;
  • ხელმისაწვდომობას – ხართ მზად, აკადემიის ყველა მოდულში მიიღოთ მონაწილეობა?

შერჩევის პროცედურა

I საფეხური – 25 თებერვალი – 10 მარტი, 2022 – წარდგენილი განაცხადების შეფასება.

II საფეხური – 11-25 მარტი, 2022 – ონლაინ ინტერვიუები აპლიკანტებთან.

შედეგების გამოცხადება – მარტის ბოლოს, 2022.

დამატებითი ინფორმაცია აკადემიის შესახებ იხილეთ აქ:

https://participatoryhub.ge/ka/academy-of-participation

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ფარავს „მონაწილეობის აკადემიის“ ხარჯებს (მგზავრობა, საცხოვრებელი, კვების ხარჯები, და სასწავლო მასალები).  

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ონლაინ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 2022 წლის 10 მარტი.

შერჩევის შედეგების შესახებ ყველა კანდიდატს ეცნობება არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა.

„მონაწილეობის აკადემიის“ (AoP) მსმენელები შეირჩევიან გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის საფუძველზე, განაცხადის ფორმებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ორგანიზატორი: სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში (Solidarity Fund  PL  in Georgia)

საკონტაქტო პირი: ოლგა დოროხინა, olga.dorokhina.geo@gmail.com; 599463560