მზის ენერგიის გაერთიანება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, როგორც სათემო ენერგეტიკული გაერთიანების მაგალითი

შესაძლებელია თუ არა საბავშვო ბაღებში ენერგიის დაზოგვა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი სახსრები შემდგომი განვითარებისთვის?

დიახ, ეს შესაძლებელია – ბავშვების სასარგებლოდ!

ტყიბულში, საქართველოში, სოლიდარობის ფონდმა PL საქართველოში განახორციელა უნიკალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურობის გაზრდას და ენერგეტიკული გაერთიანების შექმნას – “სათემო მზის ენერგიის გაერთიანება”ეს ინიციატივა საბავშვო ბაღებს უფრო კომფორტულს და ბავშვებისთვის მეგობრულს გახდის, და ასევე დაზოგავს ელექტრო ენერგიის ხარჯებს.

ვისთვის არის ეს პროექტი?

ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ განახორციელა ენერგოეფექტურობის გადაწყვეტა, რომელიც მოიცავს 18 საბავშვო ბაღს. შეიქმნა ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც აკონტროლებს დანაზოგებს და რეკომენდაციას უწევს რეინვესტირებას კლიმატისთვის ხელსაყრელ პროექტებში. სათემო ენერგეტიკული გაერთიანება მიზნად ისახავს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას, ხარჯების შემცირებასა და მდგრადობის მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს უფრო ფართო მუნიციპალური კლიმატის მიზნებს.

რა გაკეთდა ამ ინიციატივის ფარგლებში?

მზის ფოტოელექტრული სისტემის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება – პოლონელი ენერგოეფექტურობის ექსპერტის დახმარებით საბავშვო ბაღების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ტყიბულისთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ისეთი მზის ფოტოელექტრული სისტემა დანადგარები, რომელიც უდიდეს სარგებელს მოუტანს საბავშვო ბაღებს.

ტრენინგი ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ – სემინარების დროს თემის წარმომადგენლებმა ისწავლეს, თუ როგორ ამოიღონ მონაცემები ახალი „ჭკვიანი მრიცხველებიდან“ და როგორ დააბალანსონ დანაზოგები ელექტროენერგიის მიმწოდებელთან, რაც ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღებში ენერგიის მოხმარების უკეთ მართვას.

მზის პანელების მონტაჟი – დასრულებული დოკუმენტაციის საშუალებით საბავშვო ბაღები მიიღებენ მზის პანელების სისტემებს, რაც ელექტროენერგიის გადასახადს შეამცირებს 40%-მდე, დანაზოგების რეინვესტირება კი შემდგომი ენერგოეფექტურობის პროექტებში იქნება შესაძლებელი.

რეინვესტირების მექანიზმის შექმნა – ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეიმუშავა დანაზოგების რეინვესტირების სტრატეგია ენერგოეფექტურობის ახალი ინიციატივებისთვის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ენერგოეფექტურობის ხარისხი მთელ მუნიციპალიტეტში.

განხორციელებულმა ქმედებებმა არა მხოლოდ გააუმჯობესა პირობები საბავშვო ბაღებში, არამედ ხელი შეუწყო CO2 გამონაბოლქვის შემცირებას, ხარჯების დაზოგვასა და საზოგადოებისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას. სხვადასხვა ჯგუფების, როგორიცაა: ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და მოქალაქეები – ჩართულობისა და თანამშრომლობის წყალობით, ტყიბული ხდება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ენერგოეფექტურობამ ბავშვებისა და მთელი საზოგადოების ცხოვრება!

ინტერვენციის ლოგიკა

ენერგოეფექტურობის ღონისძიებები ემსახურება საერთო მიზანს, გაზარდოს „ოპტიმალური“ ენერგეტიკული პაკეტების დანერგვა საზოგადოებრივ შენობებში, განსაკუთრებით, საბავშვო ბაღებში. საბავშვო ბაღებისთვის ენერგოეფექტურობის გადაწყვეტები შემუშავებულია და მორგებულია დაბალშემოსავლიანი ადგილობრივი თვითმართველობების საჭიროებებზე, რომელიც გამოვლენილი იქნა 2023 წელს. ადგილობრივი თვითმმართველობების ელექტროენერგიის გადასახადებისგან გათავისუფლების მექანიზმი გამოიცადა ტყიბულის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ასოციაციის მიერ, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩა. შეზღუდული ფინანსური რესურსები, დაბალი გარემოსდაცვითი ინფორმირებულობის დონე და არასაკმარისი ცოდნა მუნიციპალიტეტებს შორის (მუნიციპალური საბავშვო ბაღების ასოციაციების ჩათვლით) ზღუდავს ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, დანერგოს ენერგოეფექტური გადაწყვეტები. რეპლიკაცია (განმეორება) კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დადასტურდეს SFPL -ის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობა და ეფექტურობა როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე მოსახლეობის ცხოვრების კომფორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით. SFPL აქტივობები ხელს უწყობს სისტემურ გადაწყვეტას, რომელიც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტის დაზოგვის საკითხებს და, მეორე მხრივ, ზრუნავს მოქალაქეებისთვის ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებისგან მიღებულ სარგებელზე.

პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღების შემდგომ მოდერნიზაციას ენერგოეფექტური გადაწყვეტებით, როგორიცაა ფოტოელექტრული ინსტალაციები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებისთვის დანაზოგების მიღებას. ენერგოეფექტურობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ფოტოელექტრული სისტემების მონიტორინგისა და ენერგიის მოხმარებისა და დაზოგვის თვალყურის დევნების ტექნიკური უნარების განვითარებას.

მოქმედება: ენერგოეფექტურობა უკეთესი ცხოვრებისთვის

ქვეამოცანა: „საბავშვო ბაღების მუნიციპალური გაერთიანება, როგორც სათემო ენერგეტიკული გაერთიანების  მაგალითი (მზის ენერგიის გაერთიანება)“

განმახორციელებელი: სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში

პარტნიორები: ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია; ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი

განხორციელების პერიოდი: 2024 წ.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პუბლიკაცია გამოხატავს ექსკლუზიურად ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება გაიგივებულ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.