Announcements

კონკურსი მომსახურების შესყიდვაზე: ტრანსპორტირების მომსახურება FSM-2025-04-06

By April 25, 2025April 30th, 2025No Comments

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს ტრანსპორტირების მომსახურების მომწოდებელ კომპანიას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში  ინდივიდუალური და მცირე ჯგუფების ტრანსპორტირებისთვის სოლიდარობის ფონდის პლ-ის საველე საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში, და სურს ითანამშრომლოს პასუხისმგებელ, პროფესიონალ და პუნქტუალურ მომსახურების მიმწოდებელთან, რომელიც საიმედოობასა და ხარისხზეა ორიენტირებული ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობისას.

მოთხოვნილი სერვისი: ტრანსპორტირების სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აეროპორტის ტრანსფერი და სხვა ტრანსპორტირება თბილისში, აგრეთვე რეგიონებში გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი.

შევსებული განაცხადი უნდა შეიცავდეს განაცხადის ფორმას და ფისკალური განაცხადის ფორმას ხელმოწერილს და დასკანერებულს PDF ფორმატში.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 4 მაისისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl

კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.

გთხოვთ, იხილეთ წარდგენილი კითხვები და პასუხები შემდეგ ბმულზე.

* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

Leave a Reply