FSM-2024-12-05
სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს კომპანიას, რომელიც გაგვიწევს ხარისხიანი საპროექტო, სადემონტაჟო და სარემონტო (შემდგომში “სამოქალაქო სამუშაოები”) მომსახურებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოში.

მოთხოვნილი სერვისი: ხარისხიანი სამოქალაქო (საპროექტო, სადემონტაჟო და სარეაბილიტაციო) სამუშაოების უზრუნველყოფა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, სოფელ ჭრებალოში განთავსებული სოფლის კლუბის შენობის ერთ ოთახსა და სველ წერტილში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2024 წლის 26 დეკემბრისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl
კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.

* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.