პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ეძებს მეცნიერების, ენერგეტიკის, არქიტექტურის ან საჯარო მმართველობის ფაკულტეტების ბოლო წლის 10 სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), რომლებიც დაინტერესებულნი არიან, დაეუფლონ და ჩაატარონ გამარტივებული ენერგო აუდიტი და ასევე გამარტივებული ქუჩის განათების ინვენტარიზაცია და ასევე, რომლებიც გამოყოფენ თვეში რამდენიმე დღეს, რათა მონაწილეობა მიიღონ პროექტის სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებაში.
„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დაბალ-შემოსავლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები (LSG) ენერგოეფექტურობისკენ მიმავალ გზაზე“, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა მუნიციპალურ ცენტრებსა და არაურბანიზებულ ადგილებს შორის 10 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ჩვენ გვსურს, შევიმუშავოთ ისეთი პირობები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს, მოიზიდონ და ჩართონ გარე სახსრები განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით სამომავლო ინვესტიციებში. აქედან გამომდინარე, ფონდი აპირებს შეიმუშავოს საპილოტე მოდელი გარე სახსრების გამოსაყენებლად ენერგო ეფექტური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ დოკუმენტი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლე რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და კითხვები (არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ ფოსტაზე (nikoloz.kavelashvili@solidarityfund.pl). განაცხადების შემოტანის ვადა იწურება 10 აპრილს, 2023.