რა არის “ინდივიდუალური  სერტიფიცირება”?

„ინდივიდუალური სერტიფიცირება“ არის:

 

  • ინდივიდუალური შეთავაზება – სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ფიზიკური პირებისა და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება მონაწილეობის (პარტიციპაციის) მექანიზმებსა და პროცესებში და სურს შესაბამისი სერტიფიკატის მიღება;
  • საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების ობიექტური შეფასება  შემდგომი განვითარებისთვის;
  • ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა, ინდივიდუალური მონაწილეობის მექანიზმების, პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მონიტორინგისთვის;
  • ინდივიდების შესაძლებლობების განვითარება მონაწილეობის (პარტიციპაციის) სფეროში, სადაც ისინი თავს კომფორტულად და დამოუკიდებლად იგრძნობენ.

ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“, „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, 2020 წლიდან იწყებს “ინდივიდუალურ სერტიფიცირებას”.

“ინდივიდუალური სერტიფიცირების” გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • განსაზღვროთ საკუთარი ცოდნის დონე;
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია;
  • მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყაროთ ახალი კონტაქტები;
  • შეიძინოთ ახალი ცოდნა და უნარები “სამოქალაქო ბიუჯეტისა” და მონაწილეობის (პარტიციპაციის) სხვა მექანიზმების გამოსაყენებლად.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ:

  • საკუთარი ცოდნის შემოწმებით;
  • ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენით;
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობით ადგილობრივ დონეზე;
  • თქვენი მიღწევების პოპულარიზაციით;
  • პიროვნული განვითარებით და კეთილდღეობის დონის ამაღლებით;
  • მონაწილეობის (პარტიციპაციის) სფეროში თქვენი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებით.

მაშინ “ინდივიდუალური სერტიფიცირება” სწორედ თქვენთვისაა!

როგორია “ინდივიდუალური სერტიფიცირების” მუშაობის პრინციპი?

1

რა მოეთხოვებათ განმცხადებლებს?

განმცხადებელს მოეთხოვება გამოცხადებული ვადების დაცვით აპლიკაციის შევსება და განაცხადის გამოგზავნა;
2

როგორ ხდება განაცხადის შეტანა?

განაცხადების მიღება უნდა განხორციელდეს ინტერნეტ-პლატფორმის participatoryhub.ge საშუალებით. განმცხადებლები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ გუნდს განაცხადის გაკეთების პროცესთან დაკავშირებით, ნებისმიერი ტექნიკური საკითხის ან კითხვის თაობაზე.
3

განაცხადების შეფასება

ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდ PL საქართველოში“ ექსპერტთა გუნდი პასუხისმგებელია, შეამოწმოს აპლიკანტების მიერ სრულყოფილად შევსებული განცხადებები და მათი აპლიკაციასთან შესაბამისობა. ექსპერტთა გუნდი განიხილავს და აფასებს განაცხადებს შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: არსებული გამოცდილება, განმცხადებლის მოტივაცია, "სამოქალაქო ბიუჯეტის" განვითარებისა და მონაწილეობით მექანიზმებში მოქალაქეთა ჩართვის უნარი.
ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ იტოვებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლებისგან.
გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ გუნდს, თუ თქვენი განაცხადის დეტალები ან სხვა გარემოებები შეიცვლება.
4

სერტიფიცირების შედეგები

განაცხადებს სერტიფიცირების შესახებ განიხილავს ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ექსპერტთა გუნდი, რომელიც ასევე პასუხუსმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე.
სერტიფიცირების შედეგად თქვენ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
5

სერტიფიკატების გადაცემა

სოლიდარობის ფონდი PL-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე საზეიმო ვითარებში გადმოგეცემათ სერტიფიკატები.

“ინდივიდუალური სერტიფიცირება”რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ დაიწყოთ სასწავლო მოგზაურობაინდივიდუალური სერიფიცირების” გარშემო?

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

  • დაუკავშირდით პრაქტიკოსს ან კურსდამთავრებულს;
  • მიიღეთ კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე;
  • გაეცანით რეალურ და ცხოვრებისეულ მონაწილეობის მაგალითებს.

განაცხადის ფორმა

“გარე სწავლებისა და ჩართულობის შესაძლებლობები”
– გაიგეთ მეტი “პარტიციპაციის აკადემიის” შესახებ