ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

როზეტა შულაია

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტები

ამოცანები:

ქალაქების – ფოთის და ხობის ახალგაზრდების მობილობის გაზრდა. ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივობის ჩამოყალიბება. ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბების და სამეზობლო და ახალგაზრდული კრებების ფორმირება. კოორდინატორობის მსურველების გამოვლენა და მომზადება. ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესება. საჯარო სექტორის მზადყოფნა რეგულაციის განხორციელებისთვის. საინფორმაციო კამპანიის ეფექტური წარმოება. სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ცნობიერების გაზრდა მოსახლეობაში.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

პროექტის სამიზნე ქალაქებია თვითმმართველი ქალაქი ფოთი და ქალაქი ხობი. პროექტის მიზანია ორივე ქალაქში მოსახლეობის, ადამიანური რესურსის ცნობიერების ამაღლებისა და გადამზადების პროცესის განხორციელება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 3 თემატური ფორუმი:

1. 2022 წლის 28 მაისის ფორუმი. ჩატარების ადგილი – ხობის მუნიციპალიტეტი. ფორუმის თემა – ახალგაზრდული საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის როლი სამოქალაქო ბიუჯეტის ეფექტური დანერგვისთვის;

2. 2022 წლის 11 ივნისის ფორუმი. ჩატარების ადგილი – ქ. ფოთი. თემა – „სამოქალაქო ბიუჯეტი – მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური მექანიზმი;

3. 30 ივნისის ფორუმი. ჩატარების ადგილი – ქ. ფოთი. თემა – ბიზნეს-სექტორის როლი სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებისთვის.

დამთავრების შემდეგ პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო ტრენინგები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ფორუმის მონაწილეებს. გამოვიყენებთ საინფორმაციო საშუალებებს, წერილობითი მიმართვის ფორმას. ტრენინგების მიმდინარეობა და თარიღები: 4-5-6 აგვისტო ტრენინგები ახალგაზრდებისთვის- „კოორდინატორის ფუნქციები და პროექტების წერა“. 12-13-14 აგვისტო ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის. სამოქალაქო ბიუჯეტის რეგულაციები და საჯარო მოხელეთა ფუნქციები.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

1. გამოყენებული იქნება სესიებზე მიღებული ცოდნა, ინფორმაციები, ასევე აკადემიის ფორუმზე მიღებული გამოცდილება. პროექტის ფარგლებში ჩართულები იქნებიან აკადემიის 2020 წლის აქტიური მონაწილეები, რომლებმაც უკვე წარმატებული მაგალითები შექმნეს. ახალგაზრდულ შეხვერდებზე გამოყენებულ იქნება მსოფლიო კაფეს ფორმა. საჯარო მოხელეებთან მუშაობისას – სამუშაო ჯგუფების/წარმომადგენლობითი ჯგუფების ფორმა, რომლის ამოცანაა კონკრეტული საკითხის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

2. ბიზნეს სექტორთან მუშაობისას ონლაინ პლატფორმა კონსულტაციისათვის და საკონსულტაციო შეხვედრის ფორმა. გაიმართება დისკუსია სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებისას ბიზნეს სექტორის წვლილზე. შესაძლებელი გახდება მონაწილეთა და ექსპერტთა მხრიდან გადაწყვეტილებების შემუშავება, წარმოდგენა, განხილვა. თვითმმართველობის მიერ ფორუმზე მოვლენილი პასუხიმგებელი პირების დასწრებით შესაძლებელია პროდუქტიული თანამშრომლობითი იდეის გენერაცია.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

პროექტის მრავალსექტორულობას უზრუნველყოფს სამი თემატური ფორუმის ორგანიზება და ჩატარება. პროექტში ჩართულია: 1. ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდობა და ემიგრირებული მოსახლეობის დაინტერესებული ნაწილი; 2. ადგილობრივი თვითმმართველობა; 3. ბიზნეს- სექტორი; 4. არასამთავრობო ორგანიზაციები; 5. რეგიონული ტელევიზიის, ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედიის ჟურნალისტები.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

პროექტის ავტორი, როზეტა შულაია, მოდერაციას გაუწევს 2022 წლის 22 მაისის და 2022 წლის 11 ივნისის ფორუმს.

ფასილიტატორი ნანა გოგოხია.

ფასილიტატორი ქეთევან ესართია.

ფინანსური წვლილი/რესურსი: ნოუთბუქი – 2 000 ლარი ( იხ. პროექტის ბიუჯეტი), პროექტორი – 900 ლარი, ეკრანი – 600 ლარი.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

საინფორმაციო კამპანიისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია: ხობის მუნიციპალიტეტი 3 000 ლარი, ვებ-გვერდის განახლებისთვის 15 000 ლარი. თვითმმართველ ქალაქ ფოთში საინფორმაციო კამპანიისათვის 3 000 ლარი. ვებ-გვერდის განახლებისთვის 15 000 ლარი. სულ პროექტის თანადაფინანსება შეადგენს 36.000 ლარს.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

1. ტრენინგები ახალგაზრდებისათვის: „კოორდინატორის ფუნქციები და პროექტების წერის მარათონი“ – ტრენერი ქეთევან ესართია. თარიღი: 2022 წლის 4-5-6 აგვისტო

2. ტრენინგები საჯარო მოხელეებისათვის: „სამოქალაქო ბიუჯეტის რეგულაციები და საჯარო მოხელეთა ფუნქციები“ – ტრენინგს ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლა“ , რომელიც წარმოადგენს მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს და აქვს საზოგადოებრივი და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებზე მუშაობის გამოცდილება. თარიღი: 2022 წლის 12-13-14 აგვისტო.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის ბენეფიციარებია ფორუმების 180 მონაწილე. ტრენინგებში მონაწილე 80 ახალგაზრდა. ბიზნეს-სექტორის არანაკლებ 30 წარმომადგენელი. ბენეფიციარებს შორის დაცული იქნება გენდერული ბალანსი. ბენეფიცირებში წახალისებულია მოხალისეობრივი საქმიანობა, რათა მოხდეს პენსიონერების, შშმ პირების, მოზარდების, ემიგრანტი თანაქალაქელების დაინტერესება. განახლდება ვებ-გვერდები. ორი მეზობელი ქალაქის მოსახლეობა ერთმანეთს გაუზიარებს იდეებს, გაიზრდება ახალგაზრდების მობილობა, ინტერმუნიციპალური პროექტები, ხელი შეეწყობა სექტორთა შორის საქმიან ურთიერთობებს. უფრო მეტად გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნდობის კოეფიციენტი. გაიზრდება მედია საშუალებების როლი და ჩართულობა.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტი დაიწყება 2022 წლის 28 მაისს და დაიხურება 2022 წლის 14 აგვისტოს.

ბიუჯეტი:

პროექტის ჯამური ღირებულებაა 44 940 ლ და 50 თეთრი. თანადაფინასება შეადგენს 39 500 ლარს. ფონდიდან მოთხოვნილი თანხაა 4 407 ლარი და 50 თეთრი. პროექტის ბიუჯეტი შედგება – აღჭურვილობისა და ტექნიკის, საინფორმაციო ტრიპლეტების ღირებულების, რეგიონალური ტელევიზიიის საეთერო დროის, ვებ-გვერდების განახლების, საკანცელარიო ხარჯების, სასტუმროს მომსახურებისა და კვების ხარჯების, ხელფასებისა და ჰონორარისგან. დეტალურად იხილეთ აქ.

შეაფასე პროექტი